"სპორტ-ექსპრესმა" რუსეთის ჩემპიონატის დაწყების წინ წერილი გამოაქვეყნა "რუბინსა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"გაზაფხულზე "რუბინი" შესანიშნავი იყო, დაამარცხა "სპარტაკი" და "ზენიტი", გაიტანა ლამაზი გოლები და 7-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე გაიჭრა. ასეთ ფორმაში, თამაშის ასეთ "მუღამზე" გუნდი კარგა ხანია არ ყოფილა. ახალ სეზონში გუნდისგან ბანკეტის გაგრძელებას ელიან, მაგრამ ჯერ შეშფოთება მოსალოდნელზე უფრო მეტია.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე გუნდმა სამ მატჩში თამაშიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, შვიდი კი გაუშვა. გაურკვეველია, რა იქნება ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, როგორ შეცვლის კლუბი ძირითად მცველ სტარფელტს და როგორ მოახერხებენ ადაპტაციას ახალწვეულები. მოსკოვში მტკივნეული მარცხის შემდეგ ყაზანელები უკვე შაბათს "სპარტაკს" უმასპინძლებენ. გასაგებია, ბევრ რამეს ოფიციალური მატჩები გვიჩვენებს, მაგრამ სეზონის სტარტის წინ მდგომარეობა საგანგაშოა.

ხვიჩას მომავალთან დაკავშირებული ეპოპეა უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება: კლუბების შესახებ, რომელთაც თითქოს ის სურთ, მედიასაშუალებში ყოველ კვირაში ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ კლუბის ოფისში წინადადება არ მიუღიათ. ქართველის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავს, თუმცა ყოველივე ეს კონკრეტიკის გარეშეა.

"რუბინში" იმ აზრსაც უშვებენ, რომ ხვიჩა შეიძლება ახალ სეზონში დარჩეს და ეს მიუხედავად "ბაიერნზე", "ბორუსიასა" და "ლიდსზე" ამდენი საუბრისა. თითქმის ყველა სიახლეს კლუბი მედიისგან და არა ოფიციალური მოთხოვნისგან იგებს.

კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეკრებისას "რუბინი" ლამის წყობილებიდან გამოიყვანა, თუმცა კლუბში ამბობენ, რომ მისი სტატუსი, რომლის გაყიდვაც ზაფხულში უნდათ, არანაირად არც ფეხბურთელს უშლის ხელს და არც გუნდს. დიახ, უკვე იყიდეს ხვიჩას შემცვლელი სეიად ჰაკშაბანოვიჩი, მან კი მშობლიურ მარცხენა პოზიციაზე წესიერად ვერც ითამაშა, ვინაიდან კვლავ ხვიჩას უკავია.

გარემარბების - ხვიჩას, ჰაკშაბანოვიჩისა და მაკაროვის მოედანზე განლაგება სლუცკის თავსატკივარია. როგორც ჩანს, ხვიჩას საკითხი სატრანსფერო ფანჯრის სექტემბრამდე დახურვამდე არ გადაწყდება. იქამდე კლუბი გაურკვევლობაში იცხოვრებს, თუ როგორი იქნება მისი ძირითადი შემადგენლობა, ხვიჩას ტრანსფერი ხომ პირდაპირ ახდენს გავლენას ლეგიონერთა განაცხადში შეყვანაზე. ახლა გუნდში 9 ლეგიონერია და თუ კვარაცხელია წავა, ყაზანელებს აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, ვინ იქნება ზედმეტი უცხოელი.

და საქმე თვით კალენდარში როდია, არამედ იმ მდგომარეობაში, რომლითაც "რუბინი" მძიმე თვეს ხვდება: გაურკვეველი სიტუაცია ხვიჩასთან და მის შემცვლელ ჰაკშაბანოვიჩის როლთან დაკავშირებით, სტარფელტის წასვლის გამო გამოწვეული პრობლემა დაცვის ცენტრში, დენის მაკაროვის მდგომარეობა, რომელიც ნაკრების შემდეგ მძიმედ შედის ფორმაში და ჯორჯე დესპოტოვიჩში, ვინაც წინასასეზონო პერიოდში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ყველაფერი ეს "რუბინისთვის" საგანგაშოა.

კალენდარი სტარტზე:

24.07. "სპარტაკი"

30.07. "არსენალი"

05.08. კონფერენს ლიგის პირველი მატჩი

08.08. "ახმატი"

12.08. კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი

15.08. "კრილია სოვეტოვი"

22.08. "ხიმკი"

29. 08. "კრასნოდარი"

"რუბინი" ახალ სეზონს "სპარტაკთან" საშინაო შეხვედრით იწყებს - ეს რევანშის შესაძლებლობაა და მის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული სეზონის სტარტზე გუნდის მდგომარეობა.

5 აგვისტოს სლუცკის გუნდი კონფერენს ლიგის პირველ მატჩს ჩაატარებს - მეტოქე 29 ივლისს გაირკვევა. თუ ყაზანელები პლეი-ოფში გავლენ, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კიდევ ორი შეხვედრა ელით - 19 და 26 აგვისტოს".

სოსო
როგორ ფორმასაც რუბინი და სპარტაკი სეზონისწინა მატჩებში გვიჩვენებენ,ძნელი წაროსადგენია,რუბინმა სპარტაკს ქულები აართვას.ამას,ვერც ხვიჩას ყოფნა არ ყოფნა შეცვლის,რადგან არც ის იყო,სხვებზე ბევრად უკეთესი.გუნდი არ იყო მთლიანობაში და ხვიჩაც საკმაოდ უნიათოდ ირჯებოდა.
სულხან
ასე მგონია ჩვენ უფრო ვნერვიულობთ ამ მითიურ ტრანსფერზე, ხოლო თითონ, მამამისი თავისი მეგობარი ჯუღელით მშვენივრად და მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს.
ირაკლი
ტრაგედია არ უნდა იყოს ხვიჩას რუბინში დარჩენა ერთი გარემოება რომ არა რამდენად შეძლებს რუსეთში გაზრდას იმ ფონზე როდესაც რუსული ლიგა წლიდან წლამდე სუსტდება
Irakli
ალბათ ტრაგედია არ უნდა იყოს ხვიჩას რუბინში დარჩენა, ერთი გარემოება რომ არა რამდენად შეძლებს რუსეთში გაზრდას იმ ფონზე როდესაც რუსული ლიგა წლიდან წლამდე სუსტდება
SS
მდაა... ხო არ დაადგა საშველი ამის ტრანსფერს....
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს