ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა - ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. არბიტრს, დამატებით დროში, იაპონელი ძიუდოისტისთვის მესამე გაფრთხილების მიცემაც შეეძლო, რაც ლაშას გამარჯვებას ნიშნავდა. შემდეგ კი ონომ მომგებიანი ილეთის გაკეთება შეძლო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით აჯობა.

ნახევარფინალში ლაშამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა. ისიც კარგად იცით, რომ ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია.

ლაშა 19
ლაშა შავდათუაშვილი არის მსოფლიო მაშტაბით ძიუდოს ლეგენდა ცოცხალი. ჯერ მარტო იმიტომ , რომ ოლიმპიური ოქროს შემდეგ ვარჯიში გააგრძელა, არ დაკმაყოფილდა მიღწეული შედეგით რასაც სამწუხაროდ ბევრი ქართველი მოჭიდავე აკეთებს ხოლმე. მადლობა ლაშა ამდენჯერ რო ასახელი ჩვენი ერი
ქობულეთიდან
ლაშა შავდათუაშვილი არის საქართველოს სიამაყე!!! ფინალში რომ გავიდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცრემლი მომერია.ხუმრობა საქმე ხომ არაა, კაცმა 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და სამივე შემთხვევაში ქვეყანას 3 მედალი მოუტანა, მან მედლების სრული მომპლექტი შექმნა.უნიკალური შემთხვევა და ვულოცავ ამ მიღწევას სრულიად საქართველოს. ერთი რამ მინდა კიდევ დავამატო: სარეკლამო ბილბორდები რომ აჭრელებულია ამა თუ უსახური რეკლამებით, ასეთი ხალხის სურათებიც უნდა იყოს ასეთ ბილბორდებზე გაკრული საქართველოს ყველა ქალაქში, რათა მომავალმა თაობამ ნახოს რომ რა შეუძლია სპორტს.ეს იქნება ძალიან მაგარი,პიარი.იმედია ვინმე დაფიქრდება ამ საკითხით.
Kaxa
Yoveltvis mjeroda rom tavis gasaketebels gaaketebda madloba brzolistvis tavdadebistvis da samshoblos siyvarulistvis warmatebebs gisurveb momavalshic bevrjer gagexarebinos ojaxi da samshoblo ise mgoni jobda tavidanve gariskva onos msajebi rom miexmarebodnen tavidanve cxadi iyo amitom jobda tavidanve gariskva
jordan beli
ყოჩაღ შავიიიი...ამას კი ვერ წარმოვიდგენდი თუ ონოს ვინმე ათრევდა....ერთი აქტიურობა უნდოდა ლაშას და ოქრო ჩვენი იყო...ორად ორი მცდელობა ჰქონდა ონოს,მხოლოდ მცდელობა...შავი უძლიერესი ხარ!
რევაზი
წარმოვიდგინე,ზემძიმე წონაში ტამერლან ბაშაევმა რომ მოუგოს უზარმაზარ ტედი რინერს,რა ამბავი იქნება ჩეჩნეთში. :)
sosia
ლაშა არის ლეგენდა ქართულ და მსოფლიო ძიუდოში . ონო კი რაღაც ალბათ უფრო მეტი ადამიანი ავტომატიკა .
Levani
მეტოქეზეც ვთქვათ-ასეთი თავდაჯერებული მონაწილე სპორტის არცერთ სახეობაში არ მინახავს-ადვილად კი არა ძლივს მოიგო,მაგრამ მაინც იგრძნობოდა რო საკუთარ გამარჯვებაში ოდნავი ეჭვიც არ შეპარვია და არც ოლიმპიური ოქროზე უცეკვავს იაპონური ლეზგინკა.მშვიდად დადო შედეგი. მე სპეციალისტი არა ვარ,მაგრამ მომავალ ჩემპიონებს ასეთ მაგალითებზე უნდა ზრდიდნენ მგონია
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ ლაშას მედალს და ბრწყინვალე ჭიდაობას. ხომ გახსოვთ 10 წლის დაუმარცხებელი რინერი? შარშან საერთაშორისო ტურნირზე ის იაპონელმა დაამარცხა, შემდეგ კი შიდა ტურნირზედაც დამარცხდა, რადგან გაიგეს, რომ ის დაუმარცხებელი არ არის. მე არ გამიკვირდება, რომ მან ეს ოლიმპიადა წააგოს. ლაშასთან ფინალის შემდეგ ონოც რიგითი მოჭიდავე გახდა, რომელთან ჭიდაობაც შეიძლება და მისი დამარცხებაც. ასე, რომ ლაშამ დიდად შეარყია ონოს დაუმარცხებლის სტატუსი და შემდეგ ტურნირზე თუ დამარცხდება, არ გაგიკვირდეთ.
aburjga
ლაშა შავდათუაშვილის მიღწევა მართლაც რომ უნიკალურია! ვულოცავ მას და ვულოცავ საქართველოს! ისე, ყველაზე დიდი და განუმეორებელი არის ვიქტორ სანეევი, სამგზის ოლემპიადის გამარჯვებული და მეთხედ ვერცხლის მედალოსანი!
ქართველი
ყოჩაღ ლაშას , ეთოს, ვაჟას და ყველას. ლაშა მომავალ ოლიმპიადაზე ერთ ერთი ფავორიტია როგორც ვაჟა და სხვები. ბრძოლით მოპოვებული ვერცხლი ოქროზე მეტს ფასობს იომა 10 წუთი რასაც ქვია. ისედაც გარანტირებული ქონდა ვერცხლი მაგრამ კი ვნახეთ რა ომიც გადაიხადა და შეაკლა თავი ფაქტიურად , ამიტომაა დასაფასებელი და სამაგალითო ეს ბიჭი. წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს.

შოჰეი ონო მსოფლიოში დაუმარცხებელია! მართალია ლაშასთან ფინალურ შეხვედრაში ორი გაფრთხილება მიიღო.ჩვენი სურვილი იყო მესამეც რომ მიეღო,ჩვენი ძიუდოისტს ნახევარფინალის მსგავსად გაემარჯვა, ოლიმპიური ჩემპონი გამხდარიყო. ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში ხდება! ვინ და როგორ გაბედავდა, წააგებინებდა იაპონელს მესამე გაფრთხილებით იაპონურ სპორტის სახეობაში,დაუმარცხებელ ძიუდოისტს,სამშობლოში გამართულ ოლიმპიურ ტურნირზე???
გლახუნა
არადა უკვე მაგარი დაღლილი ყავდა , ლაშას თავისუფლად შეეძლო მოგება...- 3 წელიწადში ოლიმპიურ ოქროს მე-3- დ დადებ!
შეტევა
დიახ, სწორედ ამ მიღწევის გამოა შავდათუაშვილი სხვა ქართველ სპორტსმენებზე წინ. ქართველი სპორტსმენები, როგორც წესი, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ სუქდებიან და ჯიპდებიან :) ლაშა კი უკვე მესამედ, უბრალოდ კი არ მონაწილეობს, ჩემპიონობის რეალური პრედენდენტია. მომავალ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ურთულესი იქნება, მაგრამ იმედია მსოფლიო/ევროპებზე კიდევ გვასახელებს.

მაგარი კაცი ხარ მოწინააღმდეგემაც შეგაქო ჯიგარსონ!
ირაკლი
ლაშა არის მაგალითი. ის ყველაზე დიადი სპორტსმენია საქართველოს ისტორიაში.
ალექს
სიტყვების პოვნაც ძნელია ლაშას თავდადების და ბრძოლის შესაფასებლად. ლეგენდაა ძიუდოში უკვე! ჩემი აზრით,ემოციას აყვა მეორე შიდოს შემდეგ და ეგრევე მოუმზადებელ აგრესიულ შეტევაზე გადავიდა.არ უნდა ეჩქარა. ონო მესამე გაფრთხილებას არ იმსახურებდა იმ მომენტში არანაირად და სამართლიანობას ნუ გავატანთ ქარს,უდიდესი ძიუდოისტია,ფაქტიურად რინერია თავის წონაში,რომელიც 2014 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.
გივი-გია
ლაშას იმედი სულ მქონდა.ზოგიერთებმა ადრე ჩამოწერეს მაგრამ. სამწუხაროდ ჩემი მოლოდინი გამართლდა...ვერცხლია და არა ოქრო.მესამე შიდო იყო...მაგრამ იაპონიაა-იაპონელი. მსაჯებოოო...
სოსო
ლაშამ დაამტკიცა,რომ ჩემპიონობის ღირსი იყო,მაგრამ მსაჯებმა დაამტკიცეს,რომ იმარჯვებს ის,ვისაც ისინი მოინდომებენ.ონო მესამედ გაფრთხილებას იმსახურებდა.ლაშა გამუდმებით აქტიურობდა და ონო რომ ყოფილიყო მის ნაცვლად,ჩვენსას აუცილებლად მოხსნიდნენ.ასევე იყო ნახევარფინალშიც.იქაც არ აღირსეს გაფრთხილება მეტოქეს და ორივეჯერ არაქათი გააცალეს ლაშას.თუ პირველ შემთხვევაში ბოლომდე ვეღარ დახუჭეს თვალები,აქ ონომაც გამოიღო ბოლოსკენ ხელი და საბედისწერო გდება შეუსრულა ლაშას.ბრავო ლაშა!შენ ჩვენთვის ჩემპიონი ხარ!სერვიზივით ყველა სინჯის მედლის მფლობელი და ამ თამაშების რეალური გამარჯვებული.დღეიდან უკვე მოქმედი ლეგენდა.ისიც ვიცი,რომ სამ წელიწადში ლაშა ისევ გამარჯვებისათვის იბრძოლებს და დღევანდელზე უფრო მაგარიც იქნება.დღევანდელი გამოსვლა ხომ უმაღლესი ოსტატობის და ინტელექტის ნაერთი იყო.რაც დრო გადის,ლაშა სულ უფრო ძლიერი ხდება და სამი წლის შემდეგ,ის ისევ მწვერვალზე იქნება.
გიორგი
უდიდესი სპორტსმენი თავისუფალი საქართველოს ისტორიაში. მისაბაძი მომავალი თაობებისთვის. მეამაყები ლაშა. ღირსეული ქართველი ხარ. შენი ეს ვერცხლი უძვირფასესია ჩემთვის, როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის. მინდა რომ ხშირად გიხილო მომავალშიც კვარცხლბეკზე. წარმატებები, წატმატებები და კიდევ წარმატებები!
ლევანი
უდიდესი წარმატებაა სამივე სინჯის ოლიმპიადის მედლები!
gogig
ლაშა შესანიშნავად გამოვიდა. ეს ვერცხლი ოქროზე მეტია. ვილოცავ.
jjj
იმენნა კინო იყო, მაგარი კაცი და მაგარი ქართველი, კიდევ მოიგებს ისეთი ბიჭია
მეგრელი
ეძახე რამდენიც გინდა მგლები, ლომები და ვეფხვები, მაგრამ ფაქტი ერთია: იაპონიაში იაპონელებს ძიუდოში ვერავინ ჯობნის. ეს არის რეალობა.

ქართველმა ძიუდოისტმა,ამჯერად იაპონელ კლდეკაცთან,ათწუთიანი თავდადებული ბრძოლის შემდეგ დათმო ტოკიოს ოლიმპიადის ფინალური შეხვედრა. გმირია ლაშა შავდათუაშვილი! მისი გმირობა ხომ თვით გამარჯვებულმა შოჰეი ონომაც აღნიშნა.
ქომაგი
დამარცხდაო ხალხო, დამარცხდაო. ვერცხლია სასწაული?

ეჭიდავა იაპონელ კუნძს, რომელიც იდგა. მთელი შეხვედრა აქტიური იყო კაცი , ის იდგა და ორჯერ გაჭირვებით გააფრთხილა. კუნძი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ფაქტია
ბოკინიო
ვთხოვოთ, მოვითხოცოთ! რომ ამ ბიჭს დაერიცხოს მილიონი ლარი.მისი თავდადებისთვის, მისი უნიკალური მიღწევისათვის. ყველა სინჯის მედალი ოლიმპიადაზე. ეს ქართული სენია ნათელი მაგალითია.
ლუკა
მოთმინებით უგებენ ჩვენებს :/
ბოკინიო
ეს ბიჭი სასწაულია. გილოცავთ. გილოცააავთ. საამაყო სამაგალითო. გენაცვალე.
hhh
ღმერთმა ქნას ოქრო, მაგრამ უფრო მოსალოდნელია შავის ოლიმპიადების სრული კომპლექტი გაუხდეს, ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო.
შაკო
ეხლა გადის მეორე ნახევარფინალი იაპონელი და მონღოლი ჭიდაობენ მაგათ გამარჯვებულს ხვდება
Ttt
ამ საზმაუსას ვერაფერს გაიგებს კაცი, საერთოდ შეწყდა სიგნალი ტოკიოდანო აბა მაგ დროს ბასილაშვილის თამაშს როგორ გადმოსცემდნენ?
zaza
და ვის ხვდება არ უნდა დაგეწერათ? მე აქ ვაპირებ ყურებას. იმედია იქნება ლაივი... https://live.ijf.org/oly_2020/videos
₾ადო
დილით იწყება 6-ზე (თუ 6.30-ზე) (თბილისის დროით) და მერე, ნახევარფინალები 12-ზე
Musenbezi
12 საათზე იწყება ფინალური ბლოკი
Levani
ხო რა--დრორბს ვერ ვნახულობ ვერც მე
Levani
დალინკეთ კაცურად..და საიტთან თხოვნა მაქვს-დროები დაწერეთ-უცხოურ საიტებზე სხვადასხვა სარტყელის დროებია მითითებული
hshs
და როდის ჭიდაობს რო დაწეროთ არ იქნება ურიგო
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე