საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი წევრი, ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე კარიერას სუპერლიგის გუნდ თსუ-ში გააგრძელებს. 35 წლის კალათბურთელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2021-22 წლების სეზონში თსუ-ს ღირსებას დაიცავს.

გიორგი ცინცაძეს საკმაოდ გრძელი კარიერა აქვს. მას ყველა ქართველ კალათბურთელზე მეტ ქვეყანაში აქვს ნათამაშები. კლუბების ჩამონათვალს ქვემოთ გაეცნობით, აქ კი გეტყვით, რომ ცინცაძეს საფრანგეთში, უკრაინაში, ესტონეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, ლიბანში, ყატარსა და საუდის არაბეთში უთამაშია.

გიორგი ცინცაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ აქტიურად ემზადება და იგი იქნება ეროვნული გუნდის შეკრებაზე, რომელიც მიმდინარე ზაფხულშია დაგეგმილი. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ გუნდებს, რომლებშიც ცინცაძეს უთამაშია და ტიტულებს, რომლებიც ქართველ გამთამაშებელს აქვს მოგებული; ასევე - ვიდეორგოლებს, სადაც ცინცაძის მაღალი ოსტატობის კადრებია დაფიქსირებული.

გიორგი ცინცაძე

დაიბადა: 7.02.1986, თბილისი

სიმაღლე: 192 სმ

კარიერა: “აკადემია” (საქართველო), “ბასკო” (საქართველო), ცსკა (რუსეთი), “სამარა” (რუსეთი), “ურალ გრეიტი” (რუსეთი), “დინამო” (რუსეთი), “ტარტუ როკი” (ესტონეთი), “ტრიკალა” (საბერძნეთი), “დონეცკი” (უკრაინა), “სოპოტი” (პოლონეთი), “ოლიმპი” (საქართველო), “ბუდიველნიკი” (უკრაინა), “შამპვილი” (ლიბანი), “სკოპიე” (ჩ. მაკედონია), “შსს აკადემია” (საქართველო), “გრაველინი” (საფრანგეთი), “რუენი” (საფრანგეთი), “ქუთაისი” (საქართველო), “ალ შამალი” (ყატარი).

მიღწევები: რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის “ოლ სტარის” მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს თასის მფლობელი (2010, 2017), ლიბანის ჩემპიონი (2014), საქართველოს ჩემპიონი (2016), ყატარის ჩემპიონი (2019).

GBF.GE

დინამო 72
რა მაგარი ტრანსფერი???? ისეთივე მაგარი როგორიც შედეგი ბოლო სეზონის
Georgian
ბრავო თსუს, მაგარი ტრანსფერია. ცინცაძეს კი წარმატებები!
duscatto
დეერხა თსუ-ს :))
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს