2 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს რუმინეთში გამართავს. ვილი სანიოლს ახლა გუნდთან ერთად ყოფნისთვის საკმაოდ დიდი დრო აქვს და ნაკრების წევრების შესაძლებლობათა გაცნობას უკეთ მოახერხებს.

ამხანაგურ შეხვედრებს თავისი დატვირთვა აქვს. ფრანგი სპეციალისტის მთავარი მიზანი მაინც საშემოდგომო, ოფიციალური მატჩებისთვის გუნდისთვის საბოლოო სახის მიცემა უნდა იყოს. ამ რანგის შეხვედრები გარკვეულ ექსპერიმენტებსაც უნდა შეიცავდეს, მაგრამ გამოცხადებული შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, როტაცია დიდი არ იქნება.

მეკარე - ვილი სანიოლმა უკვე დააანონსა, რომ კარს ბათუმის "დინამოს" კიპერი ლაზარე კუპატაძე დაიცავს.

ცენტრალური მცველები - ჯაბა კანკავას არყოფნაში გურამ კაშია გუნდის კაპიტანია. ფაქტობრივად, გამორიცხულია სანიოლმა მეორე გამოცდილი ფეხბურთელიც დაასვენოს და ახალი კაპიტანი ეძებოს. ასე რომ, კაშიას სასტარტოში ველით.

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა დვალის შესაძლებლობები კარგად შეაფასა - მან ხომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული სამივე შეხვედრა სრულად ჩაატარა. ახლა გუნდთან ერთად ორი გამოცდილი ცენტრალური მცველია - საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა. მომავალ ორ შეხვედრაში, სავარაუდოდ, შანსს ორივე მიიღებს.

მარცხენა მცველი - გურამ გიორბელიძე გუნდს ყველაზე გვიან, თითქმის თამაშის წინ უერთდება. ამის გამო მის რუმინეთში ძირითადში გამწესებას გამოვრიცხავთ. ვინაა ალტერნატივა?!

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დაგვანახა, რომ ის ფლანგის მცველად სხვა ამპლუის მოთამაშის მოსინჯვას ნაკლებად აპირებს. აქედან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, სასტარტო თერთმეტეულში ბათუმის "დინამოს" წევრი ირაკლი აზაროვი ვიხილოთ. ეროვნული გუნდის რიგებში პოზიციით მარცხენა მცველი სხვა არავინაა.

მარჯვენა მცველი - ამ ეტაპზე ისე ჩანს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ოთარ კაკაბაძის კონკურენტი შეარჩია და თუკი რაიმე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, გრიგოლ ჩაბრაძე ნაკრებთან ერთად შემოდგომაზეც იქნება.

დიდი შანსია, სანიოლმა ისე გადაწყვიტოს, როგორც მარტის შეხვედრებზე (შვედეთში ჩაბრაძე დააყენა, ესპანეთთან - კაკაბაძე) - რუმინეთში ბათუმის "დინამოს" მცველმა ითამაშოს, ნიდერლანდების ნაკრებთან კი - კაკაბაძემ.

ნახევარმცველები - ჯაბა კანკავას არყოფნა ვაკო გვილიას შანსებს ზრდის და ამჟამად უკლუბოდ მყოფი ნახევარმცველის სასტარტოში მოაზრება ლოგიკური ჩანს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მოთამაშეებმა სეზონი გვიან დაასრულეს და ძალების აღდგენის შედარებით ნაკლები დრო ჰქონდათ, მაგრამ აბურჯანიას სეზონის დასკვნითი ნაწილი მშვენიერი გამოუვიდა. სწორედ ამიტომ, დიდი შანსია, "აბუ" სასტარტოში ვიხილოთ.

საინტერესოა, ზუსტად სად ხედავს აბურჯანიას სანიოლი? ის მაინც კარგი "ექვსიანია" და ნაკლებად პროდუქტიულია იმ პოზიციაზე, სადაც შვედეთში იასპარეზა.

სანაკრებო შეხვედრებმა კარგად დაგვანახა, რომ ოთარ კიტეიშვილი გუნდში დიდ ფუნქციებს ასრულებს - ის "ჯვაროსნებში" ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და შემქმნელი მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერი ტაქტიკისას მინდვრის ცენტრში დიდ საქმეს გააკეთებს.

შეტევის ფლანგები - ვილი სანიოლმა თქვა, რომ მას ზურიკო დავითაშვილის თამაშის ხილვა აინტერესებს. კვარაცხელიას არყოფნისას ზურიკოს ძირითად შემადგენლობაში ხილვის რეალური საფუძველია.

ვლადიმირ ვაისისგან გვესმოდა, რონ ნაკრების შემტევების უმრავლესობას მარცხენა ფლანგიდან თამაში ურჩევნია და გამონაკლისი მხოლოდ ლევან შენგელია იყო. "ქონიასპორიდან" წამოსულ შემტევს, სავარაუდოდ, შანსი მიეცემა.

სანიოლი ოფიციალურ შეხვედრებში საბა ლობჟანიძეს დაეყრდნო, ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილს კი დატვირთული სეზონის შემდეგ, შესაძლოა, დასვენების საშუალება მიეცეს, ეს გარემოებები კი შენგელიას შანსს უნდა ზრდიდეს.

ფორვარდი - მარტში დავინახეთ, რომ სანიოლს გამოკვეთილი, ტანმაღალი ფორვარდით თამაში მოსწონს.

თუმცა გიორგი მიქაუტაძე გასნსხვავებული სტილის ფორვარდია, ვიდრე ბუდუ ზივზივაძე და ნაკრებში ამჟამად არმყოფი გიორგი ქვილითაია. 20 წლის თავდამსხმელი უფრო სწრაფი და მოძრავია.

გასაკვირი არ იქნება, თუკი სანიოლი, რომელიც დებიუტანტებს თამამად ენდობა, გარკვეულ დროს "სამგურალის" ფორვარდ სერგო კუხიანიძესაც მისცემს და ეს რუმინეთთან უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ნიდერლანდების ნაკრებთან.

irakli
კუპატაძე, კვირკველია, კაკაბაძე,ხოჭოლავა,აზაროვი, გვილია,კვეკვესკირი,დავითაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, მიქაუტაძე
ბაბუაწვერა
ერთი რას ეძახით კაპიტანი ეძებოსო? რა არის საძებარი ერთი გამარკვიეთ რაააა.კაშიას კიდე არა უშავს,კანკავას რა განსაკუთრებულს ამჩნევთ კაპიტნობის მითხარით.თავგანწირვით თამაშობს?რა, არ უნდა ითამაშოს?კაპიტანი ისეთი უნდა მაჩაიძე და ჩივაძე რომ იყო-მსაჯებიც კი შიშისაგან კანკალებდნენ მათ წინაშე.კანკავას სახეზე მსაჯის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების დროს ემოციადაც ვერ ვამჩნევ. ოქრი რომ იყოს კაპიტანი რამეს გააფუჭებს თუ რა? ანდა კიტეიშვილი
ლშა
გვილიას ბევრად ჯობია კვევკე თან სათამაშო პრაქტიკაც აქვს , მოიპოვა ადგილი ლეხში , ძAლიან მაგარი პასი აქვს და ბურთის დაჭერა კორპუსით ( ჯაბასგან აქვს ნასწავლი )
kaxi
საინტერესოა რა ნიშნით აიყვანეს კვირკველია თუ კვერკველია?
სოსო
თუ თავდამსხმელი,2 მეტრიანი გყავს,ტვინიც აქვს,ტექნიკაც,ჯანიც და სისწრაფეც,ეგ უბედურება კი არა,ბედნიერებაა.უბედურება სწორედ ისაა,რომ არ გვყავს
დემე
კვეკვესკირი რატომ არ ახსენეთ? გვილიას არ ჯობია საყრდენზე? ერთადერთი მოთამაშეა ვისაც ბურთის დაჭერა და გათამაშება შეუძლია საყრდენ ზოლში. კიტემდე ვეღარ მიდიოდა ბურთი ეგრევე ვკარგავდით კიდე გვილია გვინდა?

თუ ლევანდოვსკი ან იბრაჰიმოვიჩი არა გყავს, მითუმეტეს ჩვენი ფორმაციის ნაკრებისთვის ასეთი სტილის თავდამსხმელი არ გამოდგება. ამის მაგალითი კაჭარავა გვყავდა. არ არის გამორიცხული ცენტრფორვარდად მიქაუტაძე დააყენოს
alex
ასეა თუ ისე, კაცი მუშაობს.. სელექციას აკეთებს... ეს - მწვრთნელებთან შეხვედრებიო, ეს - ჩემპიონატის ბიჭების შანსიო, იმედია პიარ-სვლა არაა (და არც ეტყობა, რადგან ვილის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი "ევროპისთვის", თუნდაც ის, რომ ყოფილ კლუბებში ვერ გაუგეს.). ნეტაი რამე უშველოს ჩვენს ნაკრებს და... წარმატებები ვილისანის.
Hoda
"მარტში დავინახეთ, რომ სანიოლს გამოკვეთილი, ტანმაღალი ფორვარდით თამაში მოსწონს." არა მგონია. კუხიანიძის არჩევის დროს თქვა რომ ის განსხვავებულია სხვა ქართველი ფორვარდებისგან. პ.ს. ესტონეთის ტრენერის სიტყვები გაიხსენეთ, კარგი გუნდი გყავთ მაგრამ ცენტრფორვარდები არ გყავთო. რა უბედურებაა 2 მეტრიანი ცენტრით თამაში.
hhh
მე ჯერ-ჯერობით ზურიკოზგან ნაკრებში ვერანაირი პოზიტივი ვერ ვნახე, იმედია ამ ჯერზე მაინც დაგვანახებს რამე კარგს.
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია