ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით კარიერის დასრულება გამოაცხადა.

"მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც დღემდე მომცა. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა, როგორც პიროვნება, ძალიან გამაძლიერა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს!

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა.

ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო. ვიცი, ვერ შევძელი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია სხვა ცხოვრებაში თქვენს გახარებას ცოტათი მაინც შევძლებ.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე შევძლებ, რომ ყველას ყველაფერი გითხრათ!" - დაწერა ვარლამმა.

32 წლის ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მსოფლიოს პირველი ნომერი გახლდათ. "ლიპომ" ევროპის ჩემპიონატი სამჯე მოიგო და ვერცხლის მედალი 6-ჯერ მიიღო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 3 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი სამჯერ მასტერსის, 5-გზის გრანდ სლემისა და 5-გზის გრანდ პრიზის გამარჯვებულია. ვარლამს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოუგია, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი ორჯერ დაისაკუთრა.

ვარლამის წონაში (-100) კი საქართველოს პირველი ნომერი უკვე ძალიან ნიჭიერი, 20 წლის ილია სულამანიძე იქნება.

Giorgi
ვარლამ ჯერ ადრეა წასვლა !! შენი კარიერა .შენი გავლილი გზა ესე წასვლას არ იმსახურებს ! მსოფლიოს გვირგვინი და მერე წადი! მადლობა ყველფრისთვის კაპიტანო!
ზურა
ნაადრევი ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება? ჯობს დაისვენოს დამშვიდდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევაში ლიპო კაცია, ღირსეული კაცია. ისე ვიხსენებ შოთა ლომიძის მაგალითს, მასაც Hქონდა გადაწყვეტილება მიღებული დანებების შესახებ, მაგრამ რაღაც მომენტში გადადო, მოემზადა სერიოზულად და თუ არ ვცდები 36 წლის ასაკში მსოფლიო მოიგო. ასე რომ ღირს დაფიქრება, ამასთან უნდა ვაგრძნობინოთ მთელმა საქართველომ თანადგომა.წარმოიდგინე ლიპარტელიანო მთელი საქართველო შენ გვერდით დაგიდგება და ეს ხომ რამხელა ძალა იქნება. ასე რომ წინ ვალერი წინ, შენ წარმატებები კიდევ გექნება, შემდეგ კი გაცილებაც ღირსეული გექნება.
ნიკა
მადლობა ვარლამ ყველაფრისათვის, იმ ბრძოლებისა და ემოციებისათვის რაც გვაჩუქე ამდენი წლის მანძილზე!!!!! გაიხარე შენი ოჯახით და წარმატებები ცხოვრებაში ღირსეულო ქართველო!!! უფალი გფარავდეს მუდამ !!!
qeba
ქება და ქება კაპიტანს! და უდიდესი მადლობა! მადლობა ქართველი ერის, მადლობა ქვეყნის სახელის გატანისთვის და დაცვისთვის, მადლობა ნამდვილი სპორტსმენობისთვის და მადლობა კაცობისთვის! ასევე მადლობა ასეთი ფორმით წასვლისთვის და ამით მაგალითის მიცემისთვის! მადლობა მაგ სიტყვებისთვის! ქართველი ერი კრიტიკულია და მომთხოვნია მაგრამ ყველაფერს ამას აუცილებლად დაგიფასებს და ოქროს ასოებით ჩაეწერები და დარჩები, როგორც ძიუდოისტი, სპორტსმენი და პიროვნება არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიაში, არამედ თითოეული ჩვენთაგანია გულებში. ეს კი ყველგან გაგიხსნის გზას, სადაც არ უნდა მიხვიდე და ყველაფერში - შენს შემდეგ კარიერაში სადაც წარმატებას გისურვებ!!! შეიძლება ოქრო ვერ მოიგო, მაგრამ მისი განვლილი გზა მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობისთვის! და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ!
შადიმან ბიწაძე
"სხვა ცხოვრება" ჯერ ცოტა ნაადრევი ხომ არ არის ვარლამ! დღევანდელმა მარცხმა მომავალში შეიძლება ზურგის ქარის როლი ითამაშოს! მითუმეტეს ამას ზედ შენს მიმართ ქართველი ერის უზომო სიყვარული და პატივისცემაც დაემატება და ლიპარტელიანის გვარი კიდევ ბევრჯერ დაიქუხებს! თანაც ორჯერ!!!
CHEROELI
აი კაცურად წასვლა.ილია შენი დრო დადგა.
თორნეს
დამოუკიდებელი საქართვლოს ისტორიაში ყველაზე სტაბილური და შრომის მოყვარე ძიუდოისტი.იმედია შენ გამოცდლებას ბევრ მომავალ თაობას გაუზიარებ
fani
ვარლამ, მადლობა ყველაფრისთვის! ჩვენი მრავალგზის გახარებისთვის, იმ გულწრფელი სიტყვებისთვის, რითაც ასრულებ შენს სპორტულ კარიერას. სანიმუშო ხარ თუნდაც იმიტომ რომ შენს ადგილს ახალ თაობას უთმობ - შენ მათთვის სამაგალითო იქნები! რაც შეეხება ოლიმპიადას: გული არ გაიტეხო, შენ შენი სიტყვა ძიუდოს დიდ ასპარეზზე უკვე თქვი და ახლა გჯეროდეს - კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი
DAVE
მადლობა ვარლამ შენი ბრძოლისთვის და თავდადებისათვის ამდენი ხნის მანძილზე. წარმატებები ცხოვრების შემდგომ ეტაპზე
912
მადლობა კაპიტანო ... შენ ჩვენი სპორტული ისტორია ხარ
Joko
შენ ძალიან მაგარი ძიუდოისტი და ძაან მაგარი ადამიანი ხარ ლიპო!!! ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ!!! მთელ საქართველოს!!!
გიორგი
მართალია დღეს ვერ გაგვახარე ვარლამ, მაგრამ ბევრჯერ გაგიხარებივართ. ვის თუ არა შენ გინდოდა რომ მედლით დაგემთავრებინა კარიერა, მაგრამ ყველაფერი ხდება. ღმერთი იყოს შენი შემწე
ვალერი კიკალიშვილი
საოცრად ამაღელვებელი სიტყვებია. ვალო- კაცი ხარ , შესანიშნავი ადამიანი. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ!
ქობულეთიდან
შენ ყოველთვის დარჩები საქართველოს საამაყო ძიუდოისტი.ვინ მოთვლის,რამდენჯერ აგიჟღერებია საქართველოს ჰიმნი მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა შენს ამ მდიდარ კოლექციას, ოლიმპიური ოქროც შემატებოდა, თუმცა რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ზოგჯერ იღბალიც საჭიროა. წარმატებები ვარლამ და აბა შენ იცი, შვილები გეზრდება და აუცილებლად უნდა გაუზარდო სამშობლოს მომავალი ჩემპიონები.
Aleksandre
მადლობა კაპიტანო
მწრთვნელი
მადლობა ყველაფრისთვის დიდო ადამიანო! ვისურვებდი მომავალში საქართველოს ნაკრები ჩაგებაროს!
Levani
შენ მაინც ყველას გვიყვარხარ ვარლამ,სპორტი კიდე თამაშია მაინც
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..