ქუთაისის "ტორპედოს" ახალმა თავკაცებმა გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ დუბლშემადგენლობიდან სამი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიმატეს
ქუთაისის "ტორპედო" თავისივე გაზრდილების დაწინაურებას ცდილობს. რა თქმა უნდა, არიან ახალწვეულებიც, მაგრამ გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის თქმით, ახალმა თავკაცებმა გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ დუბლშემადგენლობიდან სამი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიმატეს - ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი გივი იოსელიანი, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით 17-წლამდელთა ნაკრებში ნათამაშევი ცოტნე ხარაბაძე და ტაბატაძე.

"კარგია შედეგზე ფიქრი და ამ მიზნით გამოცდილი მოთამაშეების მიწვევა, მაგრამ "ტორპედომ" მომავალზეც უნდა იფიქროს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ფეხბურთელები გაუზარდოს. სწორედ ამით არის გამოწვეული ამ სამი მოთამაშის დაწინაურება და დარწმუნებული ვართ, მათ დიდი მომავალი აქვთ", - თქვა პაპიაშვილმა.

საინტერესო ბედი აქვს ხარაბაძეს. 15 წლისა იყო, 17-წლამდელების ძირითად შემადგენლობაში რომ დაიმკვიდრა ადგილი და უმაღლეს ლიგაში "გაგრას" შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ შემდეგ გადავიდა "ტორპედოში" და ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ კარიერა კი აერია - ბოლოს პირველი ლიგის ხარაგაულის "ჩხერიმელაში" თამაშობდა. კიდევ კარგი, დამნახავი გამოუჩნდა, თორემ ეს ნიჭიერი ბავშვიც დაიკარგებოდა...

პაპიაშვილმა დაადასტურა, სავსებით შესაძლებელია, ხმაურიანი ტრანსფერი განვახორციელოთო, თუმცა დასძინა:"მწვრთნელებმა გადახედეს შემადგენლობას და რადიკალური ცვლილებებისგან თავს იკავებენ. მათი აზრით, დღევანდელ შემადგენლობას პოტენციალი აქვს, ჩვენ კი მათი გვჯერა. თუმცა მზად ვართ, მათი მოთხოვნით სასურველი ფეხბურთელები კიდევ ავიყვანოთ".

ქუთაისის "ტორპედო" 24 ივნისიდან 4 ივლისამდე ურეკში, სასტუმრო "თბილისში" დაბინავდება და მოემზადება. მართალია, ამ ეტაპზე საკონტროლო მატჩებზე აქცენტს არ აკეთებენ, მაგრამ ურეკში აზერბაიჯანულ კლუბს ელიან და, შესაძლოა, მათთან ითამაშონ.

პაპიაშვილის თქმით, ქუთაისის "ტორპედო" ურეკში 22 ფეხბურთელით გაემგზავრება:"მათი 95 პროცენტი ჩემპიონატს ჩვენთან გააგრძელებს, მაგრამ ვინმეს დამატებას, გაშვებას ან განათხოვრებასაც არ გამოვრიცხავთ. მწვრთნელები ყველას აკვირდებიან და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურთ".

პაპიაშვილმა რევაზ გოცირიძის დაბრუნება დაადასტურა, მაგრამ დავით ბოლქვაძესა და რევაზ ქემოკლიძეზე იგივეს ვერ ამბობს.

"გოცირიძეს მართლაც შევუთანხმდით, გასარკვევია სევასტი თოდუას ამბავიც. 24 ივნისს გვეცოდინება, დარჩება თუ არა გუნდში. რაც შეეხება ბოლქვაძესა და ქემოკლიძეს - მათი საკითხი ჯერ შესათანხმებელია. ასე რომ, ჯერ მათ დამატებას ვერ დაგიდასტურებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა