დიეგო მარადონას პირად ექიმსა და ექვს მომვლელს, რომლებიც "ფეხბურთის ღმერთის" მიმართ სიცოცხლის ბოლო დღეებში არასათანადო დამოკიდებულებაში არიან ბრალდებულნი, არგენტინის პროკურორატურაში ისევ დაჰკითხავენ.

მას შემდეგ, რაც ექსპერტთა საბჭომ მარადონას გარდაცვალების გარემოება შეისწავლა, დაადგინა, რომ მას არასათანადოდ უვლიდნენ და ხანგრძლივი, მტანჯველი პერიოდის განმავლობაში ბედისწერის ამარა ჰყავდათ მიტოვებული.

ფეხბურთის ლეგენდა გასული წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა - თავზე ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

გამოძიება მარადონას შვილების მხრიდან ნეიროქირურგ ლეოპოლდო ლუკეს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შემდეგ დაიწყო. ისინი ექიმს ოპერაციის შემდეგ მამის მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ.

გასულ თვეში არგენტინის პროკურორის მიერ მოწვეულმა 20 ექსპერტის მიერ შემდგარმა კოლეგიამ განაცხადა, რომ მარადონას მკურნალობა "ხარვეზებით და დარღვევებით" სავსეა და სამედიცინო ჯგუფმა მარადონას გადარჩენა "ბედს მიანდო".

კოლეგიამ დაასკვნა, რომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მკურნალობით, მარადონას გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა, ის კი ბუენოს-აირესში, ნაქირავებ სახლში გარდაიცვალა.

გამოძიება მარადონას ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ექთნების მიმართ მიმდინარეობს. ორი კვირის განმავლობაში ისინი პროკურორების წინაშე სათითაოდ გამოვლენ. მოსმენები, რომლებიც არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გადაიდო, შესაძლოა, წლებიც კი გაგრძელდეს.

მარადონა ცხოვრების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონასა" და "ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით გარდაიცვალა.

მარადონა მილიონობით ადამიანის კერპია. მისმა სიკვდილმა გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკში ჩააგდო, არგენტინაში კი სამდღიანი ეროვნული გლოვა იყო გამოცხადებული.

მომზადებულია msn-ის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა