ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმუშავებს

ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმუშავებს

მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი ფიბას კომისარი და ტექნიკური დელეგატია, მსოფლიოს ჩემპიონატს მოემსახურება. 3-დან 11 ივლისის ჩათვლით, ლატვიის ქალაქებში – რიგასა და დაუგავპილსში, 19-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჩატარდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ქართველი არბიტრი (ან კომისარი) სამუშაოდ ამ რანგის ტურნირზე მიიწვიეს. მერაბ რატიშვილმა ჩვენს კითხვებს უპასუხა…

- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ქართველ მსაჯს ან კომისარს არ უმუშავია… რამდენად აცნობიერებთ ესოდენ დიდ პასუხისმგებლობას მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციისგან?

- რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან მსოფლიოში არსებული მოქმედი კომისრებიდან ფიბამ 4 პიროვნებას (ორს ევროპიდან, თითოს – აფრიკიდან და ამერიკიდან) გვანდო ამ შეჯიბრების მომსახურება. მიმდინარე სეზონში, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მსოფლიოს 19 წლამდე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენს პლანეტაზე რანგით ყველაზე დიდი ტურნირია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაფასება ან ნდობა, ეს აგრეთვე გახლავთ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს სოლიდურობის აღიარება.

- პანდემიის გამო შარშან ფიბას ასაკობრივი მსოფლიოს და კონტინენტური ჩემპიონატები არ ჩატარდა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატიც ალბათ ბაბლის პრინციპით ტარდება, რაც ჩვეულებრივზე მეტი მოვალეობებს აკისრებს კომისრებს…

- შარშანდელი სეზონის, პრაქტიკულად, გაუქმების შემდეგ (არ ჩატარდა მსოფლიოს 17 წლამდე ვაჟთა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები, კონტინენტური ასაკობრივი ჩემპიონატები, ევრობასკეტის ჩატარება ერთი წლით გადაიდო), ფიბას გადაწყვეტილებით, შარშანდელი ოქტომბრიდან ყველა ტურნირი ტარდება ბაბლის პრინციპით, რაც არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი სისტემა სადღეისოდ არ არსებობს. პირველ ეტაპზე, რიგასა და დაუგავპილსში იქნება ცალ-ცალკე ბაბლები 8-8 გუნდით, ხოლო ფინალურ ეტაპზე ყველა, 16-ივე გუნდი რიგაში მოიყრის თავს და იცხოვრებს ერთ ბაბლში. თავისთავად, 16-გუნდიან ბაბლს სჭირდება გაცილებით დიდი ყურადღება და კონტროლი. ამიტომაც ჩემპიონატზე მომუშავე კომისრებს პირდაპირ გვაქვს დავალებული, რომ კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საორგანიზაციო კომიტეტს, ტურნირზე აკრედიტებულ ექიმებს და კოვიდ-ოფიცრებს, რათა მოხდეს კოვიდ-პროტოკოლის სრული დაცვა და მინიმუმამდე მაინც შემცირდეს ვირუსის გადაცემის ან შიდა გავრცელების შესაძლო შემთხვევები. პირადად მე ვეთანხმები ამ სისტემას, რადგან პირველ რიგში, მოთამაშეების (თანაც ახალგაზრდების), ისევე, როგორც ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილეების ჯანმრთელობა არის უპირველესი პრიორიტეტი.

- A და B დივიზიონების ნაცვლად ამ ზაფხულს ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, პანდემიური ფონიდან გამომდინარე, მცირეგუნდიანი ჩელენჯერები ჩაეტარებინა და ევროპის მასშტაბით დაგეგმილი 28 ასეთი ტურნირიდან 11-ში ქართველი არბიტრები და კომისარი იმუშავებენ. რამდენად დიდი წარმატება გახლავთ ეს საქართველოსთვის და რამდენად მოსალოდნელია ქართველი მსაჯების მატება საერთაშორისო ასპარეზზე?

- ციფრები თავად პასუხობს თქვენი კითხვის პირველ ნაწილს – ჩვენი მსაჯებისა და კომისრის ჩართულობა ევროპულ ჩელენჯერებზე საკმაოდ დიდია. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ დანიშვნებში ფიგურირებენ როგორც გამოცდილი არბიტრები (მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი), ასევე ახალგაზრდებიც (მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური).

ჩელენჯერების ორგანიზებაში სერიოზულადაა ჩართული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: იცით, რომ თბილისში 2 ჩელენჯერი გაიმართება – ივლისში 20 წლამდე ვაჟთა, ხოლო აგვისტოში – 16 წლამდე ქალთა.

რაც შეეხება ქართველი ფიბას არბიტრების მატებას – მოგეხსენებათ, ფიბას მსაჯთა სალიცენზიო პერიოდი ორწლიანია. ახალი ციკლი იწყება 2021 წლის 1-ელ სექტემბერს და უკვე მოქმედმა ქართველმა ფიბას არბიტრებმა და კომისარმა წარმატებით ჩააბარეს ფიბას გამოცდები ლიცენზიების კიდევ ორი წლით გასახანგრძლივებლად. იქნება მატებაც – ქალი მსაჯის მხრივ, თუმცა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და სჯობს დაველოდოთ ფიბას ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც მომდევნო თვეში გამოქვეყნდება.

ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მის მსაჯთა ეროვნულ ინსტრუქტორს, დრაგან ნეშკოვიჩს. მათ მიერ შემუშავებული მსაჯთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ინტენსიურად არიან ჩართულები უმაღლესი დონის ევროპელი მოქმედი მსაჯები (ილია ბელოშევიჩი, სრეტენ რადოვიჩი, საშა პუკლი…) და მსაჯთა ინსტრუქტორები, იძლევა შედეგს, რისი ნათელი დადასტურებაცაა წლევანდელი ზაფხულის დანიშვნები და ქართველი ფიბას არბიტრების რაოდენობის ზრდა.

GBF.GE

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე

თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე