„მანჩესტერ სიტი“ „ლიონისგან“ 23 წლის ალი სისოკოს ყიდულობს, რაც ფრანგულ გუნდს დაახლოებით 20 მილიონ ფუნტს ანუ 22,5 მილიონ ფუნტს მოუტანს

„მანჩესტერ სიტი“ „ლიონისგან“ 23 წლის ალი სისოკოს ყიდულობს. ისტლენდელთა აღმასრულებელი შეფი გერი კუკი და მისი მარჯვენა ხელი ბრაიან მერვუდი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში გაფრინდნენ, რათა ლიონელებს მოლაპარაკებოდნენ.

ინგლისურ პრესაში ორი თვის წინ იწერებოდა, რომ „სიტის“ მარცხენა მცველი სჭირდება, ფრანგულ გუნდს კი თავისი სატრანსფერო გეგმები აქვს და ამ გეგმების განსახორციელებლად თანხა უნდა იშოვოს. სისოკოს გაყიდვა „ლიონს“ დაახლოებით 20 მილიონ ფუნტს ანუ 22,5 მილიონ ფუნტს მოუტანს.

სისოკოს საფრანგეთში ყველაზე სწრაფი და მძლავრი განაპირა მცველის სახელი აქვს. ამ მხრივ ის ძალიან ჰგავს „სიტის“ მიკა რიჩარდსს. „ლიონს“ სისოკო, ორი წლის წინ, დაახლოებით 13,5 მილიონი ევრო დაუჯდა - მანამდე ფრანგი „პორტოში“ თამაშობდა. კიდევ უფრო ადრე, სენეგალური წარმოშობის ვარსკვლავი „მილანმა“ დაიწუნა - იტალიელმა ექიმებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ მას, შესაძლოა, ზურგის პრობლემები გასჩენოდა. ინგლისურ საზოგადოებაზე კი სისოკომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება 2009 წელს, მანჩესტერის „ოლდ ტრეფორდზე“ მოახდინა, როდესაც „პორტოსა“ და „იუნაიტედის“ ჩემპიონთა ლიგის ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფრანგის გარდა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი 26 წლის ევერტონელი ლეიტონ ბეინესის ვარიანტსაც განიხილავს. ეს ორი ფეხბურთელი ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ისტლენდელთა იტალიელი მწვრთნელის მიზანიც ეს არის: მანჩინის სურს, თითოეულ პოზიციაზე ორი თანაბარი ძალის მქონე ვარსკვლავი ჰყავდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა