გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში მეორე სეზონი დაასრულა. შეიძლება ითქვას, რომ დრაფტიდან მოყოლებული, მან საკმაოდ გრძელი გზა განვლო.

როგორი იყო მისი პირველი წელი NBA-ში? გოგას იმაზე მეტი სირთულის გადალახვა მოუწია, ვიდრე უბრალოდ ახალბედა მოთამაშეებს უწევთ, როცა ისინი NBA-ს გუნდების წევრები ხდებიან. უცხო ქვეყანაში ცხოვრება და ოჯახიდან მოშორებით ყოფნა ხშირად ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

როგორ განვითარდა ბითაძის კარიერა?

გოგამ პირველ სეზონში მხოლოდ 54 მატჩში ითამაშა, სანამ NBA-ს სეზონი COVID-19-ის გამო შეჩერდებოდა.

ამ 54 თამაშის განმავლობაში, მან საშუალოდ 3.2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. გოგა თამაშიდან 46% სიზუსტით ისროდა, ხოლო სამქულიანებს 19%-ით...

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ცენტრს საშუალოდ მხოლოდ 8.7 წუთი ჰქონდა ნათამაშები და "პეისერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ნეიტ მაკმილანის აზრით, ეს ნორმალური მოვლენა იყო.

გასულ სეზონში 21 წლის კალათბურთელს, როგორც ჩანს, მეტი ნდობა ჰქონდა და ეს მის თამაშზეც აისახა. ბითაძეს წინა წლის 37 ნაცვლად უკვე 60 დაფარება ჰქონდა.

გოგა პერიმეტრზე თამაშის გაუმჯობესებას მუდმივად ცდილობდა. შეხვედრაში 1.8 სამქულიანი 25%-იანი სიზუსტით საუკეთესო მაჩვენებელი არაა, თუმცა, ნამდვილად უკეთესია, ვიდრე პირველ სეზონში. ხშირად მას სამქულიანის სროლისთვის შესაფერისი მომენტის შერჩევა უჭირდა, თუმცა ეს აუცილებლად გამოსწორდება.

თუკი გოგა მომავალ სეზონში ზუსტი სროლების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მოახერხებს, ეს წინსვლის წინაპირობა იქნება. ყველაფრის მიუხედავად, მისი როლი გასულ სეზონშიც იზრდებოდა და ის თამაშში საშუალოდ 12.5 წუთს უტოლდებოდა. იყო პროგრესი მოხსნების კუთხითაც. ამ სეზონში ბითაძე ბურთს საშუალოდ 3.3-ჯერ ხსნიდა და ჯამში 150 მოხსნაზე ავიდა, როცა სადებიუტო სეზონში 106 მოხსნა ჰქონდა.

გოგა ფარქვეშაც უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რამდენიმე მატჩში მისთვის პრობლემად პერსონალური ფოლები იქცა, თუმცა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა გამახვილდეს.

მომზადებულია 8points9seconds-ის მიხედვით

სოსო
წელს ხშირი იყო ცენტრების ტრავმიანობა და ამიტომ,მას მეტად მოუწია თამაში,მაგრამ არ ჩანს თავდაჯერებულობის საგრძნობი მომატება.არც სხვები ენდობიან.გოგა ევროპაში მიჩვეულია,რომ მის განვითარებაზე მწვრთნელები ზრუნავდნენ.იქ კი,სულ სხვანაირი დამოკიდებულებაა.თუ შანსი მოგეცა და ვერ გამოიყენე,სხვა უკვე ქუსლებზე გაბიჯებენ.ვფიქრობ ამისათვის გოგა, ფსიქოლოგიურად არ აღმოჩნდა მზად.თვითონაც სულ სხვანაირი ხასიათის ადამიანია და საკუთარ თავს ვერ ახტება.თუ მომავალ სეზონში,საგრძნობლად არ მოუმატა თამაშს, რამდენიმე კომპონენტში,შესაძლოა კონტრაქტი აღარც გაუგრძელონ.ამიტომ ამ ზაფხულს,ძალიან დიდი შრომა დასჭირდება სროლებსა და მეტოქის ფარზე ბრძოლის გასაუმჯობესებლად.რაკი პასს არ აძლევენ,თვითონ უნდა შეუქმნას თავს,მომენტი და გამოიყენოს.მხოლოდ მაშინ ენდობიან სხვებიც და პასს მისცემენ.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა