ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ოკეანის გაღმა ამერიკის თასის (Copa America) მორიგი გათამაშება მიმდინარეობს. ისევე, როგორც ევროპაში, ტურნირი აქაც დასასრულს მიუახლოვდა. ფინალური დაპირისპირება 11 ივლისს არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის შედგება.

ტურნირი, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს (1975 წლამდე "ამერიკის ჩემპიონატი" ეწოდებოდა), უამრავი საინტერესო ფაქტითაა ცნობილი, რომელსაც გზადაგზა აუცილებლად გაგაცნობთ; დღეს კი ერთი არაჩვეულებრივი ისტორია უნდა მოგითხროთ, რომელიც შორეულ 1916 წელს მოხდა.

პირველად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი 1916 წელს ჩატარდა, რომელსაც არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი მასპინძლობდა.

მასპინძელთა გარდა, შეჯიბრებაში კიდევ სამი გუნდი მონაწილეობდა: ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე. ტურნირი ჯგუფური ეტაპის ფორმატში ჩატარდა, გუნდები ერთმანეთს თითო-თითოჯერ ხვდებოდნენ. ორი ქულა მოგებაზე ეთვლებოდათ, ერთი - ფრეზე და შესაბამისად, ნული მარცხისთვის.

ჩილელები პირველ ორ შეხვედრაში სასტიკად დამარცხდნენ. ურუგვაელებმა მათ ანგარიშით 4:0 მოუგეს, ხოლო არგენტინის 6 გოლს მხოლოდ 1-ით უპასუხეს.

"წითელმა გუნდმა" ასევე ვერ შეძლო ბრაზილიის დამარცხება (1:1) და ავტომატურად დაკარგა გამარჯვების შანსი. ბრაზილიელები, სავარაუდოდ, ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდებოდნენ, მაგრამ დარჩენილი ორი მონაწილისგან ძნელი იყო ფავორიტის გამორჩევა. ურუგვაი და არგენტინა ძლიერი და ძალიან ორგანიზებული გუნდები იყვნენ. სხვათა შორის, "ალბისელესტეს" ფეხბურთელების ყველაზე გრძელი სათადარიგო სკამი ჰქონდა - 23 მოთამაშე, რომელთაგან სამი მეკარე იყო.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით თამაშისთვის მზად არ იყო. გასული საუკუნის დასაწყისში ფეხბურთი არ იყო პროფესიული საქმიანობა. ამიტომ ბევრი სპორტსმენი თავისი ძირითადი სამუშაოთი იყო დაკავებული. ისე მოხდა, რომ ბრაზილიასთან შეხვედრამდე არგენტინელებს არ ჰყავდათ თავდამსხმელი - არცერთი მათგანი თამაშზე არ მოვიდა და უდიდესი დანაკლისი კი ალბერტო ოჰაკოს არყოფნა გახლდათ. თავდამსხმელი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, ეროვნული ჩემპიონატის ოთხგზის ბომბარდირი, იმ დროის ყველაზე ტიტულოვანი არგენტინული კლუბის - აველანედას "რასინგის" მთავარი იმედი.

დადგა საკითხი: ვინ უნდა ითამაშოს შეტევაში? არგენტინელებმა გასახდელში კონსულტაცია გაიარეს და გადაწყვიტეს, დახმარებისთვის ტრიბუნისთვის მიემართათ. საჭირო იყო კაცი, რომელსაც თამაშზე გარკვეული წარმოდგენა ექნებოდა და მზად იქნებოდა იდენტობა პირადობის დოკუმენტით დაედასტურებინა... ასეთი ადამიანი ხოსე მანუელ ლაგუნა გახლდათ.

ვის იცის ფეხბურთის თამაში? ასე მიმართეს ტრიბუნას არგენტინელებმა ბრაზილიასთან მატჩის დაწყებამდე. ვის შეუძლია დაგვეხმაროს, ვინ ითამაშებს ცენტრალურ თავდამსხმელად? ვინ არის ისეთი, რომელიც ფეხბურთს ხანდახან მაინც თამაშობს? ლაგუნა, რომელიც ნაკრების მხარდასაჭერად მოვიდა, წამითაც არ დაფიქრებულა და მაშინვე მოედანზე გავიდა.

გასახდელში დებიუტანტმა თქვა, რომ "ურაკანში" თამაშობს, დასძინა, რომ ის ნორმალური შედეგიანობით გამოირჩეოდა, და ასევე, მომავალ მატჩში ის ბოლომდე იბრძოლებდა. მას ფორმა გადასცეს, სწრაფადვე გახურდა და სამწვრთნელო შტაბს გაუნცხადა, რომ თამაშისთვის მზად იყო.

"ეს იყო ჩვენი ხსნა? არა, ეს იყო სასწაული", - იხსენებენ თვითმხილველები.

სასტვენის ჩაბერვისთანავე არგენტინელები შეტევაზე გადავიდნენ. ლაგუნამ თამაში საკუთარ თავზე აიღო. თანაგუნდელებმა ეს მაშინვე შეამჩნიეს და გადაწყვიტეს მატჩის ბედის მისთვის მინდობა. ყველასთვის მოულოდნელად (მატჩს HABA-ს სტადიონზე 20 ათასი მაყურებელი ესწრებოდა), მე-10 წუთზე ხოსემ ბურთი კარში შეაგდო. ნახევარი საათის წინ ის სტადიონზე ეროვნული გუნდის გასამხნევებლად მოვიდა, ახლა კი ბრაზილიას გოლი გაუტანა! ეს მართლაც წარმოუდგენლად ჟღერდა.

23-ე წუთზე "სელესაომ" საპასუხო გოლი გაიტანა, ასე დასრულდა მატჩიც.

ტურნირზე "ალბისელესტემ" ვერცხლი მოიგო (მხოლოდ ჩილელების დამარცხება შეძლეს - ურუგვაელებთან და ბრაზილიელებთან არგენტინელებმა თამაში ფრედ დაასრულეს). ურუგვაი გახდა ჩემპიონი, ბრაზილიამ მესამე ადგილი დაიკავა.

ლაგუნა, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ტურნირის პრიზიორი გახდა. ამ გოლმა იგი ვარსკვლავი გახადა. ახლა ნებისმიერი კლუბის კარი ღია იყო მისთვის.

პოპულარობის მიუხედავად, ხოსე "ურაკანში" კიდევ 8 წლის განმავლობაში თამაშობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მან 113 მატჩში 59 გოლი გაიტანა. გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ ამ ფეხბურთელის მიღწევები, ის კლუბის ერთ-ერთ მთავარ ლეგენდად რჩება.

1925 წელს ლაგუნა სათამაშოდ პარაგვაის "ოლიმპიაში" გადავიდა, მაგრამ მან იქ თამაში ვერ შეძლო და მალევე ბუცები ლურსმანზე დაკიდა.

ამის შემდეგ ლაგუნამ ხელი სამწვრთნელო კარიერას მიჰყო. პირველი სამუშაო ადგილი პარაგვაის ეროვნული გუნდი გახლდათ. იგი ამ ქვეყნის პირველი უცხოელი მწვრთნელი გახდა, რომელსაც ის 1945 წლამდე წვრთნიდა (1930-იან წლებში 8 წლით ჩამოაშორეს ნაკრებს, მაგრამ მერე ისევ დააბრუნეს). მისი ხელმძღვანელობით პარაგვაის ნაკრებმა დღევანდელი კოპა ამერიკის ჩემპიონატზე ვერცხლის სინჯის მედალი მოიგო.

ფოტოზე: პარაგვაის ნაკრები - მარჯვნივ განაპირა კუთხეში მწვრთნელი ხოსე მანუელ ლაგუნა დგას.

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი 1965 წლის 1-ელ თებერვალს ასუნსიონში გარდაიცვალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიზეზი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა გახლდათ. მრავალი წლის შემდეგ მისი სახელი პერიოდულად კვლავ ჩნდება პრესაში. ისინი წერდნენ მასზე, როგორც არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე სასოწარკვეთილ ფეხბურთელზე, რომელმაც გუნდი რთულ მომენტში გადაარჩინა. კაცი, რომელსაც მილიონში ერთი შანსი ჰქონდა და ამით ისარგებლა კიდეც...

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
ნიკო პაზი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"მილანს" სავარაუდოდ, ორი ფეხბურთელი კიდევ დატოვებს
დონარუმა "სიტისთან" ერთ ნაბიჯშია - იტალიელი მალე პრემიერ ლიგას მიაშურებს
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა და "სპორტინგმა" თამაში შემოატრიალა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო