ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

U18 საერთაშორისო სერია - საქართველო-სამხრეთი აფრიკა

U18 საერთაშორისო სერია - საქართველო-სამხრეთი აფრიკა

1-ელ აგვისტოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები ჩამოდის, რომელთანაც "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამ ტესტ-მატჩს გამართავს. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სტუმრებს და საქართელოს ნაკრებს გარკვეული დროით თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა და თამაშები 7, 11 და 14-ში "შევარდენზე", თელავსა და მარტყოფში გაიმართება. მატჩების დაწყების დრო მოგვიანებით დაზუსტდება. ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე, მატჩებზე მაყურებლები არ დაიშვებიან.

მეგობრობის შედეგად

საერთაშორისო სერია საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირების მეგობრობის ფარგლებში დაიგეგმა და ის კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩაივლის. სტუმრები იზოლაციაში მარტყოფის, ხოლო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები „შევარდენის“ ბაზაზე ჩაიკეტებიან და ყოველი მატჩის წინ, როგორც მოთამაშეებს, ასევე მენეჯმენტს და ბაზის მომსახურე პერსონალს, კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ თუ კოვიდ-რეგულაციები ტურნეს ხელს არ შეუშლის, შესაძლოა, რომელიმე მატჩი რეგიონში გაიმართოს:

„ეს ტურნე დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როდესაც სამხრეთაფრიკელებთან მოლაპარაკება გვქონდა ეროვნული ნაკრებების დონეზე ტესტ-მატჩების გამართვასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ კოვიდ-პანდემიის მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა და მაქსიმალურად ვიცავთ და დავიცავთ კოვიდ-რეგულაციებს, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი მაღალი დონის თამაშებზე უარი ვთქვათ“.

„კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, აფრიკელები იზოლაციაში მარტყოფის ბაზაზე, ხოლო ქართველები „შევარდენზე“ იქნებიან და თამაშებიც სავარაუდოდ ამ მოედნებზე გაიმართება. თუ ტურნეს ბოლომდე ვირუსმა ხელი არ შეგვიშალა, შესაძლოა, დასკვნითი მატჩი სხვა სტადიონზე, რომელიმე რეგიონში ჩატარდეს“.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ოქტომბერში კალინინგრადში გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთაფრიკელებთან სამი ჯახი ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

„ჩვენი 18-წლამდელები ოქტომბერში კალინინგრადში, რაგბი ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ითამაშებენ და ეს შეხვედრები მათთვის მომზადების ერთადერთი საშუალებაა. ბიჭებს დიდი გამოცდა ელით, რადგან სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მოდის“ – ამბობს ხურციძე.

მზადება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

გარდა რაგბი ევროპის ჩემპიონატისა, სამხრეთაფრიკელებთან მატჩები 2022-23 წლების მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა და ქართველთა გაფართოებულ, 47-კაციან რაზმში, მრავლად არიან 2003 წელს დაბადებული მორაგბეები (ასევე 2004 წელს დაბადებულები), მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს.

სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც და მიხეილ სუჯაშვილთან ერთად, კონკრეტულად ამ თამაშებისთვის, მზადებაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელები – ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი არიან ჩართული.

მომავალ შეხვედრებთან დაკავშირებით კილასონია ამბობს:

„ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო რაგბიში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ეს უმნიშვნელოვანესი ტურნეა. სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. რადგან ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ერთი წლით უმცროს მორაგბეებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, 18-წლამდელთა ამ ფორმაციის გუნდში დიდი დოზით არიან წარმოდგენილი 2003 წელს დაბადებული მორაგბეები“.

„გარდა ამ თამაშებისა, მათ ოქტომბერში მოუწევთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი კალინინგრადში და სამომავლოდ 20-წლამდელებს ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები შეავსებენ. ტურნეს სამხრეთი აფრიკაც სერიოზულად უდგება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათ გუნდს მოჰყვება 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი ბაფანა ნჰლეკო, რომელიც დააკვირდება და შეარჩევს კანდიდატებს“.

სამხრეთი აფრიკა საქართველოს 38 მოთამაშით და სტაფის 8 წარმომადგენლით ეწვევა. მათი კავშირის დირექტორი რასი ერასმუსი ამბობს, რომ ამ ტურნეს მომავალი „სპრინგბოქსელების“ მომზადების კუთხით დიდი ყურადღება ეთმობა:

„18-წლამდელთა ნაკრები ჩვენი განვითარების პროგრამის განუყოფელი ნაწილია და ამ მოთამაშეებისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო რაგბისთან ზიარება. კოვიდ-პანდემიის გამო უკვე მეორე წელია ვერ ვატარებთ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიას და ალტერნატივის სახით საქართველოს შემოთავაზება მივიღეთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ ახალგაზრდებთან მუშაობა არ შეგვიწყვეტია და ესენი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ჯერ უმცროს და შემდგომში უფროს "სპრინგბოკს" შეავსებენ. სწორედ ამ მიზნით სამწვრთნელო შტაბში 20-წლამდელთა თავკაცი ბაფანაცაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, თამაშები 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსგავსადაა გაწერილი, რაც მოთამაშეებს ასეთ ინტენსივობასთან შეჩვევის შესაძლებლობას მისცემს“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კატლეხო ლინჩი ადასტურებს, რომ მათი სამიზნე 2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებაა:

„ამ ბიჭებს 15 წლიდან ვაკვირდებით. შემადგენლობაში 17-18 წლის მორაგბეები გვყავს, რომლებმაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ 20-წლამდელთა ნაკრების შევსება“.

თამაშები რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის წესებით ჩატარდება. გუნდებს განაცხადში 26-26 მოთამაშე ეყოლებათ და მარქაფაში მყოფი 11 მორაგბიდან შეცვლაზე მხოლოდ 8 შევა. ტაიმების ხანგრძლივობა 35 წუთია.

საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა

პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), დავით მჭედლიძე (ლელო), გიგა თუთისანი (აია);

მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ზურაბ ტალახაძე (ხარები), ნიკა ლომიძე (ხარები), ლუკა სულუაშვილი (ლელო);

მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), დავით ბერიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ჯაბა ოდიშარია (ლელო), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);

9: დავით ხუროშვილი (ლელო), მათე ჩქარეული (ყაზბეგი), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გელა ხელაძე (ლელო);

12-13: თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), ერეკლე იორდანიშვილი (აკადემია), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), ლევან ბაჩილავა (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), საბა ციხელაშვილი (ლელო);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა კობაური (აკადემია), საბა ცხვარიაშვილი (ვეფხვები), საბა არჩვაძე (ლელო);

15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), არჩილ კვარაცხელია (აშშ), ემზარ მინდიაშვილი (აია).

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია

rugby.ge

პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა

იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა

იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა

[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო

ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!

ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა

სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს

[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა

[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ

18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე

U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა

18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა

U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან