ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამწუხაროდ, გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა

სამწუხაროდ, გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა

დღეს, 27 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საქმეში -81 კილოგრამის წონის ძიუდოისტები ჩაერთნენ. საქართველოს სახელით ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (რეიტინგის მე-3 ნომერი) წარდგა და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

ტატომ პირველი რაუნდი გამოტოვა, მეორე წრეში კი ტაჯიკ მუროდოვს დაუპირისპირდა და მარტივად, მტკივნეული ილეთით იმარჯვა. 24 წამის გასვლის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ვაზარით დაწინაურდა, ეს უპირატესობა კი ხელიდან არც გაუშვია. ძირითადი დროის დასრულებამდე 1:31 წამით ადრე კი ტატომ მეტოქე მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

მერვედფინალში ტატო მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერს, სამხრეთკორეელ ლი სუნღოს დაუპირისპირდა. გრიგალაშვილმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთისა და 44 წამით ადრე ქართველმა მეტოქე სუფთა გდებით დაამარცხა.

ნახევარფინალში გასასვლელად ტატოს მეტოქე მონღოლი საეიდ მოლაეი იყო. გრიგალაშვილმა დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, თუმცა მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, ცოტა ხანში კი, გარკვეული თათბირის შემდეგ, არბიტრებმა მონღოლ სპორტსმენს მეორე ვაზარი მისცეს, რაც უკვე მოლაეის გამარჯვებას ნიშნავდა.

ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, უზბეკ შაროფიდან ბოლტაბაევს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა...

• ოლიმპუსი

რატო არ უნდა დაეწესებინათ წახალისება აწყენთ? თუ შენი ჯიბიდან მიდის რაიმე?

• სოსო

ჩვენმა ბიჭებმა,ყველამ მედლისათვის იჭიდავეს,მეტოქეები შესწავლილი რომ არ ჰყოლოდათ,ამდენს ვერ მიაღწევდნენ.გამოდის რომ ყველას ჰქონდა, ჭიდაობის გეგმა.მე არა,მაგრამ ეს დისლაიქი,ალბათ მათ დაგიწერეს,ვინც ასე იმსჯელეს.გილოცავ ლაშა ბექაურის გაჩემპიონებას.

დიზლაიკი ვინც დაუწერა ამ კომენტარს,რატომ აგვიხსენი? იქნებ რაღაც არ ვიცით, დაწერე ერთი რაშია საქმე, ჩვენც გვინდა გავიგოთ.

• გულშემატკივარი

ტაისონას სტილით ჭიდაობს, ბექასაც ზუსტად ეს ,,სენი" ჰქონდა, უნდოდა 2 წუთში მოეგო ყველასთვის. ვაზარით რომ წინ იყო, მაინც აქტიურად ჭიდაობდა და ხშირად ცუდად დაუტრიალდა. ბოლოს მანაც გამოასწორა შედარებით და დაღვინდა. ტატოსაც ეს სჭირს ზუსტად, უნდა რომ უცებ მოიმთავროს საქმე. არადა იაპონელებმა გვიჩვენეს, რომ დიდი შეჯიბრების მოსაგებად, ცივსისხლიანობაა საჭირო. დღეს ნაგასეს ხომ უყურეთ? სრული ძირითადო დრო ილეთი არც უცდია, ჩაშლაზე ეჭიდავა კასეს, დამატებითში მიეცა შანსი და მოსაგები მოიგო

• გრიგოლი1408

მილიონი არ უნდა დაეწესებიათ და მოიგებდნენ

• aburjga

ძალიან მეწყინა, მაგრამ ერთი კი უნდა ვთქვა, კაცს ოლიმპიური ჩემპიონობა თუ გინდა მინიმუმ 5 საჭიდაო ფანდი (ილეთი) მაინც უნდა გქონდეს შესისლხორცებული!

• dato

ნუ რაც არ არი ვერ შევცვლით ხვალიდან კი ვინც დარჩა გამოსასვლელი ნუ ლიპოზე არ მაქვს და თუშოზე ბექაურს ვთხოვოთ რო გამოსვლა ქონდეს დასტონი დინჯი არ უნდა ეს ზედმეტი ხტუნვა ხო ხედავთ იაპონელებს ოთხი მედალი დადეს კრუხებივით კრუხი კიდე კაკანებს მაგათმა კი უემოციოდ ნუ დაგეგმილი რო ქონდათ ვიცოდით მარა მიდიან რო იტყვიან რობოტებივით .ყველა მაგარია ეს ნაგასეც ცბიერია გაყავხარ დამატებითში და იქ ფსქოლოგიურად გტეხავს ონო კი ადამიანთა კატეგორიიდან ხო ამოვარდნილია რაღაც ავტომატიკა აქვს ტვინში .

ახალგაზრდაა,გამოუცდელი.თავისი შესაძლებლობა სწორად ვერ შეაფასა,

ახლგაზრდაა,გამოუცდელი.თავისი შესაძლებლობა სწორად ვერ შეაფასა,

• ჟორა გაბრიჭიძე

რა თქმა უნდა ვაჟკაცს მოზომილი უნდა ჰქონდეს სიტყვა და საქმე. არ გვაქვს ტაქტიკა, მიდის ურა ჭიდაობა, რომელიც მოწინააღმდეგეს თავიდან აბნევს და რამდენიმე შეჯიბრის მოგება მის ხარჯზე მართლაც შეიძლება, მაგრამ მერე მიდის შენი ჭიდაობის შესწავლა და . . . ტატო კი არა, მე ხვალ ბექაურისაც მეშინია, იგივე ჭირს მასაც.

• cggf

ბაქიბუქა ხალხი ვართ ჩვენ((

• გლახუნა

ტატო მოლაესთან ა შ კ ა რ ა დ დაჯაბნეს,წ ა ა რ თ ვ ე ს,მოლაეს არავითარი ილეთი და მოძრაობა არ ქონდა, უბრალოდ ხელი დაადო თავზე და გადაყვა- მეტი არაფერი...ეს ა რ არის არანაირი ქულა არცერთი მოჭიდავის!!! მაგრამ ზოგადად უნდა ვიცოდეთთ- გავითავისოთ,რაც უფრო მოკრძალებული ვიქნებით, და რაც უფრო მოკრძალებულ განცხადებებს გააკეთებთ, მით უფრო ბევრი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლება! - ა რ არის საჭირო ზედმეტი მოლოდინების გაჩენა, სპორტსმენი - ფსიქოლოგიურ სტრესში ხვდება და ვერ ავლენს შესაძლებლობებს.

• მეგრელი

ხალხის მიკვირს დიდი მომავალი აქვსო, წარსული წარსულია და მომავალი არის ფანტასტიკის სფერო, მთავარია დღეს რას აკეთებ, დღეს ფაქტია 1 ოქრო არ გვაქვს. ეხლა აჟღერეთ ჰიმნი ლეპტოპში და მოუსმინეთ.

• მეგრელი

110% გეთანხმებით. მესი აღარ ბაქიბუქობს და რაღა დროს ბაქიბუქია, თან ძიუდოში, სადაც პატარა ნიუანსები წყვეტს ყველაფერს

• Judo

უდავოა, რომ უნიჭიერესები არიან და შესაძლებლობის რესურსი დიდი აქვთ ბიჭებს. აქაც ნაცნობ პრობლემას ვაწყდებით, არაპროფესიონალიზმს... გადახედეთ იაპონელებს, როგორ უემოციოდ ცივსისხლიანად დემონსტრირებენ საკუთარი შესაძლებლობების არსენალს, როგორ დროულად უმატებენ საჭირო მომენტში ტემპს, აი მაგაშია მწვრთნელის როლი ზუსტად. ეგ ერთი და კიდევ, ამასაც რაღაცით დააბალანსებდა კაცი, მაგრამ ეს ქართული ბაქიბუქი და დარდიმანდი გვღუპავს ყველგან და ყველაფერში, მერე ვაბრალებთ და ვეძებთ სხვაგან მიზეზებს, ხან გამოუცდელობას ვაბრალებთ ხან ვიღაცაში ვეძებთ მიზეზებს.. ჩასათვლელი იყო თუ არ იყო, ეგ დილემა სულ არ დადგებოდა, რომ არ ეჩქარა და სტანდარტულ პოზიციას დალოდებოდა ილეთის გასაკეთებლად. - დარწმუნებული ვარ მწვრთნელი იმას კი არ ეტყვის, რომ იჩქარეო და მთელი ბრძოლა წინ გქონდაო. არა!.., მსაჯებმა დაგჩაგრესო, ამას იტყვიან! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სერიოზული მიდგომა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო (სტრატეგიული აზროვნებით) ასეთი საშეჯიბრო ღონისძძიებების წინ გუნდში!!! წარმატებები ბიჭებს!!!

• მთ

ცოტა ცანცარებს ტატამზე

როცა მეტოქეზე აშკარად ძლიერი იქნები, მაშინ არაობიექტურ მსაჯობას ვერც ვერავინ გაბედავს და ვერც ვერავინ წაგაგებინებს!!! ასე, რომ ბიჭებო დიდი შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად და თანაც მეტოქეც სათანადოდ უნდა შეაფასო!!!

არ გადაუხადეს საჭირო თანხა და იმიტომ გაუთიშეს!!! როცა გადაუხდიან, მაშინ ჩაურთავენ!!! ჩვენთანაც ასე არ არის? გადაუხდელობის გამო ერთი წუთი რომ გადასცილდეს, მაუწყებლობა გაგეთიოშება!!!

• QT

მსურველია 200, მაგრამ მედალი ვერ ჩამეიტანეს, ხალხი უმედლოდ დარჩა. წარმატება ტატოს მომავალში

• ქართველი

ყველაფერი წინ აქვს მტავარია მონდომება და რომა არ დააკლოს გამოცდილება მიიღო რაც ნახევარი საქმეა ბრძოლის წინ. 3 ოლიმპიადას იჭიდავებს სულ ცოტა კიდევ. წასვლამდე ჩემპიონად შერაცხეს და ფსიქოლოგიური წნეხი იყო გარკეულწილად, კარგი ბიჭია და ჭარმატებებს ვუსურვებ. მაგაზე მეტად ვის უნდოდა გამარჯვება. მსაჯები ძაან გვჩგრავენ რატომღაც და ამაზე უნდა ამოიღოს ხმა ოლიმპიურმა კომიტეტმა

• ნუგზარ ნუცუბიძე

ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი როდესაც სპორტსმენი ან მწვრთნელი იწყებენ ბაქიბუქს...ჰიმნს ავაჟღერებ და ასე შემდეგ...ჯერ გადახტი!!!!!ტატო მე ვარ ვინც არსენა დაგარქვი..მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ზევიდან დაუწყე ყურება მოწინააღმდეგეებს..ეს აწევა და დაგდება არ არი შენნაირი ვაჟკაცის შესაფერისი..მეტი თავმდაბლობა უხდება შენისთანა ვაჟკაცს..არ გაჯავრდე კეთილი გულით გეუბნები..ყველაფერი წინა გაქცს.,

• ვაჟა

კალათბურთში ვიგებთ! 78:59-ია ბოლო წუთი მიდის, ვანადგურებთ იტალიას!!

• Dato

მორჩით ნიანგის ცრემლების ღვრას, მსგავსი ილეთით მოიგო ჩხვიმიანმა ფინალი მსოფლიოზე 2019 წელს, დაბრძენდება ტატო და უკეთ იჭიდავებს მომავალში.

• სიმართლე

ვულოცავ ბორჩაშვილს და ეგუთიძეს მედლებს , კიდევ ერთი მწარე სილაა ეგ 2 მედალი ჩვენთვის :) განა ჩვენ არ შეგვეძლო მოგვეგვარებინა და ჩვენი სახელით ეჭიდავათ მაგათ? მაგრამ აქ ნაცნობობით ხდება ნაკრების სიების შედგენა და შეიძლება გაფართოებულშიც ვერ მომხვდარიყო რომელიმე :)

• TOM

მერამდენედ უნდა წავიმტვრიოთ კისერი ამ წინასწარ მედლების დათვლის ან მეტოქის შეუფასებლობის გამო ? ან როდემდე გვეგონება რომ მსოფლიოა ჩვენს წინააღმდეგ და უნდათ რო წავაგოთ? სუფთად მოიგო ბელგიელმა და არანაირი შანსი არ ჰქონდა სამწუხაროდ ტატოს ბრინჯაოზე, ხალისით იჭიდავეო გუჯეჯიანი რო ეუბნებოდა მაგ ხალისმა დაღუპა ეს ბიჭი ზუსტად, პრაგმატული ჭიდაობაა საჭირო და არა უაზრო აქტიურობა და ენერგიის ფლანგვა. ბორჩაშვილი და ეგუთიძე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდებოდნენ ალბათ ამ ფედერაციის ხელში და კი აიღეს მედლები იმ ბიჭებმა

• ნუ წუწუნებთ!!!

ბელგიელთანაც მსაჯმა უქნა? ა? წააგო თვაისივე დაუდევრობით. თავისსავე გდებაზე წამოეგო და მშვენივრად დააგდო ბელგიელმა.

• ბექას

ჭიდაობის ფედერაციის ვიდეო რომ დევს, საპირისპირო მხრიდან გადაღებული (ლაივზე რაც იყო), ეგ ვიდეო ნახე და დარწმუნდები რომ კონტრზე დაიჭირა. თავიდან მეც შენს აზრზე ვიყავი

• ჯუჯი

ჭკუით მოუგო ისევ ბელგიელმა ტატოს.

• ბექა

სად აკეთებს ილეთს, რა არის ფაქტი, ნახე რო?

• ამი

წინასწარ გვპირდებოდა ჰიმნის აჟღერებას და მაინც არ იფრთხილა. სამწუხაროა.

• Facebook

მეგობარო, საზ არხის ფეისბუქ გვერდი მოძებნე, იქ ყოველყვის პირდაპირ ეთერში უჩვენებენ. პირველი არხი ჩაწერე ფეისბუქში და შემდეგ განოწერა გაუკეთე

• გიორგი

მე როგორც დავინახე (იმ ხარიხსით რაც სოც. ქსელებში დაიდო) არასამართლიანად იმსაჯეს რადგან ტატოს დაწყებული და დასრულებული გდება იყო. მე ვერ დავინახე მონღონის ძალისხმება ამ ილეთში. ჩემი აზრი, რომ ეს გდება ტატოსი იყო და მონღოლს არ უნდა აეღო ქულა.

• ჯუჯი

ახლა ვნახე ვიდეო და აშკარად საკუთარ ილეთზე წამოეგო.ნუ ორი ვაზარი წაგებაა.ცოტა ჩქარი ბიჭია, გამოუცდელობის ბრალია. ისეთ ღონიერთან როგორიც ყოფილი ირანელია, მეტი სიფრთხილეა საჭირო.აი გუშინ იაპონელმა ჭკუით სჯობს შავდათუაშვილს.ჯერ დაღალა აკადემიური ჭიდაობით და მერე ჩაუტარა ილეთი.

• H

ვინმე თუ კარგად ერკვევით წესებში აგვიხსენით რა რატო მიცეს მოლაის ვაზარი ? კარგი ტატომ ვერ დაასრულა ბოლომდე ილეთი, მაგრამ იმან რა გააკეთა იმ ილეთის დროს? სად დაინახა მსაჯმა კონტრილეთი ?

• zura

აქ ზოგი საუბრობს ფორმაზე და უფორმობაზე, ვინც ჭიდაობა იცის ის მიხვდება რომ ტატოს წაგება არ იყო უფორმობის ბრალი, არ მდგარხართ დიდ ტატამზე და სხვის ხელში თოხი და ბარი მჩატეა, დარწმუნებული ვარ ნებისმიერ დროს ათრევს მაგ მონღოლს, უბრალოდ შეცდომა ფორმაში მყოფსაც მოდის და ძიუდო გახადეს ერთი ილეთის სპორტად, მეტისმეტი პრაგმატიზმი ჭირდება, და მგონია აღარც არის იმდენად საინტერესო როგორიც თუნდაც 4 წლის წინ იყო

• Io

ყველა სპორტის სახეობაში, წარმატებული ნაკრებების სამწვრთნელო სტაფში, ერთ ერთ მთავარი ადგილი უკავიათ ფსიქოლოგებს, რომლებიც ახდენენ ფსიქოლოგიურ განწყობას და შედეგზე ორიენტირებას თითოეული სპორცმენის, ამას დღევანდელ სპორტში აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ შეიძლება მუდამ ჩვენზე სუსტ მეტოქეებთან ვაგებდეთ და მერე თავს ვიმართლებდეთ, შეცდომა ყველას მოსდისო. სულ ასე გვემართება რაც მიუთითებს ხელმძღვანელი პირების არაკომპეტენტურიბაზე და არაპროფესიანულობაზე

• გულშემატკივარი

ერთი ამოსუნთქვით სურდა მოგება და დაისაჯა სამწუხაროდ. მეოთხედფინალში მეტი სიფრთხილე მართებდა, მითუმეტეს ასეთი გამოცდილი მეტოქე ყავდა. 1 შეცდომასაც კი არავის პატიობს მოლაე. რაც შეეხება მსაჯების გადაწყვეტილებას, ფაქტია რომ მონღოლი ილეთს აკეთებს. მსაჯებს ნუ დავაბრალებთ

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამრცხვინო ხართ!!! ეხლა არ დაიწყოთ ჩვენზე არ არის დამოკიდებული გუშინაც და დღესაც ძიუდოს ჩვენება რომ გაითიშაო, აბა იაპონელები არ გაწვდიან სიგნალს, ძალით გბლოკავენ ?! 5 წელია ხალხი ოლიმპიადას ელოდა და სრულიად მოუმზადებლები ხართ !!! ეს სტუდიაში გადაძახილები რაღა უბედურებაა ეთერშიც რომ შემოდის ხმები, ნუ წამყვანებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი (ერთი-ორის გარდა) მოკლედ ჩვეულებრივი ორღობის ტელევიზია ხართ, რაში იღებთ ბიუჯეტიდან ამხელა დაფინანსებას?!

• fff

წესის და რიგის მიხედვით, ანუ 2020-ში რო ჩატარებულიყო ელ ოლიმპიადა ლუკა მაისურაძე იჭიდავებსა ამ წონაში და ისეთ ფორმაში იყო შეიძლება მოეგო კიდეც.

• zura

რას ვიზავთ არ გვახასიათებს იაპონური პრაგმატიზმი, მართლა არ მინდოდა მენახა დროის გაყვანაზე მოჩალიჩე ტატო, იჭიდავა რა, გენაცვალე კაი კაცი ხარ. ხაშური ამაყობს

• ზურა

1 არხს ძინავს?

• zurabi

დსანანია მაგრამ დამწყები ოცი წლის ბიჭისთვის ბრინჯაო არ იქნება ცუდი შედეგი .

• დიმა

ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება ოლიმპიადა და არ შეიძლება ჩვენი მონაწილეების გამოსვლა გვაჩვენოთ. ოცდამეერთე საუკუნეა.

როცა გადამწყვეტ შეხვედრას ჭიდაობ, არ შეიძლება ასე ღიად ეჭიდაო. მითუმეტეს ვაზარით იგებ და ჩაკეტე ეს ბრძოლა და დაელოდე იმის შეცდომას. არც ჯანით და არც ილეთების არსენსლით არ გჯობნის....ერთი ვიფიქრე, გამოუცდელობით არ წააგოს მეთქი და ასეც მოხდა

• ჯუჯი

სამწუხაროა.მეტს ველოდით. არა უშავს, მთავარია მედალი აიღოს.

• irakli

წააგო მეოთხედფინალი სამწუხაროდ

• დათო

მიდი ტატო! დღეს შენი დღეა!

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა

დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა

20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება

"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა

პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?

ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში

"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?

ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა

ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ

[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება

დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]

[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა

ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს