საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პლოიეშტში ჩატარებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით "ჯვაროსნებმა" ყველაზე ცუდი შეხვედრა გამართეს.

მიუხედავად ამისა, ეს გამარჯვება გარკვეული ფაქტორების გამო უმნიშვნელო სულაც არაა - უხერხული მეტოქის დამარცხება, ახალი მწვრთნელის ხელში დანახული პროგრესის ტაბლოზე ასახვა და ავანსების გამართლება იმ ფეხბურთელებისგან (გიორგი მიქაუტაძე), რომლების თამაშსაც გულშემატკივარი ასე ელოდა, რიგით ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვებაზე მეტია...

კიტეიშვილთან ერთად და მის გარეშე

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ოთარ კიტეიშვილის ძირითადში არყოფნა იყო. "შტურმის" ნახევარმცველი მოედანზე შევიდა და მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შეიძლებოდა ანტიგმირიც გამხდარიყო (მეტოქის შეტევა მის მიერ პასის არგაკეთებასა და კარში დარტყმას მოჰყვა), თუმცა, საბედნიეროდ, მეტოქემ პენალტი ვერ გამოიყენა. რა თქმა უნდა, ვილი სანიოლს თავისი მონახაზი ჰქონდა, რომელმაც პირველ ტაიმში აშკარად არ გაუმართლა. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, კიტეიშვილის გარეშე საქართველოს ნაკრებს ბურთის ნახევარდაცვიდან შეტევამდე მიტანა უჭირს.

ახალი ტაქტიკა და ფორვარდის გოლი

საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია არ უთამაშია იმ ტაქტიკით, რაც რუმინეთში ვნახეთ. სანიოლის საწყისი შეხვედრები რომ გავიხსენოთ, შეტევების უმრავლესობა ბურთის გამოკვეთილ თავდამსხმელებზე ჩაკიდებით ვითარდებოდა. გუშინ წინა ხაზზე სხვა ტიპის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ვიხილეთ.

"მეცის" თავდამსხმელამდე ბურთის მიტანა ჭირდა, მაგრამ როცა ჩვენი ფეხბურთელები ამას ახერხებდნენ, მიქაუტაძე მაშინვე თამაშს ამწვავებდა. გიორგიმ კიტეიშვილის ბრწყინვალე პასი სათანადოდ შეირგო.

რას დაინახავდა სანიოლი?!

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგრძნო, რომ თამაშის სცენარი შესაცვლელი იყო და მის მიმდინარეობაში სწორად ჩაერია. წინა პერიოდში, ერთგვარად, გადაჩვეულნიც კი ვიყავით, რომ ჩვენი გუნდის ცვლილებებს თამაშში გარდატეხის შეტანა შეეძლო.

რა თქმა უნდა, მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებები გამოიცნო, თუმცა ოთარ კიტეიშვილის სათამაშო ფორმა მისი კარგი თამაშის წინაპირობას იძლეოდა.

როცა კიტეიშვილი მოედანზეა, მაშინ გიორგი აბურჯანიაც უფრო პროდუქტიულია, რადგან განსხვავებული ფუნქციები ეკისრება. გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე კონკურენტთან შედარებით სანიოლის დავალებებს უკეთ ასრულებს.

ვინც ვერ გაამართლა...

ეროვნულ გუნდში, მცირე გამონაკლისების გარდა, იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფნი უნდა თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, საქმეში ყველა პოტენციური წევრი ნახოს. რუმინულ მატჩში გამოჩნდა, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი მონდომება მოუწევთ, რათა ფრანგ სპეციალისტს საკუთარი ადგილი და როლი დაანახონ.

ეიფორიის გარეშე

მთავარ მწვრთნელს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მაგალითად, ბოლო პერიოდში თითქოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ - დაცვის ცენტრალურ ზონაში პრობლემები გამოჩნდა.

ამ შეხვედრაში იღბალი ჩვენს მხარეს იყო და გამარჯვება ამანაც განაპირობა. ასეთი შეცდომები შესარჩევ ჯგუფში ყველაზე სუსტ წევრად მიჩნეულ კოსოვოსთანაც არ გვეპატიება...

ხვიჩას დაბრუნების შემდეგ

თქმაც ზედმეტია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სხვა გუნდია. ახლა კი დამაგვირგვინებელ ფაზაში სხვა ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ - გიორგი მიქაუტაძემ ის იმედი გააღვივა, რომ გოლის გატანა აწი შედარებით ნაკლებად გაგვიჭირდება და მას ფორვარდი მოახერხებს. ეს პატარა ამბავი ნამდვილად არაა.

მ.m
ლიბჟანძის თამაში ამდენ ქებას მგონი არ იმსახურებს. კიტეიშვილის გარღვევას გოლი მოჰყვა მაგრამ პასი უფრო ადრე რომ მიეცა უკეთეს პოზიციაში იყო მიქაუტაძე. ძლიერ გუნდებთან არ გავიდოდა ეგეთი დრიბლინგი
სტალინი
რაც მთავარია, ორივე გოლი კომბინაციის შედეგად გავიტანეთ
დევკალიონი
გავიხსენოთ ესპანეთის მოგებას გერმანიასთან 6:0, რომ მიწასთან გაასწორა,ახლა ჩვენ ისედაც ყველასთან ვაგებდით და ნიდერლანდები თუ მოგვიგებს გასაოცარი ან ტრაგიკული არაფრია,მთავარია ბიჭებმა იბრძოლონ ,მოვა დრო და ჩვენთან თამაში ყველას გაუჭირდება . საბერძნეთის ქულა , რუმინეთთან გამარჯვება , ესპანელელებთან ტაიმის მოგება და დასანანი მარცხი ,ეს დებიუტანტი გუნდისთვის ძალიან კარგია . წარმატებები ლომებო .
ბაჩი
რა ქნა აბურჯანიამ გოლის აღნიშვნის დროს?ბავშვს ელოდება და მიუძღვნა ამ ფაქტს ასეთი ფორმით...
სოსო
რაცა ვართ, ესა ვართ გუსან.სხვა პლანეტიდან ვერ მოვიყვანთ ფეხბურთელებს.სანიოლის ამოცანაა,არსებული შესაძლებლობებიდან მაქსიმუმს მიაღწიოს.ამისათვის კი,ჯერ ამ შესაძლებლობების ნახვაა აუცილებელი.ის სწორედ ამას აკეთებს დღეს.ჰოლანდიასთანაც იგივეს გააკეთებს,შემდეგ კი,საშემოდგომოდ მუშა მოდელის შექმნაზე იმუშავებს.წუხანდელი და ჰოლანდიასთან თამაში,პირველ რიგში სწორედ ახალი ბიჭების საქმეში ნახვას და პარალელურად სათამაშო სქემების შექმნას ემსახურება,ოფიციალური თამაშებისათვის.
გიორგი
აბურჯანიას საქციელი არ მომეწონა,გოლის აღნიშვნის დროს,მიქაუტაძესთან ცუდათ გამოუვიდა
ვოოტ
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კანკავა ჯერაც შეუცვლელია, მის გარეშე დაცვა პირველივე წუთებიდან მოშლილი იყო და ვეღარც კაშიამ დაალაგა... კარგია, რომ ამხანაგურებში მაინც გვწყალობს ფორტუნა...ისე, ჰოლანდიისთვისაც არასდროს მოგვიგია, თუმცა როდის უნდა მოგვეგო...
გუსანი
,,დავეშვათ მიწაზე" არ გვყავს ფეხბურთელები იმდენი რომ საშუალო ევროპულთან მიახლოვებული ნაკრები გვყავდეს, 3-4 კი გუნდს ვერ დავაყენებთ, ზოგიერთი კი იმდენად სუსტია, ყველა კომპონენტში, რომ ნაკრებში კი არა გუნდშიც არ მეყოლებოდა. ზოგი ვითომ ინდომებს მაგრამ აზრზე არ არიან მოედანზე რა ხდება, ვერ აზროვნებენ, ზოგი კი ვითომ აზროვნებს მაგრამ ფიზიკაში სუსტია, მოკლედ ....გაგვიმართლდა და გამიხარდა, პოზიტივი მხოლოდ ერთი შენგელია, არველაძის შემდეგ ძლივს გამოჩნდა მოთამაშე კარში დარტმაზე რომ არის მომმართული და გამტანი- მიქაუტაძის სახით,
ტარიელი
ჰოლანდია ძლიერი გუნდია, მაგრამ გუშინდელმა შოტლანდიის შედეგმა აჩვენა, რომ მთლად უშანსოდაც არ ვიქნებით, მთავარია როგორმე დაცვა მოვაწესრიგოთ არსებული რესურსებით.
ტარიელი
ჰოლანდია ძლიერი გუნდია, მაგრამ გუშინდელმა შოტლანდიის შედეგმა აჩვენა, რომ მთლად უშანსოდაც არ ვიქნებით, მთავარია როგორმე დაცვა მოვაწესრიგოთ არსებული რესურსებით.
გ
ნიდერლანდებთან 3:0 წაგება გარანტირებულია. ჩვენები უბრალოდ ათლეტიზმში ვერ გაუძლებენ. მიქაუტაძეს ახლა ყველა აქებს, მაგრამ გოლის ეპიზოდის გარდა, ყველა ეპიზოდში უაზროდ მოქმედებდა, ვერცერთი პასი ზუსტად ვერ გააკეთა, საჯარიმოშიც მომენტები მეტად უნდა გამოეყენებინა. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე სანაკრებოდ მზადაა უბალოდ სხვა არავინ გვყავს ჩვენ საცოდავებბს და როცა აგებ თამაშს, შეიძლება მიქაუტაძე ბოლო 20 წუთი შეუშვა. ისე მაგის იმედად ვერ ვიქნებით. კუხიანიძეც ასევე ჯერ შორსაა ძალიან..
გრიგოლი1408
კი კარგია რომ მოვიგეთ. რატომღაც გამახსენდა ვაისის ხელმძღვანელობით ესპანეთს რომ მოვუგეთ. იგივე სცენარი ხომ არ არის დაწერილი.......
beqa
ნიდერლანდები არ დაგვმართებს კარგს არ დაიწყოთ მერე ვილის ლანძღვა!!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს