მანამ, სანამ ევრო 2020 დაიწყებოდა, ისე ჩანდა ყველაფერი, თითქოს ტურნირის ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელი კილიან მბაპე უნდა გამხდარიყო.

კონტინენტის პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ახალგაზრდა ფრანგს მიიჩნევდნენ, მის ნაკრებს კი ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ, როგორც მინიმუმ, ფინალის თამაშს.

ის ტურნირზე თავისი სიდიადის დასამტკიცებლად მიემართებოდა. კილიანი იქ ევროპის ჩემპიონობის მოსაპოვებლად გაემართა, გამარჯვების შემთხვევაში კი კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდებოდა, არა მხოლოდ მის ფიქრებსა და სტატისტიკაში, არამედ რეალური სტატუსით.

საფრანგეთის ჩემპიონატის დონეზე მბაპემ ყველაფერი დაამტკიცა. ის კლუბისა და ზოგადად ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელია. კილიანი "მეცს", "ნანტსა" და "მონპელიეს" მარტივად უმკლავდება, თავს არც ჩემპიონთა ლიგის ადრეულ თამაშებსა და პლეი-ოფში ირცხვენს. მაგალითად, ახალგაზრდა შემტევმა "ისტანბულთან" (5:1), "ბარსელონასთან" (4:1) და "ბაიერნთან" (3:2) დიდებული შეხვედრები გამართა.

2020/21 წლების სეზონში მბაპე შესანიშნავი გახლდათ. 22 წლის ასაკში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე პსჟ-ის მაისურით თავი 42 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეს სტატისტიკა თითქმის ისეთივეა, როგორიც რონალდოსა და მესის ციფრები, როდესაც 22 წლისები გახლდნენ.

- რონალდომ 2007/08 წლების სეზონში - 42 გოლი და 8 საგოლე გადაცემა

- ლიონელ მესი 2009/10 წლების სეზონში - 47 გოლი და 12 საგოლე გადაცემა

კილიანის სტატუსი ჯერ უდავო ნამდვილად არაა, მის ირგვლივ უამრავი ეჭვი არსებობს, ამის მიზანი კი მისი ამბიციები გახლავთ. დიახ, საფრანგეთისთვის მბაპე ფეხბურთის მომავალია, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ზოგიერთი ადამიანი არცთუ ისე უსაფუძვლოდ თვლის, რომ ლიგა 1 მეორე ეშელონის ლიგაა და მის მიხედვით ვინმეს უმაღლესი დონის ფეხბურთელი უწოდო, არამართებულია. ყველა ელოდება, პირობითად "რეალში" რას მიაღწევს, თუმცა ახლა ევროპირველობაზე მისი 0 გოლი ცინიკურ სიცილს იწვევს.

კილიანმა უნიკალური თვისებები შეკრიბა: ფანტასტიკური სისწრაფე, არატიპური სისწრაფე (როგორც დაბალი ფეხბურთელი, რომელსაც სიმძიმის ცენტრი დაბლა აქვს), რონალდოთი შთაგონებული ტექნიკა, ძალისმიერი დარტყმები, პარიზის გარეუბნის მსგავსი თავისუფლება და სითამამე. მისი საწყისი მონაცემები ნამდვილად გასაოცარია.

მბაპე მაქსიმალურად ბევრ მიზანს ისახავს. ევროპის ჩემპიონატამდე კილიანმა ხმამაღალი ინტერვიუ მისცა, ალბათ, ხმამაღალზე უფრო მეტად მაღალიც, რადგან ფრანგმა ფეხბურთელმა თავი კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შეადარა.

"ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე საუკეთესო ვარ" - განუცხადა ფეხბურთელმა RMC Sport-ს.

"დიახ, მე მესი და რონალდო მჯობნიან, მათ უფრო მეტი გააკეთეს, თუმცა ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ საუკეთესო ვარ, რათა თავი არ შევიზღუდო და მაქსიმუმი ვაჩვენო".

სწორედ ასეთი განწყობით მიიწევს ის წინ.

"ცხოვრება საკუთარ თავთან რბოლაა, ჩემზე ზეწოლას უამრავი რამ ახდენს. ალბათ, ესაა, რატომაც მინდა, რომ მოვიგო; ამიტომ მიჭირს ჩემი თავისთვის მარცხის პატიება. არასდროს ვამბობ, რომ ამას სხვა დროს ვიზამ. ვფიქრობ, მეტოქეობის საკმაოდ კარგი უნარი გამაჩნია" - თქვა ფრანგმა ფეხბურთელმა L'Equipe-თან ინტერვიუში.

ამ სიტყვების შემდეგ კილიანმა ევრო 2020-ის მოლოდინი უფრო გაამძაფრა. მას კონტინენტის პირველობაზე უნდა გაებრწყინა, ყველასთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ის მსოფლიოს ახალი ვარსკვლავია - ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც საკვანძო შეხვედრებში თავის გამოჩენა და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა ეს წელი მისთვის რთულად მიმდინარეობს. გაზაფხულზე კილიანმა ნეიმარის მსგავსად პსჟ-ს მსუყე კონტრაქტი გამოსძალა (დაახლოებით 37 მილიონი ევრო წელიწადში), ზაფხულის დასაწყისში კი "მამლების" ფორვარდთან, ჟირუსთან კონფლიქტი მოუვიდა. ოლივიემ განაცხადა, რომ მბაპე მას ბურთს არ აწვდიდა. კილიანმა ეს ირიბად აღიარა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ჟირუმ ეს კონფლიქტი გაასაჯაროვა, ნამდვილად გააკვირვა. ამის გამო კინაღამ პრესკონფერენცია მოიწვია და საკუთარი წყენის გასაჯაროება გადაწყვიტა.

მბაპემ თავი, როგორც ვარსკვლავად, ისე იგრძნო და ის ამას ნამდვილად არ უარყოფს.

"თავის ცუდ სიტუაციაში ჩაგდება საჭიროა, რათა შენს თავს დაუმტკიცო, რომ დიდი საქმეების კეთება ნამდვილად შეგიძლია" - თქვა ფრანგმა RMC Sport-თან.

ევრო 2020-ის ჩემპიონატზე მბაპემ დიდებული შეხვედრები ნამდვილად ვერ გამართა, თუმცა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გაუქმებული გოლი მართლაც რომ ლამაზი იყო. მისი მონაგარი შემდეგი გახლდათ: კარისკენ 14-ჯერ დაარტყა, მეტოქეთა ბადე ვერცერთხელ შეარხია და ყველაზე საშინელი, ააცილა უმნიშვნელოვანესი პენალტი.

მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა კიპერმა ზომერმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია, მბაპეს გვერდში მხოლოდ ერთი თანაგუნდელი ლუკა დინი დაუდგა. რა თქმა უნდა, ლორისმა და დეშამმა ახალგაზრდა ვარსკვლავს მხარი საჯაროდ დაუჭირეს. მბაპემ მთელ საფრანგეთს ბოდიში მოუხადა, თუმცა არის სურათი, რომელმაც დაგვანახა, რომ სუპერვარსკვლავი იმედგაცრუებასთან მარტო აღმოჩნდა.

კილიანმა სახეში ძლიერი "დარტყმა" იგრძნო. რა თქმა უნდა, მბაპეს თამაშის წინ ყოველთვის უმაღლესი მოლოდინი იქნება, რაც რეალურად ბევრად ცუდად წარმოაჩენს მის თამაშს, მაგრამ ეს სუპერვარსკვლავების ტვირთია. ასეთ დროს შენგან ყოველთვის საუკეთესო შეხვედრებს, უშეცდომობასა და წარმატებას ელიან.

ამ წარუმატებლობამ კი შესაძლოა მბაპეს მთელი კარიერა განსაზღვროს, ასევე - მისი ადგილი ისტორიაში.

შეძლებს კი ნამდვილად, რომ შეადაროს საკუთარი თავი რონალდოს ან მესის? თუ ის დარჩება ლიგა 1-ის ჰიპერტალანტად, რომელმაც სანაკრებო დონეზე ერთ ტურნირზე გაიბრწყინა და შემდეგ მიეცა დიდხნიან ძილს?

მომზადებულია sports-ის მიხედვით

ზიზუ
კილიან მბაპე თუ თავმდაბლობას ისწავლის,მაშინ მართლა დიდი ფეხბურთელი გახდება,თუ არ ისწავლის და დარჩება მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად.
სოსო
იოჰან კრუიფი ამბობდა:"მე არაფერი ვარ,აიაქსის გარეშე.აიაქსი კი,უჩემოდაც გუნდია".თვითონ იყო,აიაქსის ნახევარზე მეტი,მაგრამ გუნდს მაინც წინ აყენებდა.მბაპეს უდავოდ აქვს ყველა მონაცემი,მსოფლიოში საუკეთესო გახდეს,მაგრამ, ამბიციები ნეიმარისა არ იყოს,მასაც ხელს უშლის ტალანტის მთლიანად გახსნაში.ნეიმარისაგან განსხვავებით, მბაპე იმ ასაკშია,როცა ჯერ კიდევ შეუძლია თავისი თავის შეცვლა და მაშინ ის,მწვერვალებს მიაღწევს.ხოლო თუ პირადი ეგო,უფრო ძლიერი აღმოჩნდა,მაშინ დარჩება უნიჭიერეს,ბრწყინვალე ფეხბურთელად,რომელმაც თავისი ტალანტი,ბოლომდე ვერ გამოავლინა

მბაპე არის მშრომელი და მედგარი ფეხბურთელი, მაგრამ როგორც ტალანტი ის ვერასოდეს მივა რონალდოს და მესის დონემდე.
tk
ნეიმარის გზას დაადგა არადა მართლა ძალიან მაგარია უბრალოდ დიდი ფული ფეხბურთს აფუჭებს ზედმეტი არაფერი ვარგა
Master
98-ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ,საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულო სულ არეულია.ვარსკვლავები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთის წარუმატებლობა უხარიათ.ბევრს გაუხარდა ფეხბურთელებიდან მბაპეს გაფუჭებული პენალტი.ერთმა კაცმა ანუგეშა მხოლოდ,არადა პატარა ბიჭია.ასეთი ფეხბურთელები ყავთ ფრანგებს,საკუთარი ცხვირის მიღმა ვერაფერს ხედავენ.შედეგიც შესაბამისია.
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება