ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი საქართველოში ჩამოვა და ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 61 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც ქართულ რაგბისთან წლებია მეგობრობს, თბილისში სამი დღე (18-20 აგვისტო) დარჩება და შეხვედრებს მაღალი მიღწევების მწვრთნელებთან გამართავს.

„ედი ჯონსის ვიზიტი დიდი პატივი და ქართული რაგბის დაფასებაა. ის ივლისში, შოტლანდიასთან მატჩის წინ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს თამაში კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა. ჯონსი მაინც ჩამოდის საქართველოში და ჩვენს მწვრთნელებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებს. გარდა ამისა, ის მიიღებს ინფორმაციას, თუ რა დონეზე ვიმყოფებით და გვექნება სიღრმისეული საუბარი ქართული რაგბის მომავალ განვითარებაზე, ამ კუთხით მის ხედვაზე. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები და სამწუხაროა, რომ მას ვერ დაესწრება ლევან მაისაშვილი“ – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

„ჯონსთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ინგლისში წლების წინ გამართული ერთობლივი წვრთნები, მისი მხრიდან ქართული რაგბის დაფასების გარდა, გარკვეულწილად სწორედ ამ მეგობრობის შედეგია. სამწუხაროდ, 17 ივლისს შოტლანდიასთან მატჩისთვის, ედის საქართველოში ვიზიტი ვერ შედგა, რადგან ეს თამაში გაუქმდა, თუმცა ჯონსმა საქართველოში ჩამოსვლა არ გააუქმა და თუ ვირუსმა კვლავ არ შეგვიშალა ხელი, ის 18 აგვისტოს ჩამოვა. ვფიქრობ, ჩვენი მაღალი მიღწევების მწვრთნელებისთვის ფასდაუდებელი იქნება ედის კონსულტაცია. სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრებს ვერ დაესწრება ლევან მაისაშვილი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და ამ სახის კონსულტაციებში ჩართვის შესაძლებლობა არაერთხელ მიეცემა“ – დაამატა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

შეგახსენებთ, ჯონსის ინიციატივით, "ბორჯღალოსნები" ორჯერ – 2018-19 წლებში იმყოფებოდა ინგლისში და "ვარდებთან" ერთობლივი წვრთნები გამართა.

„მსგავსი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანასა და კლუბში მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ცოდნის გასაღრმავებლად, გამოცდილების გასაზიარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამით დიდ დახმარებას ვუწევთ მზარდ სარაგბო ქვეყნებს, ისეთს, როგორიც საქართველოა“ – ამბობს ჯონსი.

rugby.ge

მაისაშვილი როგორც სჩანს იქ მწვრთნელობას აპირებს.
მე
მაისაშვილის მდგომარეობაზე ვერაფერს გვეტყვით?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა
ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?