"მალიორკამ" ლადო დვალიშვილის თანაგუნდელი, 24 წლის ფორვარდი ტომერ ჰემედი შეიძინა
"მალიორკამ" ლადო დვალიშვილის თანაგუნდელი, 24 წლის ფორვარდი ტომერ ჰემედი შეიძინა. "ბერმელიონესის" ოფიციალური საიტის ცნობით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და ჰაიფას "მაქაბის" შემტევი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას. ჰემედი ბოლო სეზონის წინ დაუბრუნდა "მაქაბის" (განათხოვრებული იყო) და სასტარტო 11-ეულში დამკვიდრებაც შეძლო. ქართველის და ებრაელის დუეტმა ჯამში 25 გოლი გაიტანა სეზონში (13 - ჰემედი, 12 - დვალიშვილი). სხვათა შორის, ტომერ ჰემედმა რამდენიმე დღის წინ გლაზგოს "რეინჯერსი" უარით გაისტუმრა.

"მალაგა" აგრძელებს აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას. ამდენი ყიდვის შემდეგ, ანდალუსიურმა კლუბმა გასხვისებასაც მიჰყო ხელი. გუნდი 21 წლის მარცხენა მცველმა მანუ ტორესმა დატოვა, რომელიც სეგუნდადივიზიონის "კარტახენაში" გადავიდა. იქ ტორესი ყოფილ თანაგუნდელებს, რუბენს, კალას და ხორდი პაბლოს შეუერთდა. "კარტახენას" ახალ სეზონში ლა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს დასახული.

"სევილიამ" გერმანელი ნახევარმცველი პიოტრ ტროხოვსკი წარადგინა: "სევილიას" სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. ძალიან მიხარია, რადგან დიდ კლუბში მოვედი. აქ ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ერთი სული მაქვს, მათთან ერთად ახალი სეზონისთვის დავიწყო მზადება", - განაცხადა ტროხოვსკიმ, რომელსაც ნახევარდაცვის შუაში სურს თამაში, თუმცა ფლანგზეც არ იტყვის უარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა