მსოფლიოში პანდემია რომ არ დაწყებულიყო, დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი ევრო 2020-ს თვალს ტრიბუნებიდან თუ მიადევნებდა და შენიშვნებს ჩაინიშნავდა, დანიის ნაკრებს ხომ ეგე ჰარეიდე წვრთნიდა.

ევრო 2020-ზე კრისტიან ერიკსენის ეპიზოდი უზარმაზარი ემოციური დრამა იყო, მაგრამ ამჟამად 51 წლის მწვრთნელმა თავისი მოთამაშეების მგრძნობიარობა განსაკუთრებული სიმშვიდითა და ღირსებით წარმართა.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კაპიტანმა კასპერ შმეიხელმა თქვა: ”ფეხბურთელები ბევრ დიდებას ვიღებთ, ერთი ადამიანი არ უნდა დაგვავიწყდეს და ეს არის კასპერ ჰიულმანდი!”

დანიელი სპეციალისტი ტრავმის გამო იძულებული იყო, ფეხბურთელის კარიერა 26 წლის ასაკში დაესრულებინა. მას მუხლზე ცხრა ოპერაციის გადატანა დასჭირდა.

კასპერმა მწვრთნელობაში სახელი საკმაოდ მალე გაითქვა და 2008 წელს "ნორდსილანდს", როგორც მწვრთნელის ასისტენტი, შეუერთდა, სამი წლის შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ჰიულმანდის კლუბმა დანიის ჩემპიონატში 2012 წელს პირველად გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბედი გერმანიაში სცადა, 2014-15 წლების სეზონის დასაწყისში "მაინცში“ თომას ტუხელი ჩაანაცვლა.

ჰიულმანდმა გერმანიაში მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში იმუშავა და დანიაში დაბრუნდა.

ამის შემდეგ იყო მისი ძმის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების იყო, გარდაცვალების მტკივნეული ეპიზოდი. ჰიულმანდი შეუერთდა კამპანიას, რომელიც დანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე უკეთეს ზრუნვას ემსახურებოდა. ”დროა, ყურადღება გავამახვილოთ დანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე”, - თქვა მან. ”დანიამ ხელი მოაწერა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დანიაში ყველას, მიუხედავად იმისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია თუ არა, ჰქონდეს ცხოვრების მსგავსი შესაძლებლობები".

დანიის ნაკრების მთვარ მწვრთნელს თავიდან, როგორც ფეხბურთის რომანტიკოსს, "ბარსელონას“ და იოჰან კრუიფის მოყვარულს უყურებდნენ, ხოლო მისი წინამორბედი, წარმატებული ჰარეიდე, უფრო პრაგმატულ მწვრთნელად მიიჩნეოდა.

კასპერ ჰიულმანდისთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი დანიის მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ”შედეგები ყველაზე მნიშვნელოვანია, - თქვა მან 2021 წლის ივნისში, - თუ შედეგს ვერ მივიღებთ, შემიძლია აქ შობის ღამემდე ვიჯდე და ვისაუბრო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნება. მინდა, ხალხს იმედი მივცე. მათ უნდა იამაყონ იმ ბიჭებით, რომლებიც ეროვნულ გუნდში თამაშობენ და რომ მათთან იდენტიფიკაცია შეუძლიათ. ისინი მისაბაძი მაგალითები არიან“.

ჰიულმანდი ევრო 2020-ზე წინა პლანზე გადმოვიდა. "ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, - ამბობდა ამჟამად "ვოლფსბურგის" მცველი იოაკიმ მეჰლე, რომელსაც გამორჩეული ჩემპიონატი ჰქონდა - კარგად შეუძლია მოთამაშესთან საუბარი და იმ თავისუფლების მინიჭება, რაც ფეხბურთელებს სჭირდებათ. მან ასევე აჩვენა თავისი გრძნობა კრისტიანთან მომხდარის შემდეგ და რომ დახმარებაც სჭირდებოდა. ის კარგი მწვრთნელია და ჩვენი მეგობარია.

ევრო 2024-ზე დანიელები ჯგუფში ინგლისის, სერბეთისა და სლოვენიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!