ევროპის ჩემპიონატზე ზოგიერთი ფეხბურთელისა და მედიასაშუალების მიერ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლების მიმართ ერთგვარი უპატივცემულო დამოკიდებულება გამოიხატა. თითქოს არც მიგვიჩნევენ ევროპის ნაწილად. ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მათი ქედმაღლური ტონით აშკარად იგრძნობა.

მაგალითად, სატელევიზიო გადაცემა "დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო"-ს წამყვანმა კეიტ გარავეიმ უკრაინის ნაკრების ფორმას სახალხოდ დასცინა და თქვა, რომ მასზე გამოსახული რუკა რაღაც ჭუჭყიან ლაქას ჰგავს.

ჩეხეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ დანიასთან მეოთხედფინალში თამაში ბაქოში მოუწიათ. ისინი შორ გზაზე მგზავრობის გამო ჩიოდნენ (გეგონება ავტობუსით ჩავიდნენ) და კიდევ იმის გამო, რომ მათ ახლობლებს ბილეთების ფასი უფრო ძვირი დაუჯდებოდათ. ამ დროს აზერბაიჯანის დედაქალაქში შესანიშნავი ინფრასტრუქტურაა და მასპინძლობაც ჩინებული გაუწიეს.

ბრიტანულმა "სანმა" უკრაინის ნაკრებისადმი მიძღვნილ წერილში გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო რუსეთის ნაწილად ჩათვალა. შესაძლოა, ეს არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული, მაგრამ გამოცემას, თუნდაც ყვითელს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა მეტი კვალიფიციურობა მოეთხოვება.

რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებიდან საუკეთესო შედეგს უკრაინამ მიაღწია, რომელიც 8 საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ მეოთხედფინალში უსახურად იასპარეზა და ინგლისს ფაქტიურად უბრძოლველად დანებდა. უკრაინამ ევრო 2020-ზე 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო ჯგუფში ჩარჩენილმა რუსეთმა - 10.75 მლნ. თუმცა, აქ საქმე ფულში კი არა, არამედ პრესტიჟშია.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადისლავ რადიმოვმა ვერ მოითმინა და უკრაინისა და ინგლისის შეხვედრის მიმდინარეობისას მეზობლებს ნიშნი მიუგო. "ჩვენები ამის უფლებას ინგლისელებს ნამდვილად არ მისცემდნენ! სჯობდა უკრაინა შვედეთთან დამარცხებულიყო და სახლში გამგზვრებულიყო. გამართლება დასრულდა!".

რუსეთის ფედერაციის სენატორმა ალექსეი პუშკოვმა უკრაინელებს დასცინა და თქვა, რომ მაისურზე გამოსახულმა კონტურმა ვერ უშველა.

რუსეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა განაცხადა, რომ უკრაინის ასეთ განადგურებას არ ელოდა, მაგრამ საერთო ჯამში ღირსეულად იასპარეზეს და მათ მაშინ უნდა შეედარონ, როდესაც მეოთხედფინალში თავად გავლენ.

უკვე ყველას მიერ მივიწყებულმა უკრაინის ექსპრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომაც კი დააფიქსირა თავისი აზრი, თანამემამულეებს გარჯა მოუწონა და წარმატებები უსურვა.

უკრაინაში ნაკრები გარდა მისი ყოფილი მწვრთნელის, ალექსანდრ ზავროვისა არავის გაუკრიტიკებია. მას მიაჩნია, რომ მათი ეროვნული გუნდი ინგლისელებთან საბრძოლოდ ფსიქოლოგიურად არ აღმოჩნდა მზად, მოედანზე წინასწარ დამარცხებულები გავიდნენ, მწვრთნელებმა შეგირდები სათანადოდ ვერ განაწყეს და შვედეთთანაც ძალიან გაუმართლათ.

ძალიან ობიექტურად შეაფასა მარცხი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ. მისი აზრით, მეორე სართულზე მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევდნენ, რამეთუ მოწინააღმდეგისგან განსხვავებით მოკლე სათადარიგოთა სკამი გააჩნიათ და ვიდრე კარგი ჩემპიონატი არ ექნებათ, სულ უფრო და უფრო იშვიათად გავლენ დიდი ტურნირების დასკვნით სტადიებში. ანდრეი კიდევ ერთ გამოსავლად უკრაინელ ფეხბურთელთა ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში ასპარეზობას მიიჩნევს.

გიზოგ
თუ უკრაინა გამოვიდოდა რამდენიმე ნატურალიზებული აფრიკელი მოთამაშით, ვნახავდით რა ექნებოდა ინლისელებს სატრაბახო. მე თუ მკითხავ ირი ქვა უნდა ეჭიროთ ხელში და ერთ ადგილზე უნდა ირტყამდნენ.
ILIA
ინგლისს მალე იტალია მოსვამს ადგილზე. )
ვვვ
რუსი რომ უკრაინას აძაგებს, ეგ დასავლეთევროპელისგან აღმოსავლეთევროპელის მიმართ ქედამღლური დამოკიდებულების გამოვლინება გგონიათ?
soso
დიდი ხანია ალბათ ინგლისს რუმინეთთან არ წაუგია და მაგიტო გაბლატავდნენ
Bidza Kaci
Zogadad kargi shedegebi akvt pexburtshi yopil Imperiebs. Espaneti,inglisi,saprangeti,portugalia,Hollandia,Belgia,germania,italia
რომა
მაგით ჩვენ კიარა ისევ თვითონ კნინდებიან ჩემს თვალში შუა ევროპელი არის გაუნათლებელი და ისეთი ადამიანი ვერაფერს რომ ვერ მოსთხოვ კაცობის სფეროში. კაცობა სულ სხვა რამ გონიათ... ამოირჩევენ ერთ რამე საგანს და ბოლომდე სწავლობენ იმ სფეროს და რომ კითხო გვერდით ქვეყანაში რომელი დიდი მდინარე ჩამოდისო ვერ გიპასუხებს... სპორტიც ავიღოთ რაგბი და ფეხბურთში არიან წინ ისიც იმიტომ რომ ჩვენ ფული არ გვაქვს და არ იდება ჩვენთან იმდენი რამდენიც მაგათან... რაგბში შოტლანდიას როგორ დავარჭობთ თავით მალე ნახავს ყველა.... იტალიის დამარცხებაც არაა შორეული პერსპექტივა... ესპანეთი კი ფეხბურთში გადაგვირჩა.... ევროპელი ბრაზილიელები ვართ მეტი პირობები შეგვიქმნან და უკეთესად გამოვალთ მსოფლიო ასპარეზზე
ზურა
რუსეთთან იყვნენ ეს კუილები მაგრები, რუსებთან... ნახეს ათას პრობლემიანი უკრაინა და... ვერ გავიგე ეს დისკრიმინაცია არ არის? რატომ არ გააგდეს ის ჟურნალისტი? აბა კანის ფერში ყოფილიყო საქმე...
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება