ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად რუმინეთი 2:1 დაამარცხა.

რუმინეთი „ჯვაროსნებისთვის“ მუდამ რთული მოწინააღმდეგე იყო, ვინაიდან კარგად კეტავენ ზონებს და მეტოქეს სამოქმედო არეალს მაქსიმალურად უზღუდავენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ 5 წელი გავიდა. ვლახებს აღარ ჰყავთ ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ მათი სათამაშო სისტემა არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრები დღევანდელ მატჩში მოედანზე შეტევის ხაზში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე გავიდა და საინტერესო იყო, რა სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევდა მისი მწვრთნელი ვილი სანიოლი. აღსანიშნავია, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ფრანგს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და სათამაშო გეგმის შესამუშავებლად ამჯერად მეტი დრო ჰქონდა.

შეხვედრა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, ორმხრივი იერიშებით დაიწყო. დებიუტში ოქრიაშვილმა სცადა თავისი საფირმო მაკრატელათი გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიდინარეობდა და ლამაზი სანახავი ვერ იყო. პირველი შანსი რუმინელებს 28-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც ჰაჯიმ ბურთი კარს ააცილა. მერე კუპატაძემ ორჯერ გადაგვარჩინა - ჰაჯისა და ნედელცეარუს არ დაანება გატანა. 41-ე წუთზე კი ტანასე ჩაბრაძეს ეუხეშა და გააძევეს.

საქართველოს ნაკრები მწვავედ ვერ უტევდა, მიქაუტაძე პრაქტიკულად „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეორე ტაიმი უფრო აქტიურად რუმინელებმა დაიწყეს, რასაც ჩვენი გუნდის სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა, მაგრამ მიქაუტაძემ დაახანა და მცველმა ხიფათი განმუხტა. თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. თანდათან საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, რაც, მოედანზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. სანიოლმა 57-ე წუთზე მოედანზე შენგელიას და კვეკვესკირის ნაცვლად ლობჟანიძე და კიტეიშვილი შეუშვა და ამ უკანასკნელის პასით მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა. მან ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

შემდეგ კიტეიშვილმა მომენტი გააცუდა, სწრაფი კონტრიერიშისას კვირკველიამ საჯარიმოში ივანი წააქცია, გააძევეს, პენალტი კი მარინმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მალე მომენტი აბურჯანიამ გამოიყენა, რომელმაც ლობჟანიძის პასი მიიღო და ბურთს ვლადის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ესეც აბურჯანიას ნაკრებში პირველი გოლია.

შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. ივანმა მახვილი კუთხიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, სტანჩუმ და ივანმა კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს და საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ისტორიაში პირველად სძლია.

მიუხედავად არაერთი წუნისა, ჩვენმა გუნდმა სანიოლის ხელმძღვანელობით (არაოპტიმალური შემადგენლობით) პირველი გამარჯვება მოიპოვა. თანაც, "ჯვაროსანთა" თავკაცმა დაინახა ფეხბურთელთა მზადყოფნა და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ენსხედეში ნიდერლანდებთან გამართავს, რომელიც დღეს შოტლანდიას დაუზავდა - 2:2.

პლოიეშტი. „ილიე იონა“

რუმინეთი - საქართველო 1:2

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61), 0:2 აბურჯანია (72), 1:2 ივანი (78)

გაძევება: ტანასე (41), კვირკველია (65)

გამოუყენებელი პენალტი: მარინი (65)

რუმინეთი: ვლადი, სორესკუ, ნედელცეარუ, კირიკეში, განეა, ოლარუ (ჩიჩალდაუ 58), მარინი (სტანჩუ 77), მაქსიმი (ბუდესკუ 58), ჰაჯი (კესერუ 77), ალიბეკი, ტანასე

საქართველო: კუპატაძე, აზაროვი, კვირკველია, ხოჭოლავა, ჩაბრაძე, დაუშვილი, აბურჯანია (გვილია 81), კვეკვესკირი (კიტეიშვილი 57), ოქრიაშვილი (კაშია 66), შენგელია (ლობჟანიძე 57), მიქაუტაძე (ზივზივაძე 81)

გიორგი.
ეს სამეული, ხვიჩა, გიორგი და ზურიკო დაუშვილი, კიდევ ერთ გუნდს ნიშნავს
las-ს
რა კლასით აჯობეეეეს? კიდევ კარგი სანიოლი ადეკვატური კაცია და მაგ აბსურდს არ ფიქრობს, აჯობეს არა კვახი! თამაში რომ არ მოგეწონა ეგ კლასს არანაირად არ ნიშნავს, ვინც დაასახელე ისინი როცა იქნებიან მერე ვილაპარაკოთ და გუშინ რაც იყო იმასთან მაგ ბიჭებს კავშირი არ აქვთ. ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ, ყველას ჰქონდა მინუსები, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები. და ვეთანხმები იმასაც რომ მიქაუტაძეს და ჩვენც მასთან ერთად თუ გვინდა რომ ეს ბიჭი ტოპ ფორვარდად ჩამოყალიბდეს სასტარტო სისწრაფეს უნდა მოუმატოს. რაც არის უკვე კარგია და მაგრად მიხარია რომ ასეთი სტილის ფორვარდი გვეღირსა, მაგრამ გულშემატკივარი მაქსიმალისტები ვართ და რატომაც არა, როცა მას შეუძლია ამის გამოსწორება თუ მოინდომებს!
ზაალი
კი, კალათბურთში ხომ ახლოსაც ვერ მოვლენ ჩვენთან. აღარაფერს ვამბობ ჭიდაობის ნებისმიერ სახეობაზე და ძიუდოზე.
Dato
გიორგი ჩაკვე? ჯაბაც. ვნახოთ წიტაიშვილიც
tngh
ხვიჩას და გიორგის დამატება მკვეთრად გააძლირებს გუნდს... იმედით დაველოდებ მათ დაბრუნებას ნაკრებში!!!
ისიდორე
რაგბში ვუგებთ სადაც სავეწევით ფეხბურთშიც დავიწყეთ მოგება
100%
კარგია. მომავალს იმედით ვუყურებ.
მწრთვნელი
ხომ მოვიგეთ და რუმინეთმა იჯავროს დანარჩენი! ვაისის დროს რატომ არ გვიმართლებდა ასე!? ეტყობა სანიოლი მაგარი იღბალა კაციც არის ნიჭთან ერთად!
las
ვერ დაგეთანხმები :) თამაში რომ არ მოგვეწონა ეს ნისნავს კლასს. ჩვენებმა აჯობეს მეტოქეს კლასით. წარმოიდგინე ამ გუნდს რომ დაემატება კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილმაც ფაქტიურად 30 წუთი ითამაშა :)

დაუშვილმა ეგეთი ბურთი კარშიც რომ ვერ მოარტყა ნაკრებში კარი უნდა გამოუხურო სამუდამოდ
baba
სუნთქვის პრობლემა აქვს და მაგიტო უკეთია
Zaza
სანიოლმა დაგვანახა რომ კვირკველია ხოჭოლავა გვილია დაუშვილი ოქრიაშვილი შენგელია კვეკვესკირი სანაკრებო ხალხი არარი დახია რვეული ხაზების სობით და ფეხბურთის პროფესორებიც მოისვენებენ.ხო კიდე თავდასხმელის პრობლემაც გადაჭრა.
ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის
რაღა დროს კაშიაა
bs
ცუდი იყო რომ თამაში 10-10 გაგრძელდა, მე თამაში და შესაძლებლობები მაინტერესებდა და არა ანგარიში. გაგვიმართლა! 100%-იანია სანიოლი როცა ამბობს რომ არ იყო ისეთი თამაში ჩვენი მხრიდან როგორიც გვინდოდა, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, არ მინდა კონკრეტულ ფეხბურთელებზე და მომენტებზე ვილაპარაკო, მიხარია რომ ამას სანიოლი ხედავს და ის მოახდენს რეაგირებას. მხოლოდ მიქაუტაძეზე ვიტყვი, ძალაინ მომეწონა, ანუ ის არის რასაც ველოდი, მხოლოდ სისწრაფეში აქვს მოსამატებელი, ამაზე უნდა იმუშაოს, (ორჯერ გაასწრო მცველმა!) ისე კი ყოჩაღ ,,ჟორჟ", მაგარია რომ დამრტყმელი ფორვარდი გამოგვიჩნდა და კოდევ როგორც იქნა მოვუგეთ ამ რუმინელებს, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს თბილისში წაგებული 2-0, იმდენად მწარედ მახსოვს, რომ სულ ფეხზე მკიდია დამსახურებულად მოვიგეთ თუ დაუმსახურებლად, ხომ მოგუგეთ და ეგრე!
გგ
იმ ერთი პასით გამოჩნდა, რომ ზიბზიბაძე ჯერ შორსაა ნაკრებისგან, დაუშვილი, ოქრიაშვილი, კვირკველია, ამათი ადგილიც არაა ნაკრებში, ოქრიაშვილი კუთხურის მოწოდების დროსაც ბლატაობს, არაა ეს ბიჭი ნაკრებში მოსაწვევი, მაგისი ამბიციები და უზრდელობა დაარღვევს გუნდურობას. რაც შეეხება თამაშს, ყვლას გილოცავთ, კარგად მახსოვს კომენტარები, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ არ მოგწონდათ, ახლა ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ არ მოგწონთ??? ბრავო ვილი!!!
DAVE
აუუუუ გადავირიე მეც, ეს შესუნთქვა კბილებს შორის არის დაბრედვა :)
goga
ყოჩაღ სანიოლს და ბიჭებს დარწმუნებული ვარ ყველას გულით უნდოდა მოგება და მოიგეს კიდეც ვინ როგორ და რა გააკეთეს სანიოლისთვის მოსაწონი მაგას სანიოლი გადაწყვეტს ერთია თუ დისციპლინის მხრივ და ფიზიკას გამოასწორებენ წარმოიდგინეთ 3 ლიდერის გარეშე რუმინეთს გასვლაზე მოუგო რაც შეეხება კიტეიშვილს იქაც რო პასი გაეკეთებინა რუმინეთი განადგურდებოდა მარა მომვალში გაითვალისწინებს მაგის მერე კი კინაღამ პირიქით მოხდა. პ.ს კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ამ გუნდს სანიოლთან ერთად მსოფლიოზე გაიყვანს ამის მჯერა ასი პროცენტით.
გელა 8
ერთხელაც ასე გვათქმევინეს: "კარგად ვერ ითამაშეს(მთლად კარგად), მაგრამ მოიგეს", ეს არ ჯობია იმას, მაგრად ვითამაშეთ და წავაგეთო?,თუმცა სასიამოვნოა ხარისხზე რომ მუშაობენ, კიდევ ერთი: მიქაუტაძეზე მინდა ვთქვა,რომ ეტყობა გაიზრდება უფრო განვითარდება, ოსტატის უნარ-ჩვევები ახლავე ეტყობა-დიდოსტატური დარტყმა შეასრულა, არ მინდა შევადარო,მაგრამ ცხონებულ ყიფიანს ჰქონდა მსგავსი სტილის დარტყმები, ტერფის სხვადასხვა ნაწილიდან,ხოლმე. კონკრეტულ მომენტში ასეთი დარტყმა იყო მართებული და იაზროვნა ბიჭმა, მე მომეწონა,ყოჩაღ!
მართალი ხარ
მე დიდი იმედი მაქვს, კიტე და კვარაცხელია რომ დაიწყებენ ძირითადში, ოქრიაშვილის ადგილი არ დარჩება მოედანზე. სამწუხაროდ თორნიკე დიდი ხანია აღარ არის ფეხბურთელი. დაკარგული აქვს თავდაჯერება და სისწრაფე, ვერც კაცს ატყებს, ვერც დრიბლინგს აკეთებს, ვერც კარში ურტყამს ნორმალურად. პლუს მისი ცუდი არაგუნდურო ხასიათი. ჩაკვეტაძეც თუ დადგა ფეხზე, მართლა ვერ მოხვდება ძირითადში, მაგრამ მაგის გარეშეც არ უნდა ხვდებოდეს ჩემი აზრით. იგივე საბა ლობჟანიძე ბევრად ჯობია ამჟამად.
ანტა
ჩემის აზრით ყველაზე დიდმა გამარჯვებამ ყველაზე ცუდი საქმე გაგვიკეთა დავრჩით იქ 13 მაისს აღარც ფარსადანოვიჩია არც დავითი და არც ის დინამო და არც ის ფეხბურთი შეიცვალა მორჩა ახალკაცი თურქებთან თამაშ უკადრისობდა ახლა? ჩვენზე ბევრად წინ არიან ასე რომ მოვრჩეთ და დავტკბეთ დღევანდელობით და იმედი ვიქონიოთ ხვალინდელის არც მე მომეწონა ბევრი რამე მაგრამ ადრე ასეთ თამაშებს ასეტ გუნდებთან 100%_ით დიდი ანგარიშით ვაგებდით
odala-s
მართალი ხარ. ჯერ ხომ ტვინის გახვრეტა იციან, ათასი საფეხბურთო ისტორიების მოყოლით, რომ ჩართავენ აღარ გამორთავენ, თან ისეთ ექსტაზში შედიან, რომ ავიწყდებათ პირდაპირი რეპორტაჟი და მაყურებელი. კომენტატორი იმისია, რომ მიყვე თამაშის მსვლელობას. ერთი სიტყვით, საქართველოს ერთადერთი განუმეორებელი კომენტატორი ყავდა, კოტე მახარაძე. ამ კაცის ჩანაწერებით მაინც იხელმძღვანელონ ამ "ვითომ კომენტატორებმა" და რაღაც მაინც ისწავლონ, თუ როგორი უნდა იყო ფეხბურთის რეპორტაჟების წამყვანი.
Hoda
გეთანხმები. ტიპები ყველაფერზე ლაპარაკობენ, მატჩის გარდა. კომენტატორმა 45 წუთში ფეხბურთელის გვარი არ უნდა თქვა? კაი ხნის ქომაგი, ტანის ფორმითაც იცნობს (საშუალო კადრზე), მაგრამ მე რატო უნდა ვიმარჩიელო? მინდა ფეხბურთით ვისიამოვნო, გვარები შენ მითხარი, სიტუაციის მოკლე ერთ წინადადებიანი ანალიზი. დანარჩენს თუ მინდა წავიკითხავ გაზეთში, ან ინტერნეტში. შენ ფულს გიხდიან იმ კონკრეტულ მატჩის წაყვანისთვის, მასზე საუბრისთვის და არა ქომაგის არზღდისთვის. მასწავლებლებისთვის ვაგონებით დგას სადგურზე, ჩვენ თავი დაგვანებეთ.
gio
ბიჭო დაწერილიდან ვერ გამოგაქვს აზრი და ფეხბურთს გაიგებ ??
H
შენ, რომ გადახედე სტატისტიკას რა დასკვნა გამოიტანე ჩვენგან განსხვავებული ? შენ გგონია, რომ ჩვენ აღვფრთოვანდით ამ მოგებით ? ყველაფერი მარტივად არის მოვიგეთ და გაგვიხარდა ამდენი წგების შემდეგ. ახლა გაიგე შენ მართლა ჯაგა ?!
odala
ეს ბირჟის კომენტატორები გაიტანეეეთ!!! შეიძლება ხმაგამორთულს უყურებდეს ადამიანი ეროვნული ნაკრების ფეხბურთს, რომლის თამაშს არ ვტოვებ?? რომელიღაც მათგანს სუნთქვა არ ჰყოფნის თუ არ იცის და პირით სუნთქავს მგონი, რის გამოც სისინებს თუ რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემს ჰაერის ყოველი ჩასუნთქვისას. რა საზიზღრობაა, რა არის?? მე მესმის მარტო ეს? მათ ბოსებს არ ესმით?? სისულელეების ბრახა-ბრუხი არ იყო თითქოს საკმარისი...
მერაბი
ასეთი თამაშით ნიდერლანდებთან გაგვიჭირდება. სამწუხაროდ კვირკველიას საუკეთესო წლები გავიდა. შენგელია არ არის სანკრებო დონის. იმედია კვარაცხელია, ჩაკვეტაძე ძალიან შეცვლიან ნაკრების დონეს.
იაგო
არვიცო რამდენმა დააფიქსირა ის მომენტი როცა ჩვენებმა ჯარიმა მოიპოვეს საჯარიმოსთან ახლოს და აბურჯანიამ დარტყმა ითხოვა მაგრამ ოქრიაშვილმა არ დაანება. აბურჯანია რომ ოქრიაშვილზე უკეთ ასრულებს საჯარიმოებს ყველამ ვიცით. დაარტყა ოქრიასვილმა და კინაღამ ზერა მოკლა ცაში ბურთით. ჩემი აზრით სანიოლმა უნდა მოსპოს გუნდში ეს ამპარტავნულ-ტრიპაჩული საქციელები.. უნდა დაალაგოს ვინ პენალტს შეასრულებს ვინ ჯარიმას თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ. ოქრიაშვილი დღეისათვის არ არის ის დონე მინდორზე დირექტივებს იძლეოდეს. მასზე უკეთეს ფორმაში მყოფი ეროვნულ ლიგაში მოთამაშე რამდენი ფეხბურთელი გვყავს. ასე რომ ყველა თავოს ადგილზე უნდაცდაჯდეს.
Master
ტიპიური მწვრთნელის მოგებული თამაში.თან ხვიჩას გარეშე სტუმრად რუმინეთთან.გვაჯობეს თამაშით,მაგრამ ვილიმ თქვა თავის სიტყვა.პირველი ორი ცვლილება გააკეთა და ორივემ საგოლე პასი გააკეთა.ეს რომ გვყოლოდა მაკედონიასთან...ეჰ...
ვვვ
რაც დაწერე ხო გავიგეთ ))
buxrika
ვამბობ და ვიმეორეებ ოქრიაშვილი გამოსაძახებელი არაა.საერთოდ 0 მაგის თამაში.საერთოდ რა ფეხბურთს თამაშობს ვერ ვიგეებ.შეტევაში არაფერია ერთხელ არ გაუმწვავებია თამაში.და იქნებ ვინმემ იცოდეთ ცხვირზე რაჭირს?ყველათამაშზე ეს ლენტა რატო აქვს გადაკრული დავიჯერო უხდებაა?
რობერტინიო
ძალიან სუსტად ვითამაშეთ. გაგვიმართლა რომ მოვიგეთ. უჩა ლობჟანიძის შემდეგ, მარჯვენა მცველის პრობლემა ვერ მოგვარდა გუნდში
gio
რა მინდა და სტატისტიკას გადახედე რუმინეთთან,დღეს რომდაიწყე ფეხბურთის ყურება
ქომაგი
მე ყველაზე მეტად ვაიკომენტატორებზე ვიხალისე. ჰაჯის სანათესაოს გაცნობა ეტყობა შემდეგი თამაშებისათვის გადადეს! იქნებ მათაც ავუყვანოთ მასწავლებელი ქართულის, ლოგიკის, მათემატიკის აუცილებელია!
las
კიტეიშვილი უმაღლესი კლასია. მიქაუტაძე რა ვთქვა ცივსისხლიანი უმაღლესი კლასის თავდამსხმელი დადგება, კვარაცხელია და იმდეი მაქვს ჩაკვეტაძე ჩადგება ფორმაში და ძალიან კარგი ნაკრები დადგება. რაც მთავარია სანიოლი უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე და არ მისცეს ვინმეს უფლება თავზე გადაახტეს. მე ვფიქრობ ოქრიაშვილს უნდა უთხრატ მადლობა რაც გააკეთა და დავემშვიდობოთ არ არის ეგ ნაკრების დონის
ბაბაია
მოვიგეეეეეთ მატჩი ! არც არაფერი სხვა , მოვიგეთ ის თამაში რომელიც ჩვენ შეგვეძლო დიდი ალბათობით წაგვეგო კიდეც, და ვაგებდით კიდეც ასეთებს... რა მოხდა დღეს ? უბრალო ლოგიკაა გავიტანეთ მეტი გოლი ვიდრე ჩვენმა მეტოქემ , იქნებ ვისწავლეთ გატანა ? კარგია , კარგია თუ ასეა,მომავლისთვის კვარაცხელია ,წიტაიშვილი + ჩაკვეტაძე დიდი იმედია ჩვეენი ნაკრების გამოცოცხლების,. იმედი კი დიდი სტიმულია მომავალი წარმატებებისათვის!
კახა ქ.
ყველაზე მაგარი იყო სანიოლი.დანარჩენი რა,აზაროვი დებიუტის თაობაზე კარგი იყო,სწრაფია ოღონდ ფიზიკა აქვს მოსამატებელი.კვირკველია,ეჰ გული მწყდება რა იყო და....მიქაუტაძე კარგია,კიდე მოუმატებს იმედია.საყრდენი გვინდა,დაუშვილი სუსტია(ეჰ ის მარადაშვილი მოგვცა ერთი,ცსკაში რომაა)კავარა,კიტე,წიტაიშვილი,ჩაკვე,რაღაცა გამოვა მე მგონი.წარმატებები.პ.ს.კაშო ნაღდი პროფესიონალი ხარ გენაცვალე
Levani
კუპატა +,საბა (-5კილო და მაგარია) ხოჭო კაია რო გვყავს,აზაროვი სალამური გამოვა,ჩაბრაძე-მენტალურად მზადაა(ცოტა ძალა სჭირდება,ბუბა 3-ე ვარიანტი ცენტრში,კვეკვე 2-ე,აბუ 2-ე, შენგელია არ მომეწონა,ოქრი(დიდი ხანია არ მომწონს ოქრი-ვაკო-ჯანო ფეხში პასის ფეხბურთი მოჩა) მიქაუტაძე-პასი უნდა მისცენ და მგელია. შეც ლებზე არ დავწერ,ჰოლანდიასთან გამოჩნდება აბანოში თეთრი და შავი
ემიგრანტი
მოგება არ გვეკუთვნოდა, მაგრამ კარგია ის ფაქტი რომ ცუდად ვითამაშეთ და მაინც მოვიგეთ მგონი პირველად მოხდა ასე. მიქაუტაძე კარგია გოლის ალღო აქვს და ძირითადი სასტავის ფეხბურთელებთანერთად ოფიციალურ თამაშში ალბათ უფრო გაიხსნება. კვერკველიაზე მწყდება გული, რამხელა გახდა გრიგალავასთან ერთად თამადა და მოადგილე არიან რას აჭმევენ ასეთს იმ რუსეთში. შეცდომების მიუხედავად ,,ბებერი კაშია,, ჯერჯერობით შეუცვლელია ნაკრებში თამაშის დროს კარგად ხელმძღვანელობს გუნდს. ბუდუ საერთოდ სხვა ტემპი და დონეა მინიმუმ 2-3 საფეხურით დაბლაა... ჩაბრაძე ფიზიკურად ძალიან სუსტია, 90% მაგიტომაც ჯარიმდება, ისე ნორმალურია. აზაროვისგან შეილება კარგი მარცხენა მცველის გამოთლა, მეტი ფიზიკა და სითამამე სჭირდება. გმადლობთ ყურადღებისთვის )))
Levani
რა გინდა?ა?
ზუკა
ისეც გინდათ,ასეც გინდათ,ამხანაგურია და არა ოფიციალური თამაში, ათამაშა ისინი ვინც კანდიდატები იყო და ამ თამაშით დაინახა კაცმა ვინ უნდა გამოიძახოს შემდეგში, უკვე სექტემბრისთვის ეყოლება ჩამოყალიბებული ბირთვი და ეცოდინება ვინ უნდა გამოიძახოს, ნათლად გამოჩნდა რომ რაც ქომაგებმა დავინახეთ, მას უფრო კარგად მწვრთნელი დაინახავდა და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვაცადოთ ამ კაცს ცოტახანი, სხვებს წლები ვაცადეთ და ვილის ეტყობა რომ ზომიერი დისციპლინისაა, ისეთი დისციპლინით რომ პირიქით აყვარებს ფეხბურთს და უხსნის თუ რა არის ნაკრების მაისურით თამაში და ზოგიერთებივით არ აძულებს ფეხბურთს, წარმატებები
არტ
გამოჩნდა რამხელა ძალაა კიტეიშვილი. შეცვალა თამაში გამოსვლისთანავე. აზაროვი დებიუტანტის კვალობაზე ცუდი არ იყო. პოტენციალი აქვს აშკარად. მიქაუტაძე კარგია ძალიან. აქვს ის, რაც ცენტრფორვარდს ჭირდება - პოზიციას კარგად არჩევს, ჟინიანია და ცივსისხლიანი.მთავარია ბურთი მივიდეს მასთან, პირველ ტაიმში ბურთი ვერ აიტანეს წესიერად ჟორჟიკამდე. დაცვაში თამაშისას პრობლემებია. დაცვის ცენტრში განსაკუთრებით. კვირკველიას რომ ვუYურებ, გული მტკივა - ამ ბიჭზე თავის დროზე კაპელოს გული დაწყდა რომ რუსეთის ნაკრებში ვერ ათამაშებდა, ისე მოწონდა. ახლა კი საერთოდ ამოვარდნილია და კაცმა არ იცის შეძლებს თუ არა ყოფილი ფორმის დაბრუნებას. დროზე უნდა წასულიყო რუსეთიდან ევროპაში, როცა შანსი გამოუჩნდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აქ გვყავს დვალი და ტაბიძე. იმედია ფორმაში იქნებიან. არის საყრდენის პრობლემაც. ძალიან დაგვაკლდა კანკავა, დაუშვილი საუბედუროდ ვერ არის საჭირო დონეზე, ყოველ შემთხვევაში ჯაბას ვერ ცვლის. საერთო ჯამში კმაყოფილები უნდა ვიყოთ ალბათ, რადგან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია - გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად. ამასთან გამოიცადა ის ფეხბურთელები, ვისი საქმეში ნახვაც სანიოლს უნდოდა
kaxa
მამარდაშვილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
SAQARTVELO
ქართული ფეხბურთის ერთადერთი პრობლემა ფიზ-მომზადებაა (!) ოღონდ კახაძე არ ვარ, ჩვენ რომ ევროპელების 80% ფიზიკა მოგცა მწვრთნელი კი აღარ დაგვჭირდება ვიფრენთ გავარღვევთ ყველას
გიორგი
ხოჭოლავამ და კვირკველიამ ცუდათ ითამაშეს
Vasili
აცადეთ რა კაცს მუშაობა !!! იძახის ყველა უნდა ვნახო საქმეშიო, და დააცადეთ, აქამდე ხო არავის დაუდია შედეგი?’ ხოდა დააცადეთ ! / ყველაფერი აქ მოგებული კაცს რაც კი შეიძლებოდა, და განარჯვებული ადამიანის მენტალიტეტი აქ, განახევრებული გუნდით თანაშობს ესეც გაითვალისწინეთ, ააწყობს გუნდს მე მჯერა ამის , ერთი კაცის გუნდი ნამდვილად არ ვართ! კვარა, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, ბონუსებია ჩვენთვის!!! / საინიოლი ჯიგულში რო ჩასვა და რალზე გაიყვანო ისეა ახლა ეგ!
dima
ვინ ჰყავს ასეთი ამ დაუშვილს,რომ ყველა ,,მთავრობის,, დროს ნაკრებში იძახებენ?!))))
გივი "ცისფერი მთებიდან"
მოკლედ, აგერ გაქვთ ბურთი და მოედანი. ძალიან მაგრად იმუშავებთ საკუთარ თავებზე და ოჯახებსაც გაახარებთ და ქვეყანასაც, თუ არა და დარჩერბით ბმვ-ს ყიდვის იქით რომ არაფერზე ფიქრობენ, მასეთ მდორე ტიპებად. ცეცხლი უნდა გაგდიოდეთ ვარჯიშისგან, ც ე ც ხ ლ ი ................
მამუკა
ნაკრებში ბევრს ალბათ თავიდან უნდა ასწავლო ფეხბურთის თამაში, ამ თამაშმა დაანახა ალბათ სანიოლს ვინ არ უნდა დააყენოს ოფიციალურ მატჩებში, ისე მიქაუტაძე მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია რასაც ალბათ სხვებზე ვერ იტყვი
იაგო
პირველი შემთხვევა როცა ცუდათ ვითამაშედ მაგრამ მოვიგეთ. აი რას ნიშნავს სწორი და დროული შეცვლების გაკეთება.
gio
საიტზე შემოვედი-მეთქი ჭკვიანურს დაწერს ვინმე, გავუზიარებთ ერთმანეთს..იმენნა ჯაგაა..რა სანიოლი,რა ნაკრები !! ჩვენ თავად თუ ვერ გავიზარდეთ, ჟურნალისტიან კომენატატორიან გულშემატკივრიანად, იმ წერტილს ვერ მივაღწევთ ვერასოდეს. და იქ კოტე კი არ იყო მახარაძე მათვარი ფიგურა,ან დათო, ან ვიტალი, ან თუნდაც ფარსადანოვიჩი, ყველა ერთად იყო,მთიანობაში ის დონე რომელმაც 1981 მოიტანა. აქ სოფლის კლუბია,შეუმდგარი პირების ქაოსი, იქ პიროვნებების ერთობა იყო სადაც პროფესიონალები განიცდიდენ, მსახიობებით დაწყებული უნივერსიტეტის ლექტოორებით დამთავრებული
დათო
... ვაისს ყოვლთვის შეშინებული სახის გამომეტყველება ჰქონდა, მისგან განსხვავებით სანიოლს მებრძოლი და თავის თავში დარწმუნებულის გამომეტყველება აქვს!!! ამას ფეხბურთელებიც კარგად ხედავენ და ეს ბრძოლის სტიმულს აძლევს მათ!!! ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!!
Gaguuuu
ათამაშა ის ხალხი ვისი თამაშიც უნდოდა რომ ენახა და რა პრეტენზიები დაიწყეთ აბა გიმდოდათ ოფიციალურ თამაში დაეყენებინა ეს ხალხი? ამხანაგურში გაიგო ზოგ ზოგები რა დოყლაპიები არიან. გამიხარდა ჟორჟიკას გოლი გილოცავთ მოგება ყოველთვის კარგია..ამხანაგური იმისთვის არსებობს რომ ხალხი გამოსცადოს და მახოს და რა დაიწყეთ გარჩევები ეს დაეყენებინა ის დაეყენებინა
გაბელია ნაკრებში!
რა დაბორკილებივით დარბოდნენ. რუმინელებს აშკარად უკეთესი დინამიკა, სისწრაფე და ფიზიკური მომზადება ჰქონდათ. დიდი ანგარიშით წასაგები თამაში იყო. შემთხვევით მოვიგეთ. ჰოლანდია ასეთი თამაშით 5:0 მოგვიგებს.
ბბ
ერთი მადლობა ოქრისაც უთხარი რამდენი იმარიაჟა ტიპმა ცოდო არაა? ტრიპაჩა როა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა მაკრატელა მოგინდა ბურთი გაკვდება ზედ ან თავი დაუხვედრე ან გააჩერე წეპე მაგრამ ხოუნდა განასკულიყო ჰაერში....
გიორგი
თუ გესმის იმ სიტყვების მნისვნელობა რომლებსაც ხმარობ?

პირველ შესარჩევში რუმენთს თბილისში არ მოვუგეთ?
გიგი
ახლო კუთხეშიც გაუშვა.ჩაბრაძე და აზაროვი რაც არუნდა აქონ ჯერ ბევრი უკლიათ გიორბელიძემდე და კაკაბაძემდე. შეუცვლელები უნდა იყვნენ დაცვაში კაშიასთან ერთად და მეოთხე ცენტრ მცველი სანახავია.... დვალი იმედია მოუმატებს სხვა ვინაა კიდე ისეთი არ მახსენდება. წინ კი არის საქმე ასარჩევად მთავარია ტრანვებმა არ შეუშალოთ ხელი
დაT
სანიოლის ხელში ყველაზე ცუდი თამაში იყო. ეს ის შემთხვევაა როცა უფრო მძიმედ გადასატანია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ ვიდრე სასიამოვნო ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ.
miro
დაცვა სუსტი იყო ძალიან. მიქაუტაძე კარგი იყო. აი რას ნიშნავს, როცა გუნდში ფორვარდი გყავს, ეგრევე გაუშვა და გაიტანა. ზივზივაძე არაფრის მაქნიასია.
gori
ფიზიკურად ძალიან მოვიკოჭლებთ, ძალიან. ძალიან ბევრი სამუშაოა, მეცოდება ვილი, ანი-ბანი უნდა ასწავლოს, თუ ისწავლიან ისიც. ჟილკა და ფიზაღზრდა გვინდა, ფაქტიურად ნულის ტოლი გვაქვს, მეტი არ შეუძლიათ, არ ინდომებენ............
ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის
რაღა დროს კაშიაა
ავჭალიდან
გავიაზროთ ვინ ვართ სად ვართ... თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!

ესეთი ფიზიკური მომზადებით შორს მართლა ვერ წავალთ. საკუთარ თავზე ივარჯიშეთ თუ ფეხბურთელობა გინდათ, უამრავი რამ გაქვთ გამოსასწორებელი
ემიგრანტი ქაქუცა
ვულოცავ სანიოლს პირველ გამარჯვებას,ეს ერთი და სხვა მრავალი, წარმომიდგენია კვარაცხელია რომ ყოფილიყო,დააწიოკებდა მარცხენა ფლანგს, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ჩავარდა. ნუ მიქაუტაძე ბრავო, აბურჯანია ბრავო, კიტეიშვილი ბრავო, კვირკველია სამწუხაროდ ვეღარ ქაჩავს, მადლობა ყველას, ძლივს გავიხარე
ლევან მაღლაკელიძე
კვერკველიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა დონეც არის. ტოპორ. იმედია ნაკრებში ბოლოს ვიხილეთ
გიგლია
როცა აღარ იცი იცინო თუ იტირო.
Anti
შენგელიას ნაცვლად კირკიტაძე იყო გამოსაძახებელი ლოკომოტივიდან, ჩაბრაძეს უკვე შეუძლია თავისუფლად ჩაანაცვლოს კაკაბაძე, აი აზაროვმა უფრო უნდა მოუმატოს, რომ გიორბელიძეს კონკურენცია გაუწიოს. კუპატაძეს მალადეც, მაგრამ 1 შეცდომა მაინც დაუშვა, არასწორად დატოვა კარი ერთ მომენტში.
სტალინი
სანიოლ, აუტის მოწოდებაც უნდა ასწავლო ბიჭებს, ერთი შეხებით თამაშიც, ბურთის გაჩერებაც, კარში დარტყმაც და რაც მთავარია ფიზ-მომზადება.............
ვატო
ძალიან გვანერვიულა ვილიმ ადრე უნდა გაეკეთებინა ცვლილებები ხო დაინახა რა დოყლაპიები გვყავდა დაცვაში შემოუშვი კაკაბაძე კაშია დვალი. ერთი ნათელი სხივი ამ თამაში ჟორჟიკას გოლი იყო... რაც გადის დრო უფრო მეიმედება ჩვენი ახალგაზრდა შემტევი ბიჭების ჩაკვრ კვარა კიტე წიტა და ჟორჟიკა!!!!!!!!!
დათო
ვაი ასეთ მოგებას.
იდალგო
პიროსის გამარჯვება
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
ბელგიამ რუმინეთს მოუგო - E ჯგუფში რთული სიტუაციაა [VIDEO]
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კოშმარული ლუნინი - რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]