“ინტერისთვის” მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება
“ინტერისთვის” მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება - მასიმო მორატიმ რამდენიმე მიმართულებით მოსინჯა ძალები და ჯერჯერობით, ყველგან ხელი მოეცარა. მარსელო ბიელსას ამბავი ძველია და ყველას კარგად მოგეხსენებათ, შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩმაც შორს დაიჭირა თავი, ბოლოს კი მილანში გადაბარგებაზე ანდრე ვილაშ ბოაშმა განაცხადა უარი. მოვლენათა ასეთი განვითარებით გაკვირვებულმა მასიმო მორატიმ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და განაცხადა, რომ მწვრთნელის შერჩევის პროცესში არსად არ ეჩქარება და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. რთული სათქმელია რას გულისხმობს მორატი მოგვიანებითში, მაგრამ ფაქტია, რომ ვისაც თვალი დაადგა, ყველასგან უარი მიიღო.

სამაგიეროდ, არიან ისეთი მწვრთნელებიც, რომლებიც თავად გამოთქვამენ “ინტერის” გაწვრთნის სურვილს და ცდილობენ მორატის ყურადღება მიიქციონ. პირველად ასეთი ნაბიჯი დელიო როსიმ გადადგა და განაცხადა, ვიცი “ინტერის” მესვეურები ჩემს კანდიდატურას განიხილავენ და მზად ვარ, მათი შეთავაზება მივიღოო - როსი დღემდე შეთავაზების მოლოდინშია და შესაძლოა, ჯერაც არ დაუკარგავს იმედი. მომლოდინეთა რიცხვს კი ჯანფრანკო ძოლაც შეურთდა, რომელმაც პრესას შემდეგი განუცხადა:

“სანდო წყაროსგან შევიტყვე, რომ “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემი კანდიდატურაც განიხილება, რამაც მეტად გამახარა. როდესაც შენით ასეთი დონის გუნდია დაინტერესებული, ბუნებრივია, რომ ძალიან გსიამოვნებს. თუ მოლაპარაკებამდე მივიდა საქმე, არა მგონია რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას, რადგან გამოგიტყდებით და “ნერაძურის” გაწვრთნა ჩემთვის ახალი, მეტად საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ვნახოთ, გამორიცხული არაფერია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა