რუსული პრემიერლიგის გუშინდელი ტური ქართველი ლეგიონერებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა
ბოლოდროინდელი მატჩებისგან განსხვავებით, რუსული პრემიერლიგის გუშინდელი ტური ქართველებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა. რამდენიმე ჩვენებურს გუშინ, 22 ივნისს საერთოდ არ უთამაშია, დანარჩენებმა კი თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინეს.

ყაზანში "რუბინმა" "ვოლგას" 2:0 სძლია. მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა ახალგაზრდა საბა კვირკველია, ნიჟნინოვგოროდელთა შემადგენლობაში კი მხოლოდ გია გრიგალავამ, მათე ვაწაძემ და ოთარ მარცვლაძემ ითამაშეს - პირველმა ორმა სრულად, მესამე კი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებული იყო, ლაშა სალუქვაძეს ყოფილ კლუბთან თამაშის უფლება არ ჰქონდა, გოჩა ხოჯავა კი ტრავმირებულია.

ჯანო ანანიძე ამჯერადაც მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, მაგრამ მან და მისმა თანაგუნდელებმა მოსკოვურ დერბიში "დინამოსთან" ვერაფერი გააწყვეს - 0:2. "ანჟიმ" სტუმრად "კრილია სოვეტოვი" 3:0 დაამარცხა, დაღესტნელთა კარი ნუკრი რევიშვილმა დაიცვა.

ქართველები ერთმანეთს კრასნოდარში დაუპირისპირდნენ. ლევან გვაზავას "ტერეკმა" ალექსანდრე ამისულაშვილის "კრასნოდარს" 2:0 მოუგო. გვაზავა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ნალჩიკის "სპარტაკი" პერმში "ამკართან" 0:1 დამარცხდა, დავით სირაძე სტუმართა 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vajiko
სირაძე დისკვალიფიცირებული იყო,ანჟიმ კიდე 0:3 მოიგო,მიაქციეთ ყურადღება და ელემენტარულში ნუ ცდებით!!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა