25 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ახალი ფორმის პრეზენტიაცია მოაწყო
25 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ახალი ფორმის პრეზენტიაცია მოაწყო. არადა, მოგეხსენებათ, მოდრიჩი ის ფეხბურთელია, რომელშიც „ჩელსი“ 22 მილიონ ფუნტს იხდის და მართალია, „სფურზის“ თავკაცი ჰარი რედნაპი დაჟინებით იმეორებს, რომ მის გაყიდვას არ აპირებს, რა მოხდება კაცმა არ იცის.

ფორმა „ტოტენჰემს“ კვლავ „პუმამ“ შეუკერა. მოდრიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა სამი ვარიანტი წარმოადგინეს: საშინაო, სტუმრად ჩასაცმელი და მესამე ანუ სათადარიგო. ახალი ფორმის დიზაინი გაცილებით კლასიკურია. მაისურებზეც ახალი წარწერაა: Aurasma. ეს კპმპიუტერული პროგრამების კოპმანიის Autonomy-ს ახალი პროდუქტია. გეხსომებათ, გასულ სეზონში „ტოტენჰემს“ გასულ სეზონში მკერდზე სწორედ ამ ფირმის სახელწოდება ეწერა - ის ტექნიკური სპონსორი გახლდათ.

„დეზები“ თავიანთ ახალ ფორმას პირველად 13 აგვისტოს, „ევერტონთან“, პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ჩაიცვამენ, მაგრამ იქნება კი იმ დღეს მოდრიჩი მათი გუნდის წევრი? „ტოტენჰემის“ სატრანსფერო კოშმარს ისიც აგრძელებს, რომ უკრაინიდან კიევის „დინამომ“ ნიკო კრანჩარის ყიდვა მოიწადინა. 26 წლის კრანჩარი „უაით ჰართ ლეინიდან“ გაქცევაზეა. მას, გასულ სეზონში, ჰარი რედნაპი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდა. „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა კი თქვა:

„ჩვენ კრანჩარის შეძენა გვსურს და ლონდონელებთან მოლაპარაკებას ვაპირებთ. მართალია, ჯერ არც კლუბის წარმომადგენლებს შევხვედრივართ და არც თავად ფეხბურთელის აგენტებთან გვილაპარაკია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ყიდვა ჩვენს გეგმებში შედის. ჩვენ ისედაც ბევრი სასურველი ფეხბურთელი გავუშვით ხელიდან. იმიტომ კი არა, რომ მათი სამყოფი ფული არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მათ უმრავლესობას უკრაინის ჩემპიონატში თამაში არ სურდა. თუ კრანჩარი ამ საკითხზე დაფიქრდება და „დინამოში“ გადმოსვლის წინააღმდეგი არ იქნება, სიამოვნებით ვიყიდდით“.

შეგახსენებთ, რომ კრანჩარი „ტოტენჰემამდე“ რედნაპთან „პორტსმუთში“ თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის