მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ "ალბისელესტეს" ნაკრებთან ერთად 2021 წლის კოპა ამერიკის გათამაშება მოიგო, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი მარიო კემპესი აცხადებს, რომ 34 წლის შემტევის დიეგო მარადონასთან შედარება არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა საუბრები იმ თემაზე, რეალურად სჯობდა თუ არა ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას.

"ჩემთვის, მესისთვის უბედურება გახლდათ ის, რომ მას დიეგო მარადონას ჩანაცვლება მოუწია" - წერს კემპესის სიტყვებს ESPN Mexico.

"ძალიან ძნელია დიეგო დაჩრდილო, მით უმეტეს, ის ხომ გაკერპებული იყო და აურაცხადი ოდენობის თაყვანისცემელი ჰყავდა. მესი მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეძლოს და კიდევ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს (რაც გამორიცხულია).

მას მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ მოუგია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტიტული მოიგო, მისი დიეგოსთან შედარება არ შეიძლება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

გოჩას
ეს თემა, ისევ გაბოროტებულმა კემპესმა შემოაგდო.კაცო არავინ გედავებათ, რომ მარადონა იყო ლეგენდა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს, მეორე ლეგენდის თანამედროვეობის უდიდეს ფეხბურთელის ლეო მესის, დაკნინების ხარჯზზე. ეტყობა ამ კემპესს ძალიან ეწყინა, არგენტინის ნაკრების გამარჯვება, ლეო მესის გამო და ლეო, რომ არ ყოფილიყო, მაშინ გაგიხარია, რას გაიხარებდა? აი ეს არის თავიდა თავი მისი გაღიზიანების და ისიც, რომ დაინახა მთელ მსოფლიოში, თუ როგორ უყვართ მესი! ასე როგორ უნდა დაიგრუზო, რომ გამარჯვების მერე გამოაქვეყნო ასეთი ღვარძლიანი კომენტარი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, თუ როგორი "პიროვნებაა" მარიო კემპესი.
გოჩა
მესი,რომ ლეგენდაა უკვე კი ბატონო,მაგრამ მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ჩემი აზრით რა თქმა უნდა,ისე ზოგს ვურჩევ კემპესის თამაშებიც ნახოს 78 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან უმაღლესი კლასი გასაოცარი ფეხბურთელი მარიო კემპესი.
გრიგოლის 1408-ას
კაცო რა მიკვირს იცით? არასოდეს მესის არ უთქვია, რომ მე ვინმეზე პირველი ვარ, რომ არც სთქვას ყველამ ვიცით რა დონის ბრწყინვალე ფეხბურთელია ლეო, ამაზე არც უნდა ვიდავოთ. ამ კემპეს იმის მაგივრად გახარებოდა ეროვნული ნაკრების წარმატება, მიადგა მესის. რა იყო შე კაცო, ასე როგორ უნდა გაბოროტდდე და დაბრმავდე, რომ ასეთი რამე სთქვა, იმ დროს როცა უნდა გიხაროდეს და ზეიმობდე, შენი ნაკრების წარმატების გამო. კარგით რა, მართლა და მართლა, უკვე ამოვიდა ყელში ეს უმსგავსობა.
გრიგოლი1408
თქვენ ეტყობა მარადინას თამაში არ გინახავთ. ნახეთ მარტომ როგორ მოუგო ინგლისის ნაკრებს
L.J.
მარტალი ხარ ბოღმით არგენტინელები ქართველებს არ ჩამოგვრჩებიან :)))
არტ
არც იმ ჩემპიონატამდე, არც იმ ჩემპიონატის მერე კემპესს არაფერი ფეხბურთი არ უჩვენებია. ჩემპიონატამდე უკვირდათ, მენოტის ეგ ტიპი საერთოდ რატომ მიყავსო, ჩემპიონატის მერე ევროპასი წავიდა, იქ ვერ ითამაშა და დაიკარგა. ჩემპიონატზე კი იცოცხლე, შვიდი თამაში მაგარი გამოუვიდა მიყოლებით. გაუვარდა რა.. ნუ აი სკილაჩივით დაახლოებით.
საბას
საბა, არგენტინაშიც ბოღმებს რა გამოლევს?
გოჩა
ამდენი, რომ იცოდეს ამას იბჟუტურებდა, ეს აყლაყუდა?
გია
ოოოო, ბოღმა რას უშვება ადამიანს? კემპეს, იმას მაინც თუ შეხედე რა ხდებოდა მსოფლიოს ქუჩებში, როცა არგენტინამ მოიგო და ხალხი ქუჩებში სიხარულით მესი, მესის ყვიროდა? ეს ტყუილად ხდებოდა? მსოფლიოს ნებისმირ კუთხეში, ლეოს ყავს უამრავი გულშემატკივარი და ეს ასე თავისთავად არ ხდება. დაიმსახურა მესიმ ხალხის სიყვარული თავისი უზადო თამაშით და პიროვნული თვისებებითაც. აი შენ კი ბოღმა, დარწმუნებული ვართ, არც გაგიხარდებოდა, არგენტინის ნაკრების გამარჯვება ლეო მესის გამო. ვაი შენს პატრონს, რა გეშველებათ ამ ბოღმისტებს? ისე ჩვენში დარჩეს და მესის სულ არ ჭირდება მარადონასთან შედარება (ან რაში სჭირდება?) იმიტომ, რო მესი მესია და ესეთი ათასში ერთი დაიბადება! ან დაიბადება კი? აი საკითხავი ეს არის.
L.J.
ეს კემპესიც მაგარი იყო მოიგო მსოპლიო მაგრამ ამ მესის რას გადაეკიდნენ ვერ ვხვდები ბრილიანტი გყავთ ისიამოვნეთ სანამ თამაშობს...
საბა
ეს რომ აქ ეთქვათ კიდევ ჰო, მაგრამ არგენტინელი ამბობს და ...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება