ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]

თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც დამარცხდა თბილისის "დინამო" ბაქოში "ნეფთჩისთან" - ისევ 1:2.

საკუთარ მოედანზე 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელმა კახა ცხადაძემ თქვა, რომ შეცდომებს არ გაიმეორებდნენ და გამარჯვებას შეეცდებოდნენ. მან სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა და მისმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შემდეგ თამაში გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. პირველი ხიფათი მასპინძელთა კართან 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გაბედავას თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ტაიმის დასასრულს კვლავ გაბედავას მიეცა შანსი, ისევ თავით სცადა გატანა და ამჯერად მიზანს ააცილა. ეგ იყო და ეგ. მეტოქე დასახულ გეგმას მიზანდასახულად მიჰყვებოდა, ტემპს უნარიანად აგდებდა, ხოლო „დინამო“ სახიფათოდ ვერ უტევდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რაც ბაქოურ გუნდს აძლევდა ხელს.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადავიდა „დინამო“ იერიშებზე და დაწინაურდა კიდეც: ხარაბაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კუციას მეკარე მამედოვმა აუღო, რომლისგან ბურთი ძელს მოხვდა, მბოჯიმ ხიფათის განმუხტვა ვერ შეძლო და რადინმა გაიტანა. სამწუხაროდ, თბილისური გუნდის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მეკარე კვასხვაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი ვერ დაიმორჩილა, კურიოზული შეცდომა დაუშვა, მეზა კოლი წააქცია, პენალტით კი ანგარიში მაჰმუდოვმა გაათანაბრა. მერე ალესკეროვმაც დაამწუხრა ჩვენი გუნდი და ყველაფერი დასრულდა.

„დინამო“ საკმაოდ სუსტ გუნდთან დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „ქაირათმა“ გამოაგდო.

ფაქტია, ეს „დინამო“ ცხადაძის დაკომპლექტებული არ არის, ხელახლა ასაწყობი და შეძლებისდაგვარად გუნდს დასამსგავსებელია.

ბაქო. „ბაქსელ არენა“

ნეფთჩი - დინამო (თბ) 2:1

გოლები: 0:1 რადინი (51), 1:1 მაჰმუდოვი (58, პენ), 2:1 ალესკეროვი (68)

ნეფთჩი: მამედოვი, ჩელიქი, მბოჯი, სტანკოვიჩი, ბულიდოვი, მაჰმუდოვი, კანე, ბუგრენი (ნაჯაფოვი 76), ლავალი, მეზა კოლი (არამიში 72), ალესკეროვი (აბასოვი 90+3)

დინამო (თბ): კვასხვაძე, სპორკსლედე (მორჩილაძე 69), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (ქავთარაძე 90), კუცია (ოსეი 69), ქარდავა (მექვაბიშვილი 74), რადინი (იაშვილი 90), გაბედავა, მარუშიჩი

• gia

თბილისის დინამო ,სანამ მატჩოს წინა პერიოდში ტრაბახობას არ შეეშვებით მუდამ ასე იქნება,ეს ის დინამო არ არის საბჭოთა კავშირის დროს რომ შიშის ზარს სცემდა ნებისმიერ გუნდს.

ეგენი არიან ფიფიას პირველი მეხოტბეები

• rezi

სანამ ფიფიაა არაფერი გვესველებაა

• paata

დინამო თბილისი ხომ ჩვენი ქვეყნის ცნობილი ბრენდია, ის ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი გუნდი უნდა იყოს, ყველა თბილისელის და ქართველის სურვილიც დარწმუნებული ვარ ესაა, სამწუხაროა შენი ქვეყნის გუნდი ვიღაცა ჭღრ-პღრ გუნდთან ასე სამარცხვინოდ რომ აგებს, მოწინააღმდეგემ გუშინ ისწავლა ფეხბურთის თამაში, დინამო თბილისი კი სახელოვანი ტრადიციების გუნდია, რომელსაც არ შეშვენის ასეთი თამაშები. კარგი იქნება ფეხბურთის ფედერაციამ და გუნდის თავკაცობამ იფიქროს იმაზე, რომ დინამო თბილისმა დაიბრუნოს ძველი დიდება და კვლავ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი.

• gia

სირცხვილია სირცხვილოი სირცხვილი სირცხვილი სირცხვილიიიიიიიიიიიიიიიიიი

• სვანსკი

ეს კვასხაძე ვინმეს ბავშვის ნათლიაა ფედერაციაში თუ რაა ბოლო ბოლო,თუ გაყიდეთ თამაში. ჰო აბა ბიჯო ჯერ არ გაგიყიდიათ,სხვათაშორის ეს მეკარეს, გუნდის მესვეურებს და ზოგიერთ კომენტატორს ეხება,რომელიც ამბობს რომ თურმე დინამო პროგრესირებს.სიტყვა ნაძირალა გუნდს არანაირად არ ეხება.ვისაც ეხება კია ჩამოთვლილი.

• "დინამო" - ფიფიას გარეშე!

ეს გუნდი მთლიანად დასაშლელი და ხელახლა ასაწყობია, სხვა მფლობელის ხელში! ამ ვითომ ფეხბურთელების უმრავლესობა - ყანაში, კლუბის მენეჯმენტი - ჰაერზე, ცხადაძეს შეუძლია დარჩეს თუ მოუყვანენ მის მიერ არჩეულ მოთამაშეებს

არ მინდა აქ პოლიტიკური ელფერი მივცე სიტუაციას და ბანალური ფრაზებით შემოვიფარგლო, მაგრამ ნუთუ ვინმე ღვთისნიერი ქართველი ბიზნესმენი არა გვყავს, რომ ჩვენი საყვარელი დინამო შეიძინოს და გამოიხსნას ამ მავნებელი სოვდაგრის კლანჭებიდან, რომ სულ ცოტა გუნდს მაინც დაემსგავსოს? წარმომიდგენია, მამაჩემის თაობის 70 წელს გადაცილებული გულშემატკივარი რას განიცდის, როდესაც ერთ დროს დინამოს თამაშით სიამოვნებას იღებდა და დღეს ამ კოშმარს უყურებს. მაინცდამაინც დიქტატურაა საჭირო, რომ სიკეთე გაკეთდეს??? ფიფია რასაც აკეთებს,ეს ხომ ბოროტებაა? ცინიზმსაც ხომ აქვს საზღვარი?

• ILIA

სად ხართ, ვეტერანებო? ამოიღეთ ხმა! ხურცილავადან - არველაძეებამდე. დაიღუპა ჩვენი სათაყვანებელი "დინამო"!

• დავითი

ფედერაციას რომ არ აინტერესებს დინამოს თამაშის და ფეხბურთელების ხარისხი გასაგებია მაგრამ, ეს ვეტერანი დინამოელები რაღამ გაგაჩუმათ თქვენი მოპოვებული დიდება და შექმნილი ისტორია რომ წყალსა და ქარს მიაქვს! გაბელია შენ ხომ ყველაზე კარგად იცი რომ კვასხვაძემ შეგნებული შეცდომებით მიართვა აზერებს გამარჯვება, რატო არ იღებთ არავინ ხმას? ნუთუ თქვენც გაგაჩუმეს?

• ჭ კლასი

ნახევარდაცვა და თავდასხმა ხომ ბრდღვნის ყველაფერს:)

• lupa

ეს კვასხაძე მოგზავნილი მგონია მე!

• სოსო

მე ბავშვებო,წარმოშობით ტანკისტი ვარ! (მე ვხედავ მზეს)/ნოდარ დუმბაძე/

• Qomagi

აბა ვაგრძელებთ ფიფო ფულის გათეთრებას:)) ვაი ჩვენს პატრონს:))))

• ვაიდინამო

აკადემიის საბავშვო ბაღიდან მოყვანილი ფეხბურთელებით და გაურკვეველი წარმოშობის ე.წ.ვაილეგიონერების ხარჯზე ვერანაირ თამაშს და მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას აბა როგორ შეძლებს ახლა უკვე ე.წ. დინამო. სამარცხვინო გუნდი თავისი ე.წ. ხელმძღვანელობით. ცხადაძე არ უნდა მისულიყო და თავი საგინებლად არ უნდა გაეხადა გულშემატკივარისათვის. მაკაბი ამაზე უარეს დღეში ჩააგდეს ამ დინამოს

• პაციენტი კარდიოლოგიურიდან

გთხოვთ მაკაბისთან აღარ გავიდეთ რაა სათამაშოდ, ვთქვათ რომ უმრავლესობას კორონა გვაქვს და ვერ ვითამაშებთ. გთხოვთ უმორჩილესად!

• zmo

სირცხვილის გრძნობა სულ დავკარგეთ ქართველებმა, ყველა ფულის შოვნაზეა გადასული ძლიერი და ქვეყნის მოყვარული პატრონი ჭირდება ქვეყანას და ფეხბურთსაც ეშველება, გაყრის ამ უსაქმურებს, ფედერაციიდან დაწყებული იმ კვასხვაძითა და ფიფიათი დამთავრებული

• დჭ

როდემდე უნდა გააგრძელოს ფიფიამ მიცვალებულზე შეურაცყოფის მიყენება?!

• მერაბი

კვასხვაძემ წააგო ორივე შეხვედრა. საკვირველია, "დინამო" კარგ და პერსპექტიულ მეკარეებს სხვაგან უშვებს და კვასხვაძეს ძირითად მეკარედ მოიაზრებს. არც ნაკრებში იყო თავის დროზე გამოსაძახები. საერთოდ, "ნეფთჩის" ფონზე "დინამოს" ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ როცა კლასი და ფიზიკა აკლიათ, ცხადაძემ რა უნდა ქნას? საერთოდ შეცდა გუნდი რომ ჩაიბარა.

• ქომაგი

დაცვის ხაზი მეკარის ჩათვლით სასწრაფოთ შესაცვლელია. მეკარის ასეთი შეცდომები, შეცდომაც აღარ არის უკვე...

• 100%

,,ფიფანო,,

• ფიფიას

უდა გაყიდოს დინამო სირცხვილია აწი მაიც იქონიოს ნამუსი ესეთი სახელის მატარებელი კლუბი ესეთ დხეში არ უდა იყოს ფიფა გაყიდე ხელი შეუწყვე დინამოს განვითარებას ფიფია წადიიიიი წადიიიი

• R.M.

სირცხვილია !

ფიფიამ უნდა დატოვოს ( გაყიდოს ) დინამო !!!

• არდილეს

რამაზ შენგელია და თენგიზ სულაქველიძეც ქუთაისელები იყვნენ თუ გახსოვს?!

• Lasha

ქართული ფეხბურთის სირცხვილია ეს კლუბი. ცხადაძის ფეხბურთი ძალიან მომწონს, მაგრამ თავდამსხმელები მომენტებს რომ ვერ იყენებენ და დაცვა და მეკარე სამოყვარულო დონისა გყავს, რაზე უნდა ილაპარაკო... გაუშვით ეს კვასხვაძეც აწი და ვინმე ბავშვი დააყენეთ. 32 წლის მეკარე ამისთანა შეცდომებს არ უნდა უშვებდეს!

• დათო

უნდა შეწყდეს ბიუჯეტიდან ფეხბურთის დაფინანსება.გაქსუებული ფუნქციონერების ჯიბეებში ილექება ხალხის ფული.ისედაც,ფეხბურთი,თეატრი და კინო მაშინ ასრულებს თავის ფუნქციას როცა კაცი მაძღარია-ასეა ევროპაში იმუშავე მთელი კვირა,შაბათ-კვირას წადი თეატრში ან სტადიონზე და გაერთე,განიტვირთე.

• დიმა

ახლა მაკაბისთან შერცხვებიან.

• ბაბუაწვერა

ვეაფერს ვერ გახდება ცხადაძე.ვერც ფიფია.გუნდში როცა გყავს კვასხაძე რომელ მოგებაზე უნდა იფიქრო.ეს ადამიანი საეჭვოდ თამაშობს საქართველოს ჩემპიონატშიც.აბა დააკვირდით.

• Mamuka museliani

კვასხვაძე რად უნდოდათ სამი მასზე უკეთესი ყავთ განათხოვრებული დინამოს

• Slava

Mteli azerbaijani imaze laparakobs rom, 12-ti fexburteli mougebda aba ra 10-fexburtelso..... tbilisis mekare xom chveniani iyoo, rom ara is mekare chven warmateba gagvichirdebodaoo. Imitom rom tbilisis dinamom chvenze ufro uketesad itamashaoo. Nevchize ufro lamazad itamashaoo.........

• ოთარ გინესი

იქნებ რამე ანტირეკორდი დავამყაროთ და მაგით მაინც მივიქციოთ ყურადღება

• gocha

ესეთი ზუსტი და შესაფერისი სათაური არასდროს არაფერზე დაგიწერიათ

• დათო

მყიდველი რომ არავინ არის

• ნკ

ვუყურებთ ამ საცოდაობას არც მომავლის იმედი არ ჩანს და ყველაზე ცუდი აქ ის არის რომ გულშემატკივრის გარდა ყველა ჩუმად არის!!! დიახ ჩუმად არის ის ხალხი ვინც ყველაზე მეტს უნდა ამბობდესდა თან პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე!!! სანამ ყველა ხმას არმოიღებს და ფიფიას ამ კომფორტს არ დაურღვევს მანამ არფერი ეშველება დინამოს!!!!!

• გუჯას კახაძის მეგობარი

პენალტს რომ თავი დავანებოთ, მეორე გოლი როგორ გაგვიტანეს? ასეთი გოლი როგორ უნდა გაუშვა? მესი ან რონალდო რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის ))

• ისიდორე

სირცხვილია სირცხვილი

• butxa

კვასხაძე და გაბედავა მოაშორეთ

• ddd

დინამო სამგურალი მოვიდა გაიქეციიი.დდდდ

• ქომაგი

მეკარის შეცდომებმა კი წააგებინა ორივე თამაში, მაგრამ ვინ იცის მავანს რამდენი მოაგებინა??? ასეთი დაბალი კლასისაც არაა კვასხვაძე და დაცვა, ორ თამაშში ასეთი შეცდომები რომ დაუშვას(ნეფტჩის მცველის არ იყოს კარის ხაზის 1 მეტრიდან ორივე ფეხის ერთად დარტყმით რომ მოინდომა ბურთის გამოტანა).... ფეხბურთი ბიზნესია და სპექტაკლია!

• გიო

ხალხო ნუგა გაქვთ ნურაფრის იმედი,ამ გაღატაკებულ ქვეყანაში სადაც ხალხს შია და მთავრობა კიდე პრადოს იწუნებს რომელ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ:)))

• luka

დღეს საეჭვოდ ითამაშა კვასხვაძემ,ფულის მოყვარულია ეგ და მისი დღევანდელი თამაში საყურადღებოა,პენალტი შეგნებულად შექმნა,მეორე გოლი კი გააცილა ბურთი..სწორედ ეს არის საეჭვო,ფული მაცდურია განსაკუთრებით როცა სოლიდურ თანხის მიღება შეგიძლია.დღეს დინამო ათი კაცით დამარცხდა მოწინააღმდეგეს 12-ფეხბურთელთან..კვასხვაძე დინამოდან გასაშვებია სასწრაფოდ

• kakoie

კვასხვაძე და დაცვის მთელი ხაზი 2 წლით სათადარიგოებში, კლუბიდან წასვლის უფლების გარეშე, გაძლიერებული კვება ცხვრის დუმით, შავი პურით და მაკარონებით. ფიფია- საქართველოს რეკორდსმენი ფულის უაზროდ ხარჯვაში. ცხადაძე ცოდვაა ამ კლუბში და საერთოდ დაისვენოს ქართული ფეხბურთისაგან. დინამოს 138 გულშემატკივარო ( თუ 139 ხართ?არ გახსოვთ) მადლობა უთხარით კვასხვაძეს და დაცვას!

• Gio

არავის გეწყინოთ მაგრამ ორივე თამაში მეკარემ წააგო....სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

• S.O.S. სასწრაფოდ!!!

ფიფი უნდა წავიდეს !!! გაყიდოს კლუბი და დაგვანებოს თავი!!!

ამ უვარგისებს , უვარგისი თავები ფეხბურთელები ჰგონიათ ?

• ზორბეგი

თქვენ თუ პროგრესს ვერ ხედავთ სათვალეები გაიკეთეთ - სად 1-6 და სად 1-2. თან ისეთი მძლავრი გუნდისგან როგორც ნეფთჩია რეალი ხომ არა იყო რომ მოგება მოთხოვოთ, თვით აზერული სუპერკლუბია, არა უშავს შემდეგში გრესაც გამოკრავენ ხელს და ასე ავშენდებით სად გვეჩქარება

• გიორგა

უბრალოდ სიარულით მოგვიგეს ორივე თამაში თანაც 2 დღის შეკრებილმა გუნდმა დინამოსგან განსხვავებით რომელიც შუა ჩემპიონატს თამაშობს კვასხვაძე მაოცებს ასეთ მეკარეს ნაკრებში რაესაქმებოდა თავისდროზე

• Lova

ესეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კვასხვაძე განზრახ აკეთებს ესეთეფს მაინც ქუთაისელია..... დინამო არ ევასება

• გიორგი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო ფეხბურთი არ ას ჩვენი საქმე, ნაკრები რო იგებს ათაში ერთხელ ეს ღირსების ამბავია. რატო ვაფინანსებთ ფეხბურთს ვინმემ ამიხსნას, მერამდენე წელია უკვე იღებენ ხელფას ხალხის კისრიდან და რამე წარმატებას მიახწიეს? კვასხვაძე წადი რა ტორპედოში არაა დინამო შენი და ვერც ვერასდროს იქნება დინამოელად უნდა დაიბადო თორე ძალით ვერ გახდები...

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

Geo Team: საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს

კვირკველია: მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა - იმაზე არ ვიფიქრებ, როგორ გავხდე "ნეფთჩის" ლეგენდა

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

azerisport: "ნეფთჩიმ" კვირკველიას კონტრაქტი გაუწყვიტა

ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ინიშნება თუ არა ქეცბაია "ნეფთჩის" მწვრთნელად - რას წერს აზერბაიჯანული პრესა ქართველის "ანორთოსისიდან" წასვლის შემდეგ

საბა კვირკველია: ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად უფრო იმედებს ერთა ლიგაზე ვამყარებთ