ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონს მედგრად დაუდგა, პირველ ტაიმში ნაღდი საგოლე მომენტი არ შეაქმნევინა, თავად კი სეფეროვიჩის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში პავარმა ცუბერი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, ლორისმა კი გოლის გატანა როდრიგესს არ დაანება და მოედანზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ჯერ მბაპემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ბენზემამ ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და შესაძლო 0:2-ის ნაცვლად ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა.

შემდეგ პოგბამ შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა და 3:1. თუმცა ცოტა ხანში სეფეროვიჩმა თავურით დუბლი შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 85-ე წუთზე გავრანოვიჩმა ლორისის კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მაინც გაიტანა გავრანოვიჩმა, ოფსაიდის გარეშე - კიდევ ერთი 3:3 და კიდევ ერთი დამატებითი დრო დღევანდელ პლეი-ოფებში.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ბოლო თერთმეტმეტრიანი მბაპეს ზომერმა აუღო და შვეიცარიამ გაიმარჯვა.

შვეიცარია 2 ივლისს სანკტ-პეტერბურგში, მეოთხედფინალში, ესპანეთს შეხვდება.

ბუქარესტი. „ნაციონალა“

საფრანგეთი -შვეიცარია 3:3 (პენ 4:5)

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (15), 1:1 ბენზემა (57), 2:1 ბენზემა (59), 3:1 პოგბა (75), 3:2 სეფეროვიჩი (81), 3:3 გავრანოვიჩი (90)

გამოუყენებელი პენალტი: როდრიგესი (55)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაკა აღიარეს.

. საფრანგეთი დიდ ტურნირზე პენალტების სერიაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - ადრე ეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხდა.

. მბაპემ ტურნირი უგოლოდ დაასრულა - მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა.

. საფრანგეთი უკანასკნელი 5 დიდი ტურნირიდან მეოთხედფინალში პირველად ვერ გავიდა.

. შვეიცარია ბოლოს დიდ ტურნირზე 1954 წელს იყო გასული - მუნდიალზე.

. შვეიცარიამ 61 წლის შემდეგ პირველად გაუტანა საფრანგეთს 3 გოლი.

ვოოტ
რა გეჩქარებათ, ფრანგებო?!... აცალეთ შვეიცარიას, იქნებ, ევროპის ჩემპიონები გახდნენ და პირდაპირ ჩეპიონობაზე შეადგინეთ პეტიცია...
გრიგოლი1408
უკრაინა ევროპის ჩემპიონია
რა მაფიაა?
2006 წლის მერე არცერთ დიდ ტურნირზე პენალტებით არ გამოვარდნილა და არც მოუგია პენალტებით... ისე აგებდა ან იგებდა
სუპერ კომპიუტერმაც ჩაისვარა.
მაგრად გამისწორდა, ყოყლოჩინა მამლების გამოვარდნა! მთავარმა მამლაყინწამ, რაო ვერ გავიტანეო?
H
ეეე დიმა დიმა :))
ზურა
ზიდანისათვის ნაკრებში ადგილი ნთავისუფლდება
baggio
პენალტების სერიაშიო
დიმა
საფრანგეთი დიდ ტურნირზე პენალტების სერიაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - ადრე ეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხდა.- ჟურნალისტ გადაიკითხე მაინც რა აბდაუბდას წერ, 2006 წლის მერე არცერთი დიდი ტურნირი არჩატარებულა დღემდე?
აკაკი
ძაან ბანძი ხარ მბაპე როდესაც 200 მილიონი ღირხარ კარის ჩარჩოში მაინც უნდა მოახვედრო რამდენი მაზეთ დეშამი ეგრევე უნდა გადადგეს სანამ პანჩურით გააგდებენ რა გუნდი გააფუჭა სამარცხვინო…სამარცხვინოები ხართ ყველა დარტყმა ვერ ისწავლეთ კარის ჩარჩოში…ამდენ მომენტს რომ გაანიავებ უარესის ღირსი ხარ…
Tf
ღირსები არიან. გაენძრიათ ცოტა ტანი და პენლებამდე არ მიიყვანათ საქმე
მეგრელი
დღეს მაგრად ვისიამოვნე, მადლობა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება