უიმბლდონი 2011. კაცები. I წრე

გუშინ, უიმბლდონზე ძალიან დატვირთული დღე იყო. გარდა მეორე დღეს დაგეგმილი 64 მატჩისა, ასევე ჩასატარებელი იყო პირველი დღიდან გადადებული 31 შეხვედრა.

იოლი გამარჯვებით დაიწყო ტურნირი ექვსგზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა. ალბათ გახსოვთ, შარშანდელი უიმბლდონის პირველ წრეში შვეიცარიელს ხუთი სეტის თამაში მოუწია კოლუმბიელი ალეხანდრო ფალას წინააღმდეგ, მაგრამ ამჯერად ყაზახ მიხაილ კუკუშკინთან მატჩში ყველაფერი საათსა და 42 წუთში დასრულდა. ფედერერი სამ სეტში ჩაეტია, თუმცა პირველი ბრეიკი მხოლოდ მეორე პარტიაში გაიფორმა. პირველში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო და იქ როჯერმა 7:2 მოიგო, რის შემდეგაც თამაში მთლიანად მისი კარნახით წარიმართა და ასეთი ანგარიშით დასრულდა - 7:6, 6:4, 6:2.

ფედერერმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, პირველ სეტში საკუთარ მოწოდებაზე 31 გათამაშებიდან 29 მოიგო, სულ 53 "ვინერსი" შეასრულა, რაც 37-ით მეტი იყო კუკუშკინის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"უიმბლდონზე პირველი მატჩი არასოდეს არ არის იოლი. პირველ სეტში დრო დამჭირდა გონს მოსასვლელად, თანაც მეტოქეც კარგად თამაშობდა", - განაცხადა ფედერერმა მატჩის შემდეგ.

იოლი და მოსახერხებელი მეტოქე ჰყავდა პირველ წრეში კიდევ ერთ ფავორიტს ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბს აქამდე ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული ფრანგი ჟერემი შარდისთვის, თანაც ისე, რომ სეტი არ დაუთმია მეტოქისთვის. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.

ჯოკოვიჩს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. სერბმა პირველ სეტში მხოლოდ ორი ქულა დათმო საკუთარ მოწოდებაზე, სულ კი მატჩში თავის გეიმებში 11 გათამაშება წააგო. საათისა და 20 წუთის განმავლობაში შარდის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.

ეისების წვიმა დაატეხა თავს უიმბლდონის სამგზის ფინალისტმა ენდი როდიკმა გერმანელ ანდრეას ბეკს. ეს უკანასკნელი არ აღმოჩნდა ამერიკელისთვის სერიოზული მეტოქე, მით უმეტეს, რომ ბეკს არასოდეს გაუღწევია "დიდი სლემის" ტურნირების მეორე წრეში. მან ეს ვერც ამჯერად გააკეთა, რისი მიზეზიც როდიკის თითქმის უშეცდომო თამაში იყო. ენდიმ ერთი ორმაგი და მხოლოდ ათი უნებლიე შეცდომა დაუშვა, თანაც არცერთხელ არ წაუგია საკუთარი მოწოდება.

ამიტომაც ამ მატჩის მიხედვით რთულია როდიკის სათამაშო ფორმაზე მსჯელობა. ამერიკელმა ტრავმის გამო როლან გაროსი გამოტოვა, ორი კვირის წინ ლონდონში "ქუინზ კლაბის" ტურნირზე ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ იქ ენდი მიურეისთან მხოლოდ ოთხი გეიმის აღება შეძლო. შეგახსენებთ, რომ შარშანდელ უიმბლდონზე როდიკი მოულოდნელად მეოთხე წრეში დამარცხდა ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუსთან. საინტერესოა, ამჯერად სანამდე გააღწევს ამერიკელი.

ასევე ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა საკუთარი მოწოდებისას ხუან მარტინ დელ პოტრო. მისი შეხვედრა იტალიელ ფლავიო ჩიპოლასთან ორშაბათს იმ დროს შეწყდა, როცა არგენტინელს პირველი სეტი მოგებული ჰქონდა, მაგრამ მეორეს ბრეიკით აგებდა - 1:3. მაგრამ გუშინ თამაშის განახლების შემდეგ მხოლოდ 15 გეიმი გათამაშდა და აქედან დელ პოტრომ 11 მოიგო.

ხუან მარტინმა ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გამოიყენა და მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება. ასევე აღსანიშნავია სამხრეთამერიკელის 14 ეისი და ერთი უნებლიე შეცდომა.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ უიმბლდონი არ არის რუსი ნიკოლაი დავიდენკოს საქმე. ერთ დროს რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წევრმა პირწმინდად წააგო პირველი წრის შეხვედრა 18 წლის ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან.

მატჩის ბედი სამ სეტში გაირკვა. დავიდენკომ მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, თავად ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. ამასთან, რუსს მეტოქეზე ორჯერ მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა - 33 15-ის წინააღმდეგ. მატჩი საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ დავიდენკომ მეათედ აიღო სტარტი უიმბლდონზე და მეექვსედ გამოეთიშა ბრძოლას პირველი წრიდან.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იტალიელი ანდრეას სეპის წარმატებული სერია. 27 წლის აპენინელმა წინა კვირას ისტბურნის ტურნირი მოიგო, უიმბლდონი კი ესპანელი ალბერტ მონტანიესის დამარცხებით გახსნა. ასე რომ, სეპის ახლა ბალახის კორტებზე ექვსმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

მონტანიესის დამარცხებას იტალიელმა საათი და 47 წუთი მოანდომა - 6:4, 6:4, 7:5. მან ხუთი ბრეიკი მიითვალა და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. მეორე წრეში ანდრეასის სერიის შეწყვეტას კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი შეეცდება.

რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღება იყო მიპყრობილი ჯონ ისნერისა და ნიკოლა მაუს შეხვედრისკენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ის ჩოგბურთელები არიან, რომლებმაც შარშან ასევე პირველ წრეში 11 საათი დაჰყვეს კორტზე და მეხუთე სეტში დაფიქსირდა ასეთი ანგარიში - 70:68. ამჯერად ამერიკელმა მხოლოდ ორი საათი და სამი წუთი იკმარა ფრანგის დასამარცხებლად - 7:6(4), 6:2, 7:6(6).

კაცები

I წრე

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 24)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:1, 6:4, 6:3; ოლივიე როხუსი (ბელ)-კენი დე შეპერი (საფ) 6:7, 3:6, 6:3, 6:1, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 15)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 4:6, 6:4, 6:3, 7:6; რობინ ჰაასე (ჰოლ)-პეპე რიბა (ესპ) 6:4, 6:4, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 21)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 2:6, 4:6, 6:3, 7:6, 9:7; ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 25)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:7, 6:2; ტობიას კამკე (გერ)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 7:6, 5:7, 6:1; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-დანიელ კოქსი (ბრიტ) 6:2, 6:4, 6:4; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 27) 7:6, 3:6, 6:3, 6:4; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-არნო კლემანი (საფ) 6:4, 6:2, 3:6, 5:7, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 23) 7:5, 3:1 ტიპსარევიჩის უარი; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-იაროსლავ პოსპიშილი (ჩეხ) 6:4, 6:3, 6:2; ენდი როდიკი (აშშ, 8)-ანდრეას ბეკი (გერ) 6:4, 7:6, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ბენუა პერი (საფ) 6:4, 6:4, 6:4; რაიან ჰარისონი (აშშ)-ივან დოდიგი (ხორ) 7:6, 6:0, 7:5; კაროლ ბეკი (სლოვაკ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 4:6, 7:6, 4:6, 6:2, 6:4; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 26)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:3, 6:3 გოლუბევის უარი; ფერნანდო გონსალესი (ჩილ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22) 6:3, 6:7, 7:6, 6:4; რიკ დე ვოესტი (ს. აფრ)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:2, 6:3, 6:2; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12)-გო სოედა (იაპ) 6:3, 7:6, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 16)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:7, 6:3, 6:4, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ)-ნიკოლა მაუ (საფ) 7:6, 6:2, 7:6; სომდევ დევარმანი (ინდ)-დენის გრემელმაირი (გერ) 6:4, 4:2 გრემელმაირის უარი; მიხაილ იუჟნი (რუს, 18)-ხუან მონაკო (არგ) 4:6, 6:2, 6:2, 4:6, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ, 28)-ჯულიან რასტერი (გერ) 7:5, 6:2, 6:3; ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია)-ფლორან სერა (საფ) 7:6, 6:3, 6:3; ადრიან მანარინო (საფ)-კონორ ნილანდი (ირლ) 4:6, 6:4, 7:6, 4:6, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 7:6, 6:4, 6:2; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:4, 6:4, 2:6, 7:6; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:1, 6:7, 7:6, 6:3; იგორ ანდრეევი (რუს)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:4, 7:6, 6:7, 4:6, 6:3; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 29) 7:5, 6:3, 7:5; ფლორიან მაიერი (გერ, 20)-დანიელ ევანსი (ბრიტ) 7:6, 7:6, 3:6, 6:4; ქსავიე მალისე (ბელ)-მიშა ზვერევი (გერ) 6:2, 6:3, 6:2; იურგენ მელცერი (ავსტრია, 11)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 3:6, 7:6, 6:2, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 13)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 3:6, 6:0, 7:6, 6:3; იუნ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-ტომი რობრედო (ესპ) 6:4, 6:4, 6:1; რიკარდო მელო (ბრა)-ფრენკ დანჩევიჩი (კან) 3:6, 3:6, 6:4, 7:6, 6:2; მიკაელ ლოდრა (საფ, 19)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:3, 7:6, 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 32)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 6:2, 6:7, 4:6, 6:4; ანდრეას სეპი (იტა)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:4, 6:4, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟერემი შარდი (საფ) 6:4, 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია