თბილისში სტარტი აიღო ევროპის 20-წლამდელთა ჩელენჯერმა, რომელშიც მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილ საქართველოსთან ერთად საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ნაკრებები მონაწილეობენ.

პანდემიის გამო კვლავ არ ჩატარდა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები და ფიბამ გადაწყვიტა 5-6-გუნდიანი ჩელენჯერების ჩატარება. ევროპის ქვეყნები დაიყო 3 კატეგორიად და ჩელენჯერები ამ ნიშნით განაწილდა. საქართველო მოხვდა კონტინენტის წამყვან 18 გუნდში და შესაბამისად, თბილისის ჩელენჯერში საასპარეზოდ ევროპის რამდენიმე წამყვანი საკალათბურთო ქვეყნის ნაკრები ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია და წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონისთვისაც უნდა ემასპინძლა, მაგრამ ზემოთ ნახსენები პანდემიური მიზეზის გამო მასშტაბური ტურნირის ნაცვლად რამდენიმეგუნდიანი ჩელენჯერის ჩატარება გადაწყდა. ევროპის მოწინავე დივიზიონის გუნდები ჯამში 4 ჩელენჯერს თამაშობენ – უნგრეთში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და საქართველოში.

პირველ სათამაშო დღეს, 20 ივლისს, პირველი ტურის 3 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა დამაჯერებლად – 87:66 დაამარცხა პოლონეთი, ხოლო თურქეთმა ბულგარეთს სძლია – 78:71.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ამ ასაკში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი – საფრანგეთის ნაკრები იყო. მილოშ გლიგორიევიჩის და მისი ასისტენტების – ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტ ფრანგებს. მართალია, საბოლოოდ ქართველები 21 ქულით – 63:84 დამარცხდნენ, მაგრამ ანგარიშში სხვაობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. მანამდე ქართველები შანსს ინარჩუნებდნენ და მეტოქეს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ.

მილოშ გლიგორიევიჩი ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და ზოგადად, ასაკობრივი ნაკრების ამოცანა ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების მომზადებაა. შედეგიც კარგია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მართლაც ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და ეს შანსი უპირველესად გამოცდილების მისაღებად, თამაშის სწავლა-დასახვეწად უნდა გამოიყენო. ამ კუთხით საფრანგეთთან დაპირისპირება ძალიან სასარგებლო იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც ღირსეულად იბრძოლა და სპორტის სასახლეში მოსული არცთუ მცირე მაყურებელი იმედიანად განაწყო.

მატჩის ბოლო 3 წუთი ითამაშა 2007 წელს დაბადებულმა ავთანდილ ბახტაძემ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩელენჯერის თამაშებს მწვრთნელთა შტაბი ახალი თაობის აღმოსაჩენად, ტალანტების გამოსაცდელად და მომავალზე ორიენტირებული იდეებით უყურებს.

21 ივლისს მეორე ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი პოლონეთი ბულგარეთს, გერმანია კი საფრანგეთს შეხვდება.

GBF.GE

Zaza
კალათბურთის ფედერაცია არარსებობს ჩვენთან როდემდე უნდა აპრავოთ წაგებები საქამდე გაქვთ ლიმიტი.სირცხვილი და ღირსება აღარაა მოდაში ხო.ეგეთი თამაშისთვის ადრე დაგხვრიტავდენ.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება