"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსფერო კამპანია პრაქტიკულად დასრულებულად გამოაცხადა
იტალიურ სპორტულ პრესასთან საუბარში ადრიანო გალიანიმ ისეთი რამ თქვა, რომ “მილანის” გულშემატკივრები სახტად დატოვა. მაშინ, როდესაც ქომაგთა მრავალათასიანი არმია ხმაურიანი ტრანსფერების მოლოდინშია, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსფერო კამპანია პრაქტიკულად დასრულებულად გამოაცხადა - და ეს მაშინ, როდესაც ფანჯარა ოფიციალურად პირველ ივლისს გაიხსნება. მოვუსმინოთ გალიანის:

“რას ვაპირებთ სატრანსფერო პერიოდში? - განსაკუთრებულს არაფერს, რადგან ვისი დამატებაც გვსურდა, უკვე დავიმატეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ალესანდრო ნესტას ქრონიკული ტრავმა აწუხებს, დაცვის ცენტრის გაძლიერება გვსურდა, რაც ფილიპ მექსეს გადაბირებით მოვახერხეთ კიდეც. სხვა რგოლებში გუნდი ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული და ჩემი აზრით, გაძლიერებას არ საჭიროებს. ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ რომელიმე ექსტრაკლასის ფორვარდი უნდა დავიმატოთ - ამ შემთხვევაში, სრულიად ვიზიარებ რობინიოს პოზიციას და მეც მიჩნდება ერთი შეკითხვა: რატომ? - ჩვენ გვყავს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის მოგება; გვყავს ალეშანდრე პატო, რომელიც თანაბრად ძლიერია ფეხით და თავით თამაშისას; გვყავს რობინიო, რომელიც არანორმალურად სწრაფი და მობილურია; გვყავს კრეატიული ანტონიო კასანო და თვით გოლი ფილიპო ინძაგი; ნუთუ კიდევ ვინმეა საჭირო იმისთვის, რომ ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლო?”

ამ რიტორიკული კითხვით დაასრულა სატრანსფერო თემაზე საუბარი გალიანიმ და ლეონარდოს “ინტერიდან" წასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი: “ნამდვილად არ მეგონა თუ ლეონარდო ასე მოულოდნელად დატოვებდა “ნერაძურის”, მაგრამ ის კი ყოველთვის ვიცოდი, რომ მოწოდებით დირექტორია და არა მწვრთნელი. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა მას დიდი წარმატებები ვუსურვო და დავპირდე, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში აუცილებლად პსჟ-ს ვუგულშემატკივრებ. ვარ თუ არა მასზე ნაწყენი? - ჩემი სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ არანაირი წყენა ჩემს გულში არ არის და პირიქით, მსურს წარმატებით გაგრძელდეს მისი კარიერა. ლეოს დღემდე “მილანელად” ვთვლი, მას ბევრი რამ გაუკეთებია ჩვენი გუნდისთვის და სიმართლე გითხრათ, მირჩევნია პსჟ-ს სამსახურში იყოს, ვიდრე “ინტერის”. უახლოეს დღეებში აუცილებლად დავურეკავ და პირადად ვუსურვებ წარმატებებს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა