კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალში" დაბრუნება ნამდვილად მოულოდნელი სიახლე გახლდათ. "ევერტონის" ყოფილი ბოსი მერსისაიდში თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ მადრიდელების გუნდში დიდი სახელის მქონე იტალიელის გადასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უკანასკნელი არ იქნება, მათ აქვთ გეგმა, რის მიხედვითაც გუნდში ავტორიტეტული ფეხბურთელები უნდა დაიმატონ.

"ამჟამად "რეალის" პირველ გუნდში 33 ფეხბურთელი ირიცხება." - წერს პაკო გონსალესი (Tiempo de Juego-ს ხელმძღვანელი).

"არცერთ მათგანზე ჯერჯერობით შემოთავაზებები არ გვაქვს, მათ შორის, არც ედენ აზარზე. ძვირად ღირებული ფეხბურთელების ყიდვა, ისე, რომ არავინ გავუშვათ, არ შეიძლება, რადგან ეს ყველაფერი გუნდზე ცუდად აისახება. ჩვენი გეგმაა ლუკა იოვიჩის იჯარით გაშვება იქ, სადაც ბევრს ითამაშებს. ვიმეორებ, იჯარით გაშვება და არა გაყიდვა. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ბრაჰიმ დიაზი და ტაკე კუბო, კლუბის მონახვის პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ. მარტინ ოდეგორი შესაძლოა კვლავ გავანათხოვროთ. "რომას" ბორხა მაიორალი სურს, თუმცა მათ 15 მილიონი ევრო ამჟამად არ აქვთ.

დანი სებალოსს განათხოვრება აღარ სურს, ის "ბეტისთან" მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა მათ მისი გამოსასყიდი თანხა არ გააჩნიათ".

კილიან მბაპე ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც მადრიდის "რეალს" ყველაზე მეტად უკავშირებენ, თუმცა სინამდვილეში "ბლანკოსსა" და მის ხელმძღვანელობას ფრანგი სუპერვარსკვლავის დამატება ძალიან გაუჭირდებათ.

"თუ "რეალს" მბაპეს დამატება მოუნდება, მაშინ აგვისტომდე ფეხბურთელების დიდი ნაწილი უნდა გაყიდოს", - ამბობს გონსალესი.

"ეს მხოლოდ ერთი დიდი ტრანსფერი იქნება. ჩვენ მცველი აღარ გვყავს, რომლის მეშვეობითაც სერხიო რამოსის გუნდიდან წასვლას გავანეიტრალებთ. ასევე გვჭირდება ახალი სახეები ნახევარდაცვაში კონკურენციის გაზრდაში. მბაპესა და ჰოლანის ერთდროულად დამატება შეუძლებელია. მადრიდელები პსჟ-ს ფეხბურთელების გაცვლასთან დაკავშირებით არ დაკონტაქტებიან. ფრანგები თუ თანახმა იქნებიან, მბაპეში 200 მილიონ ევროს გადაიხდიან და ისე გადაიყვანენ ფეხბურთელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათამაშოდ.

სერხიო რამოსს კონტრაქტის განახლება არ სურს. თუ კლუბები რაფაელ ვარანში 35-40 მილიონ ევროს გადაიხდიან, ამ შემთხვევაში გუნდს ფრანგი მცველიც დატოვებს. ასევე ეძებს გუნდს ისკო. განსხვავებული ვითარებაა მარსელოსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს, ფაქტობრივად, თამაში აღარ უწევს, ის მაინც დარჩენას გეგმავს. გარეთ ბეილზე შეუძლებელია რაიმე ახლის თქმა. რაც შეეხება "კასტილიაში" გაზრდილ ფეხბურთელებს, ანჩელოტი მათ მაშინ დაუძახებს, როდესაც დასჭირდება".

წყარო: marca

ვატო
გეტყობა რისი მასტერიც ხარ! ბენზო რამოსი მოდიჩი ამათ თუ ეძახი ბებრებს მასე ყველა გუნდშია 1-2 ასაკში შესული მოთამაშე.და 36წლის მოდრიჩი შენს 20-22 წლის ბიჭებს ბურთის ფერსაც არ დაანახებს
masteras
ცნობისათვის: ეს "გადაბერებული" მოთამაშეები არიან, რომ ამინდს ქმნიან, ბენზემა არ იყო, რომ რეალი მეორე ადგილას გაიყვანა? და საერთოდ ძალიან ცუდი ტენდეცია წამოვიდა, გამოცდილი ფეხბურთელების მისამართით, რომელთაც "ბებრებს" ეძახით. მე მგონი მეტი პატივისცემა და დაფასება ჭირდებათ ამ ტიტულოვან და დასაფასებელ ფეხბურთელებს.
Master
ამ გადაბერებულ გუნდს მწვრთნელიც წარსულიდან დაუნიშნეს.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს