საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ 16 კალათბურთელს ლაშა ფარღალავა დაემატა, რომელიც გასულ სეზონში "სოხუმის" ღირსებას იცავდა
"ლელოს" ორშაბათის ნომერში ჩამოგითვალეთ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულთა გვარები. ასეთი 16 კალათბურთელი იყო. გუშინ შევიტყვეთ, რომ მათ ლაშა ფარღალავა დაემატა, რომელიც გასულ სეზონში "სოხუმის" ღირსებას იცავდა.

წინა კვირას წარმოგიდგინეთ ნაკრების კანდიდატი მიხეილ ბერიშვილი. სანაკრებო თემას ლაშა ფარღალავათი განვაგრძობთ. დოსიეში შეგიძლიათ გაეცნოთ მის საკლუბო კარიერას, აქ კი ლაშას ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- რა დასამალია, ნაკრებში გამოძახება ძალიან გამიხარდა. ეროვნულ გუნდში მოხვედრა დიდი პატივია, მით უმეტეს საქართველოს ჩემპიონატიდან.

- როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ნაკრებში?

- მწვრთნელმა გაფართოებულ შემადგენლობაში დამიძახა. თოთხმეტ საუკეთესოს შორის მოხვედრა იოლი ნამდვილად არ იქნება. ჩემს პოზიციაზე ხომ მაღალი კლასის კალათბურთელები თამაშობენ. მათ შორის მანუჩარ მარკოიშვილი... ვეცდები შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო.

- ვარჯიშს ხომ არ შედგომიხარ?

- მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიას ქობულეთში ბავშვთა გუნდი ჰყავს წამოყვანილი. მე და ლევან ფაცაციაც აქ ვართ, პატარებსაც ვამზადებთ და ჩვენც ვვარჯიშობთ. სანაკრებო მზადებას პირველი ივლისიდან შევუდგებით.

- 17 ივნისს "სოხუმთან" ხელახალი კონტრაქტი გააფორმე...

- სეზონის დასრულების შემდეგაც გადაწყვეტილი მქონდა გუნდში დარჩენა, რადგან "სოხუმი" ჩემი ოჯახივითაა. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ველოდი სამწვრთნელო საკითხის გარკვევას და რადგან ლატვიელმა სპეციალისტმა აინარს ბაგაცკისმა კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვიტა, მეც დაუფიქრებლად გავაფორმე ორწლიანი ხელშეკრულება.

- "სოხუმი" ევროჩელენჯზე ითამაშებს. როგორ ფიქრობ, გეყოლებათ იმ დონის გუნდი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერი დაძლიოთ?

- კლუბის ხელმძღვანელობამ მიხეილ ბერიშვილთან და ლევან ფაცაციასთან კონტრაქტები გააფორმა. მიშა მართლაც გამორჩეული კალათბურთელია, ლევანთან კი ბავშვობიდან ვთამაშობ და მოხარული ვარ "სოხუმშიც" ერთად რომ გვიწევს გამოსვლა. ასევე ბევრი რამ ლეგიონერებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა ძლიერი უცხოელების მოწვევას აპირებს.

ლაშა ფარღალავა

სოხუმი

დაიბადა: 07.02.1987

სიმაღლე: 192 სმ

წონა: 83კგ

ამპლუა: უკანახაზელი

კარიერა

2002-04 სოხუმი

2004-06 ფლორიდის აკადემია (აშშ)

2006-08 პენსაკოლა (აშშ)

2008-09 ჰავაი (აშშ)

2009-10 მონტანა (აშშ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა