25 წლის ეშლი იანგს თავი ქუდში აქვს - მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარა და 16 მილიონიანი ტრანსფერიც შედგა

ეშლი იანგს თავი ქუდში აქვს - მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარა და 16 მილიონიანი ტრანსფერიც შედგა.

მოგეხსენებათ, „ასტონ ვილას“ ვარსკვლავსა და „იუნაიტედს“ შორის ყველაფერი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაირკვა, სანამ 25 წლის გარემარბი დასასვენებლად ლას ვეგასში წავიდოდა. ფორმალობაღა იყო დარჩენილი. იანგი ამერიკიდან ორშაბათს ჩამოვიდა, რამდენიმე დღეში კი „იუნაიტედის“ ბრიჯუოტერის კლინიკას მიაკითხა, სადაც დადასტურდა, რომ ის სრულიად ჯანმრთელია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა მიმდინარე სატრანსფერო სეზონში უკვე 30 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა. იანგის გარდა მან 16,5 მილიონ ფუნტად, „ბლექბერნიდან“ 19 წლის მცველი ფილ ჯონსი გადაიბირა.

მანჩესტერის მეორე გუნდში, „სიტიში“ კი ბოლო დღეებში ყურადღება 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის ამბავმა მიიპყრო. ის, მოგეხსენებათ, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ისტლენდიდან წასულიყო, მაგრამ საქმე ცუდად მოუტრიალდა - მილანის „ინტერმა“ განაცხადა, რომ ამ თავდამსხმელის ყიდვა მისთვის დიდი ფუფუნებაა.

ტევესი, რომელიც გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი გახლდათ, არ მალავდა, რომ პრემიერლიგიდან გაქცევას აპირებდა. მიზეზად მას ოჯახური მდგომარეობა მოჰქონდა, ამბობდა, რომ შვილები არგენტინაში ჰყავს და მათ გარეშე ცხოვრებას ვერ ეგუება.

ბოლოს და ბოლოს, „სიტი“ მის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ფორვარდს ძვირი ფასი დაადო - 50 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 56 მილიონი ევრო. ამას დაამატეთ პირადად ტევესის ხელფასიც - ისტლენდზე ის კვირაში 250 ათას ფუნტს იღებდა, ასეთი თანხის ერთ ფეხბურთელში გადახდა კი, ვაგლახ, მთელ დედამიწაზე სულ ერთ-ორ გუნდს თუ შეუძლია და ერთ-ერთი მათგანი „სიტია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა