მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი 50 კაციანი რაზმი დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატების ირლანდიელმა მწვრთნელმა ედი ოსალივანმა
მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი 50 კაციანი რაზმი დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატების ირლანდიელმა მწვრთნელმა ედი ოსალივანმა. "არწივების" რიგებში ყველა უძლიერესი ამერიკელი მორაგბეა გამოძახებული. მათ შორის არიან ინგლისური "სარასენზის" მოთამაშეები კრის ვაილესი და ჰეიდენ სმითი, ასევე ბასკური ბიარიცის გარემარბი ტეკუ ნგვენია.

აშშ-ს ნაკრებმა ახალახან ინგლისში გამართულ "ჩერჩილის თასზე" იასპარეზა, სადაც ზემოთ ნახსენებ მორაგბეებს არ უთამაშიათ. სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ტურნირზე გუნდს კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. "არწივებმა" ინგლის A და ტონგას ეროვნულ ნაკრებებთან წაგების შემდეგ, რუსეთის ეროვნულ გუნდს სძლიეს, რომელსაც კიდევ ერთხელ ახალ ზელანდიაში დაუპირისპირდება ჯგუფურ ეტაპზე.

"მსოფლიო თასამდე სამი თვით ადრე შევძელი ნაკრების მოთამაშეების ნაწილი ჩერჩილის თასზე საქმეში მენახა. მაგრამ არიან მორაგბეები, რომლებმაც ამ ტურნირზე თამაში ვერ შეძლეს. წინ საკმაოდ დიდი დრო და სამი საწვრთნელი შეხვედრა გვაქვს გასამართი. იქ გამოჩნდება ვინ იმსახურებს რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების კვართი ეცვას.

ნაკრების 30 კაციანი შემადგენლობას, რომლითაც მსოფლიო თასზე წარვსდგებით 22 აგვისტოს დავასახელებთ." - თქვა ედი ოსალივანმა.

ამერიკელები 6 და 13 აგვისოტოს კანდის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდებიან კოლორადოსა და ტორონტოში. 20 აგვისტოს კი ტოკიოს ეწვევიან და იაპონიის ეროვნულ გუნდთან სპარინგში მოსინჯავენ ძალებს.

აშშ-ს ნაკრები

შერკინება: ინაკი ბასაური, კრის ბილერი, მარკ ბოხოვენ, რაიან ჩამპი, ტოდ კლევერი, პეტ დანაჰი, კემერონ დოლანი, ერიკ ფრეი, ჯეი ჯეი ჯეჯიანო, მეთ ჰოუკინსი, ნიკ ჯონსონი, ვილ ჯონსონი, ტომ კატზფეი, დენი ლა პრევოტე, სკოტ ლა ვალლა, მაიკ მაკდონალდი, სამუ მანოა, ბრაიან მკკლენანი, მათე მოეაკიოლა, ალეკ პარკერი, შოუნ პიტმანი, ანტონი პურპურა, ჰეიდენ სმითი, ლუის სტანფილი, ფილ თიელი, ჯონ ფან დერ გისენი.

უკანა ხაზი: პაულ ემერიკი, ტაი ენოსა, ტროი ჰალი, კოლინ ჰაველი, ნესე მალიფა, ტაკუ ნგვენია, ფილაუ ნიუა, თრეტონ პალამი, მაიკ პეტრი, ვოლნეი რუსე, ბლაინ სკული, რობი შოუ, ჯუნიორ სიფა, ენდრიუ სუნიულა, როლანდ სუნიულა, შალომ სუნიულა, კევინ სვირინი, ზაკ ტესტი, პიტ ტუილევუკა, სეტა ტუილევუკა, ტიმ უსასზი, კრის ვილესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა