გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შემდეგ უკრაინულ პრესაში მასზე აქტიურად იწერება.

ffodessa საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"უკრაინაში ახლა ასე ადვილი არ არის ეროვნულ გუნდში მოხვედრა - წიტაიშვილს საკმაოდ დიდი კონკურენტები ეყოლებოდა როგორც ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელების, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეების სახით.

როდესაც გიორგის "დინამოში" შანსი მიეცა, პრემიერლიგაში 10 მატჩი მას გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ერთი საგოლე პასი ჰქონდა. ასევე, "ვორსკლაში" ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. წიტაიშვილი დაშავდა და სეზონი გამოტოვა. დიახ, უკრაინაში ასეთი ფონზე რთულია, ვინმეს ნაკრებში მოხვედრის იმედი ჰქონდეს.

საქართველოს ეროვნულ გუნდს ჰყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელი - ეს არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ძირითადად, მარცხენა მხარეს თამაშობს. გიორგისთვის ადვილი არც მარჯვნივ დამკვიდრება იქნება - 25 წლის ლევან შენგელია კლუბში კარგი მოთამაშეა, თუმცა მან ჯერ ვერ მოახერხა ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება (გოლების გარეშეა და საუკეთესო მატჩებს მხოლოდ სუსტ მეტოქეებთან აჩვენებს). 26 წლის საბა ლობჟანიძე თურქეთში საკმაოდ წარმატებულია. 28 წლის ჯაბა ჯიღაური უცხოური მოგზაურობებიდან დაბრუნდა და ამჟამად კი ბათუმის "დინამოში" კარგი სეზონი აქვს.

დიახ, იქ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები არ არიან, მაგრამ საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ბუნებრივია, ნატურალიზაციამდე წიტაიშვილმა ვილი სანიოლთან ისაუბრა და ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგის მიმართ ინტერესი გამოხატა. ეს არ უარყოფს კონკურენციის თემას, რომელიც თავისებურად მკაცრია...

გიორგის ადამიანურად უნდა გავუგოთ, საქართველო ხომ მისი წინაპრების სამშობლოა. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია.

ამავდროულად, სამომავლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია უკრაინაში მოთამაშე ახალგაზრდებთან მიმართებით მკვეთრი ცვლილებების შეტანა.

ფეხბურთის აბსურდული კანონის გათვალისწინებით, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებსა და ასევე, ეროვნულის არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობდა, შეიცვალონ ფეხბურთის მოქალაქეობა. აუცილებელია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უფრო სერიოზულად ვიმუშაოთ.

წიტაიშვილი ნიჭიერი მოთამაშეა. ქართველს, თუმცა ისრაელში დაბადებულსა და უკრაინაში გაზრდილს, მორალური უფლება აქვს, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. გიორგის მეგობარ ქვეყანაში წარმატებები ვუსურვოთ!"

ქართველი
გიორგის არც უკრაინის ნაკრებში გაუჭირდებოდა მაგრამ ისტორიული სამშობლო არჩია და მადლობა მას. აქ რომ ტალანტებს ვკარგავთ ისაა მისახედი. ბავშვთა ფეხბურთი უნდა ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე, მაგრამ ჯერ ქვეყანა უნდა დალაგდეს ჩემპიონატიც უკეთესი იქნება და კონკურენციაც. თბილისის გარდა ფაქტიურად მაღალი დონის სკოლები არაა. ბავშვებს მოედნები არ აქვთ არადა ყავს ამ ქვეყანას ტალანტები.
Hoda
ეგ მარჯვნივ თამაშობს თუ მარცხნივ?
zaza
სწორი ანალიზია,ბოლო ბოლო ქართველია და აირჩია თავის ქვეყნის ნაკრებში თამაში. უკრაინის ნაკრებში რა თქმა უნდა დიდი კონკურენციაა მის პოზიციაზე. ჩვენ კი დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს და იმედია თავს გამოიჩენს, თან მარჯვენა ფლანგაზე უკონკურენტო არავინ არის. ჩვენ ნაკრებს მომავალი აქვს და იმედია ბიჭები გააგრძელებენ განვითარებას, ესპანეთთან და ბერძნებთან მარტო კვარა საკმარისი არ გამოდგა!
jjj
ეგრე რა თქვე კა ხალხო რა დაიბოღმეთ მაშინ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია