"გლადბახიდან" "ასტონ ვილაში"

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბუნდესლიგაში სასწაულებრივ დარჩენილი კლუბი ერთი სეზონით "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ჯოშუა კინგს ითხოვებს.

19 წლის კინგი ნორვეგიელია გამბიური ფესვებით, ის "ვალერანგადან" 2008 წელს იყიდეს ინგლისელებმა. გასულ სეზონში სკანდინავიელი "პრესტონში" იყო განათხოვრებული.

ამასთან, "ბორუსია" საბოლოოდ შეელია ამერიკის ნაკრების ნახევარმცველ მაიკლ ბრედლის, რომელიც "ასტონ ვილაში" იჯარით თამაშობდა. ბრედლი "ასტონ ვილამ" გამოისყიდა, თუმცა თანხა არ დასახელებულა, მაგრამ გერმანული კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასში იმაზე გაცილებით მეტი გადაიხადეს ინგლისელებმა, ვიდრე "ბორუსიამ" ჰოლანდიურ "ჰერენვეენს" გადაუხადა.

მაიკლი ამერიკულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მან ნაკრებში უკვე 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნაკრებს მაიკლის მამა, ბობ ბრედლი თავკაცობს.

მამალი საბოლოოდ გამგელდა

გუშინ "ვულვერჰემპტონის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა 24 წლის ჯემი ოჰარას ტრანსფერი. ეს ნახევარმცველი "მგლებში" იჯარის წესით თამაშობდა, ახლა კი უკვე სრულყოფილი ვულვერჰემპტონელია 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ.

ირლანდიური ფესვების მიუხედავად ოჰარამ ინგლისის ნაკრებში თამაში არჩია და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა, დიდებში კი ის ჯერ არ მიუწვევიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა