ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" - 8 ცვლილებით ურუგვაის წინააღმდეგ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" - 8 ცვლილებით ურუგვაის წინააღმდეგ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ.

23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდელთა გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:29 დამარცხდა.

განაცხადში 27 მოთამაშის ყოლით, "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს ერთის მხრივ საქმეში ბევრი მოთამაშის ნახვის საშუალება ექნება, ხოლო მეორეს მხრივ, პირველ მატჩში მომხდარ უსიამოვნო ფაქტს თავიდან აირიდებენ და მოედანზე კაცნაკლულნი არ დარჩებიან. არგენტინასთან მატჩი, კუნთების დაჭიმულობის გამო "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 13 კაცით დაამთავრეს, ალექსანდრე ბურდულის სინბინის შემდეგ კი მოედანზე 12-ნი დარჩნენ.

განვლილ შეხვედრასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს:

„რადგან აქცენტს 2022 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვაკეთებთ, სამწვრთნელო ჯგუფის გადაწყვეტილება იყო, რომ სამხრეთ აფრიკაში ერთი წლით ახალგაზრდა მოთამაშეებით წამოვსულიყავით, რათა ამ ბიჭებს, რომლებსაც კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ ჰქონდათ ნათამაშები, მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება. მანამდე, იმავე პანდემიის გამო, მათ მთელი წელიწადი გაუცდათ“.

„მზადება „შევარდენზე“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გავიარეთ და აფრიკაში ბუნებრივ საფარზე სულ ორი ვარჯიში გავმართეთ. იმ მოედანზე, სადაც ვითამაშეთ, კაპიტნის ვარჯიშისთვისაც კი მხოლოდ დამრტყმელები შეუშვეს, საფარი კი იყო ძალიან რბილი, რის გამოც პრაქტიკულად მთელს გუნდს კუნთების დაჭიმულობის პრობლემა შეექმნა“.

„შეხვედრას რომ მივყვეთ, საწყისი 29 წუთი არგენტინის ნახევარზე გავატარეთ. რაგბი შესაძლებლობების გამოყენების თამაშია, მაგრამ კლასი და გამოცდილება არ გვეყო და ამ პერიოდში ძალიან ცოტა ქულები ავიღეთ. დარჩენილ დროში კონტრშეტევაზე სამი ლელო მივიღეთ, რაც მეტოქის მაღალ კლასზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევრის დასაწყისში შევძელით ერთი საპასუხო ლელოს გატანა და თამაშში ვრჩებოდით, თუმცა მერე თავი იჩინა პრობლემებმა. პრაქტიკულად მთელ გუნდს დაეწყო კუნთების ისეთი ტკივილი, რომ სიარულიც კი უჭირდათ“.

„ამ თამაშში მხოლოდ ერთი ტაქტიკური ცვლილება განვახორციელეთ, დანარჩენი კი იძულებითი იყო. მე-60 წუთიდან მოედანზე უკვე 13 კაცის ამარა დავრჩით, რადგან შეცვლები აღარ გვყავდა. 69-ე წუთზე კაპიტანს ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედანზე ბოლო 10 წუთი 12-ნი ვიყავით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მოედანზე დარჩენილი 3-4 მოთამაშეს წვივების ტკივილის გამო სირბილიც აღარ შეეძლო. ასეთ რიცხობრივ უპირატესობას ნებისმიერი გუნდი იყენებს და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც“.

„ამდენი ტრავმა ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებმა ერთი-ორი წლით უფროს არგენტინელებთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს, განსაკუთრებით პირველ 50 წუთში და მადლობა მათ ამ თავდადებისთვის. ისინი გულშემატკივრებს მომავალში აუცილებლად გაახარებენ!“.

8 ცვლილება სასტარტოში

ურუგვაისთან მატჩისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შეცვალა. მათი ნაწილი ზემოთნახსენები ტრავმებითაა გამოწვეული.

შერკინების ხაზში შეიცვალა ორივე ბურჯი და ორი მესამეხაზელი. სრულადაა შეცვლილი ღერძი, ასევე ცენტრი და ფულბეკი.

კილასონია ამბობს:

„გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს გამოცდილება და ცვლილებების ნაწილი ამითაა განპირობებული, თუმცა გვაქვს ტრავმებიც. არგენტინასთან მატჩის შემდეგ გვქონდა საუბარი და ვფიქრობთ, რომ სწორი გზით მივდივართ. ასევე გვქონდა ვიდეო-ანალიზი, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოთამაშეები“.

„ურუგვაი სამხრეთ აფრიკას ღირსეულად ეთამაშა. ის არგენტინასავით მოძრავი და სწრაფი გუნდი არაა, თუმცა გამოირჩევა კარგი დაცვის სისტემით, კარგად გრძნობენ თავს ბოჭვის და კონტაქტის არეში. სამხრეთ აფრიკასთან ფიზიკური თამაში ყოველთვის რთულია, ურუგვაიმ კი ეს მოახერხა. ასევე ნავარჯიშევი აქვთ დარტყმა ახურვაში. საინტერესო თამაში გველოდება, სადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

მეორე ტური, 15 საათი (საქ. დრო)

საქართველო v ურუგვაი

საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12.გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. დავით იმნაძე (იუნკერები), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

მარქაფა: 16. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ირაკლი აფციაური (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. რატი ზაზაძე (არმაზი), 21.გიორგი კურტანიძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. პაატა გალდავა (აია), 25. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. ლუკა არჩვაძე (ლელო).

rugby.ge

• haha

16 წლიანების გუნდი გაგეშვათ, მაგარ გამოცდილებას მიიღებდნენ.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან