"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) დასკვნითი შეხვედრა 26 ივნისს, 17 საათზე თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ბორჯღალოსნები" კახეთის რეგიონში ითამაშებს.

ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია. პირველი შეხვედრა შორეულ 1995 წელს მეტოქის გამარჯვებით დასრულდა (3:55), ბოლო სამი მატჩი კი, 2000-02 წლებში, "ბორჯღალოსნების" უპირობო გამარჯვებით დასრულდა – 41:6, 32:3 და 88:0. 2002 წელს ნიდერლანდები ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს მაისში, ბელგიის 23:21 ძლევის შემდეგ დაბრუნდა.

"ბორჯღალოსნებმა" წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა მოიგო, 18 ქულით პირველ ადგილზეა და 26 ივნისს თასს მე-13-ედ ჩაიბარებს.

ხაზი

ნიდერლანდებთან მატჩამდე "ბორჯღალოსნებმა" ბოლოს 28 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა და 28:17 დაამარცხა. სამი თვის წინანდელი შემადგენლობისგან განსხვავებით, ხაზში სამი ცვლილებაა.

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც წინა ოთხი შეხვედრა კოვიდ-ვირუსის გამო გამოტოვა და ის თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება.

ცენტრში თამაშს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იწყებენ. ფრთაზე აკა ტაბუცაძეს და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ. მირიანმა ბოლო სამი თამაში გამოტოვა და ახლა სანდრო თოდუას ადგილს დაიკავებს, რომელიც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა.

ტრავმირებულია ლაშა ხმალაძეც და ფულბეკად დავით ნინიაშვილი ბრუნდება.

ხაზის მარქაფაში მიხეილ ალანია, დემურ თაფლაძე და გიორგი ბაბუნაშვილი არიან.

სამწუხაროდ, ლაშა ხმალაძისა და სანდრო თოდუას ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ისინი ზაფხულის ტესტებს გამოტოვებენ. ტრავმირებულია და სამხრეთ აფრიკაში ვერ მიემგზავრება დავით მესხიც, თუმცა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ 17 ივლისს, შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება:

„ორივე მორაგბე შეკრებაზე ტრავმებით შემოვიდა, რომლებიც მანამდე ვერ დაუდგინეს. თოდუამ დიდი 10-ის ფინალიც ტრავმირებულმა ითამაშა, ხმალაძეს კი კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აღმოაჩნდა“.

მათ ნაცვლად გაფართოებულ რაზმს ქუთაისის "აიას" უკანახაზელი ირაკლი სიმსივე დაემატა, რომელსაც რაგბის გულშემატკივარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში თამაშითაც იცნობს:

„როგორც აღმოჩნდა, ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დავით მესხსაც და სამწუხაროდ, აფრიკაში ვერც ის მიგვყავს. დაენიშნა მკურნალობის კურსი და თუ მზად იქნება, არაა გამორიცხული, შოტლანდიასთან თამაშის კვირაში დაგვემატოს. გამომდინარე იქიდან, რომ შეკრებაზე შესვლის შემდეგ ერთბაშად სამი ხაზის მოთამაშე დაგვაკლდა, დავუძახეთ ირაკლი სიმსივეს, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ და მას შემდეგ ვაკვირდებით. მან სეზონი სტაბილურად ჩაატარა, ფიზიკურად კარგი მონაცემები აქვს და მუდმივად პროგრესირებს. ის აფრიკაში ჩვენთან ერთად მოდის და თუ მოგვეცა შესაძლებლობა, შანსსაც აუცილებლად მიიღებს“ – ამბობს მაისაშვილი.

შერკინება

ბოლო მატჩის შემდეგ ხუთი ცვლილებაა შერკინებაში. მესამე ხაზში თამაშს 23 წლის დებიუტანტი ილია სპანდერაშვილი იწყებს, რომელიც "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო, მერე კი საქართველოს 7-კაცა და „ა“ ნაკრებში ითამაშა. ის ეროვნულ გუნდს კალინინგრადში, რეზერვად დაემატა, თუმცა მაშინ თამაში არ მოუწია, ახლა კი შერკინების შემკვრელად ვიხილავთ. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს მიხეილ გაჩეჩილაძემ და ბექა საღინაძემ.

ლაშა ჯაიანის ტრავმის შემდეგ სრულადაა შეცვლილი მეორე ხაზი და ძირითადში კოტე მიქაუტაძეს და ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ. მიქაუტაძეს ნაკრებში 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ჭეიშვილი წინა შეხვედრებში მარქაფაში იყო.

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ადგილი შეინარჩუნა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მარცხენა ბურჯი ამერიკის პროფესიულ ლიგაში გადასული ნიკოლოზ ხატიაშვილია. მას "ბორჯღალოსნების" კვართით 4-ჯერ უთამაშია, ბოლოს 4 წლის წინ არგენტინასთან. კვაჭის პოზიციაზე გამოცდილ ჯაბა ბრეგვაძეს ვიხილავთ.

შერკინების მარქაფაში კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე არიან.

რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი აქტივობა

კახეთის რეგიონში პირველი სანაკრებო მატჩის გამართვას უმნიშვნელოვანესს უწოდებს მაისაშვილი:

„მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდპანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან“.

„რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა ნაწილმა კივიდ-19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ, როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთაფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

V ტური. 26 ივნისი. თელავი. "კავკასიონი არენა". 17:00 (საქ. დრო)

საქართველო – ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).

rugby.ge

ქომაგი
გელა აფრასიძის და გიორგი ცუცქირიძის მდგომარეობებიც რომ გვითხრათ კარგი იქნება.
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება