ახალი სეზონიდან ქუთაისის "ტორპედოში" რუსთავის "მეტალურგის" 30 წლის ყოფილი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე ითამაშებს
ახალი სეზონიდან ქუთაისის "ტორპედოში" რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე ითამაშებს. 30 წლის ნახევარმცველი დასრულებულ სეზონში სტაბილურად ხვდებოდა "მეტალურგის" შემადგენლობაში, შვიდი გოლი გაიტანა და რუსთაველთა ბრინჯაოს მედალში თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ ქვემოქართლელებმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.

"მართალია, ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ ერთწლიანი ხელშეკრულების პირობები შევათანხმეთ და გუნდს ურეკში შეკრებაზე გავყვები", - გვითხრა ბოლქვაძემ.

მასთან ერთად "ტორპედოში" ითამაშებს კიდევ ერთი ექსმეტალურგი რევაზ ქემოკლიძე, რომელიც, ბოლქვაძის მსგავსად, რამდენიმე წლის წინ ქუთაისელთა ღირსებას იცავდა.

ქუთაისელთა ახალმა მწვრთნელებმა, გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ გუნდში თავდამსხმელი რევაზ გოცირიძეც დააბრუნეს, რომელიც ბოლოს კარგ ფორმაში იყო. რა დასამალია და, სეზონის შემდეგ მისი გაშვება უცნაურად ჩანდა. გოცირიძის თქმით, მან კლუბთან კვლავ ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქუთაისელებს ფიზმომზადებაში ხორვატი სპეციალისტი ივო კატუშიჩი დაეხმარება. მას თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონში" უმუშავია - კატუშიჩთან კონტრაქტს კლუბი უახლოეს დღეებში გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა