საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა.

ხორვატიაში, ზაგრებში გამართული ტურნირის პირველ მატჩში, მომავალ მესამეადგილოსან შვედეთს ჩვენმა 7-ქალამ დიდი ბრძოლა გაუმართა, მეორე ტაიმი სრულად მეტოქის ნახევარზე გაატარა და ერთი ლელოც გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ორი მიიღო და 5:10 დამარცხდა.

ბრძოლა იყო პირველ ტაიმში ფინალისტ უკრაინასთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ იმძლავრა და 38:0 მოიგო. პირველი დღის ბოლო მატჩში გოგონებმა მოლდოვას 4 ლელო დაუდეს და 24:10 მოიგეს.

მეორე დღეს, მეოთხედფინალში, ფინეთს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მაგრამ შანსები გამოუყენებელი დარჩა. მეტოქემ 4 ლელო გაიტანა და 0:22 დავმარცხდით. მე-5 ადგილის ნახევარფინალში თურქეთმა კონტრშეტევებზე სამი ლელო გაიტანა და 17:0 იმარჯვა, მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში კი მოლდოვას უკვე 31:5 ვძლიეთ.

7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

ხორვატიაში ითამაშეს

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

rugby.ge

Gela
კარგი იქნებოდა ფედერაციის მხრიდან ხელშეწყობა და დაფასება რომ ქონოდათ, თუნდაც იმ მიზერულ ხელფასს თუ სტიპენდიას რასაც ფედერაციაში ეძეახინ ცოტას კიდევ მოუმატებენ და მოგებაზე პრემიებსაც თუ მიცემენ, ფედარაციის იმ თანამშროლს თუ ეკუთვნის პრემია რომელიც მთელი დღე მახათს იყრის, იმას რატომ არ ეკუთვნის ვიბც სულს და გულს დებს თამაშში. რა ენერგიითაც სკამებისთვის იბრძოლეთ ეხლა ისეთვე ენერგიით საქმე აკეთეთ და მიხედეთ რაგბს
giorgi
გენაცვალე ვახო! მეც ზუსტად მასე ვფიქრობ. კუნთმაგარ შტანგისტა ქალებს/ მოკრივეებს/ მოჭიდავეებს რა ქალობის ეტყობათ, კაით რა?
vaxo
რა გოგოს საქმეა: რაგბი, ძალოსნობა, კრივი, ფეხბურთი, ჭიდაობა და ასე შემდეგ? ასეთ "გოგოებში" საბოლოოდ იღვიძებს მამაკაცური ჰორმონები და მერე გვიკვირს... ვიცი ეხლა გამომიხტებით, 21-ეე საუკუნეა, გენდერული თანასწორობა და ასეთები. ჯერ ესეთი 21-ეე საუკუნემ კი არ მოიტანა, ეს მოიტანა ლიბერასტულმა კლანმა, რომ ყველაფერში "თანასწორები ვიყოთ" რაც ყოვლად მიუღებელია. კი ვხედავთ ამის შედეგად, ადამიანები თავის თავს, აღარ გვანან. მე საქართველოზე მტკივა გული, თორემ სხვაგან რა ხდება, სულ არ მაინტერესებს. ცნობისათვის: არც რუსეთუმე ვარ ( ეროვნულ ნიადაგზე მდგომ ადამიანს , ზოგიერთები იმ წამსვე მიაკერენ რუსეთუმეობას) და არც ჩარჩენილი და მითუმეტეს ჩამორჩენილი.
სოსო
დარწმუნებული ვარ,ეს გოგოებიც მალე მოუმატებენ.ცოტა გამოცდილების დაგროვება დასჭირდებათ,ცოტა ოსტატობის მომატება და ცოტა უფრო მეტი კანდიდატიდან, არჩევანის საშუალება.გოგო რომ რაგბის თამაშს დაიწყებს,იმას ჟინი არ ეკლდება,ეგ ნაღდია.ასე რომ წარმატებები გოგოებო!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა