ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

რეალობისგან შორს ხართ...

არ მინდა ისე გამომივიდეს, თქვენს წინაშე ვაკრიტიკო ყველა ჩვენი ხელმოცარული სპორსტმენი. მაგრამ სათქმელი ხომ აუცილებლად უნდა ითქვას.მიუხედავად სპორტსმენის დიდი პატივისცემის მისი მრავალი სპორტული მიღწევემის გათვალისწინებით.ქართველი ხალხისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ძნელი დასაჯერებელი უნდა იყოს, რომ გენო პეტრიაშვილმა, ჭიდაობაში უდიდესი გამოცდილების მქონე კაცმა, 6 წამი ვერ გაუძლო უტიტულო ამერიკელს, ახალგაზრდა 20 წლის ბიჭს, ფიზიკურად და სისწრაფითაც რაც არ უნდა ძლიერი მოჭიდავე ყოფილიყო იგი!

ეს, რაც მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში შეახსენებს თავს. ამდენი შრომა და გარჯა ერთ წამში ჩაიყარა წყალში. ბევრი მარტო მწვრთნელებს აბრალებს, მაგრამ პირველ რიგში მისი ბრალია. მომავალ ოლიმპიადამდე ჯერ ქვეყნის დროა და იქ რა იქნება, კაცმა არ იცის. ფაქტია, უკვე ისეთი მოწინააღმდეგე ჰყავს, პირველივე შეხვედრა სამუდამოდ დაამახსოვრა, აგერ მისგან მეორე გამწარებული ტაჰა აგკულიც იგივე მდგომარეობაშია.
Komentat2
13 წამით ადრე როცა 8 - 5 იგებ შეტევაში ფეხში არ უნდა შეხვიდე.დგომში უნდა ეცადო თავი დაიცვა..თავდაცვა სირცხვილი არ არის.ძალიან დიდი პატივისცემა გენოს მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე მოჭიდავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ეგეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა.თან ამ ოლიმპიადაზე უკვე გვქონდა შემთხვევა როცა ვიგებდით და კიდევ შეტევა ვცადეთ და ეგ შეტევა ოლიმპიური ოქროს მედლის დაკარგვად დაგვიჯდა(თუშიშვილზე მაქვს საუბარი).აქაც იგივე შეცდომა გაიმეორა გენომ.ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება.ყველაზე მეტად ესეთი მარცხი გენოს ტკივა,მაგრამ ასეთი გაუაზრებელი ქმედებით გამოწვეული მარცხის გამო ის ოლიმპიურ ჩემპიონობას არ იმსახურებდა...თავისივე მრავალწლიანი შრომა,ბრძოლა და ბოლოს 6 წუთიანი საფინალო ომი წამებში ქარს გაატანა. P.s ისე თუშიშვილის საფინალო შეხვედრას არ უყურა?..
tngh
ნახევარი წამი დაგვაკლდა ოქრომდე... დასანანია... მაინც გილოცავთ მედალს და კიდევ ველით.
joko
უმაგრესი კაცი ხარ გენო, უმაგრესი. კი დაგვადუმე მთელი ერი და ლამის გავნადგურდით, მაგრამ უმაგრესი ხარ!!! და მადლობა ამ განცდისთვის, როცა მთელი ერი გააერთიანე!!! მადლობა ყველაფრსითვის, შენ ოქრო დაიმსახურე და მაგიტოც განვიცდით ყველანი ეგრე, შენ ეგ დაიმსახურე მთელი შენი კარიერით!!! იმედია გვექნება პარიზში გამოსწორების შანსი!!! გვიყვარხარ!!!
ელგუჯა
ეხლა რასაც ვიტყვი არ დამბლოკთ ამერიკელს უფრო მეტად უნდოდა მოგება და მოიგო . გაიხსენეთ ბექაური გენო კი მეორეა არ იმსახურებდა და ეგრეც მოხდა ერთი წამში მე არ წავაგებდი ეგრე
გიორგი
ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაულში გამოდის
Gio
დაუთმოს რა, ქველმოქმედებაა? ტურნირებზე დაამტკიცოს თუ უკეთესია.
gio
დღესდღეობით ჭიდაობაში გენო პირველია მსოფლიოში

6 ფინალი 5 წაგება !!! გასკდა გული !!! გენოს ფინალი ხომ საერთოდ!!!
ესეა ეს
იმ უზრდელი ამერიკელის ალბათ მთელ მოდგმას ასლოკინებს ეხლა . პირველ რიგში უზრდელი რომ იყო იმიტომ არ უნდა მოეგო, პრინციპში არც მოუგია, ჭიდაობა გენომ მოიგო - ჩვენმა ერის ჯილამ. გენო პირველი ხარ - პირველიიიიიიიიიიიიიიიიიი
master
ზოგადად ექვსი ფინალი ვიჭიდავეთ და ხუთი წავაგეთ ამ ოლიმპიადაზე.დავუშვათ ქაჯაიას შანსი არ ქონდა კუბელთან.მარგველაშვილის და შავდათუაშვილის წაგებაც თითქოს გასაგებია.მაგრამ თუშიშვილმა და გენომ მოგებულები წააგეს.მგონი ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.ბოლომდე არ სჯერათ რომ შეუძლიათ ჩემპიონობა თუ წინასწარ ფიქრობენ რომ უკვე მოგებული აქვთ არვიცი.ეს ფსიქოლოგების საქმეა.ბათუმმაც ბოლო წუთზე გაუშვა გუშინ გოლი...არვიცი,მგონი 6-დან 5 ფინალის წაგება შემთხვევითი არაა და უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა.ვფიქრობ უნდა დაფიქრდნენ ამაზე მწვრთნელები და მეტი ფსიგოლოგიური მუშაობაა ჩასატარებელი სპორტსმენებთან.ნამდვილად კარგ სპორტსმენებთან
ლევანი
მეორე ადგილოსნობა, ქართული სინდრომი.

ეს ხომ არასწორი ტაქტიკის შედეგი იყო. 13 წამში დგომიდან ორჯერ ზემოდან მოექცა მოწინააღმდეგე. ასეთები მსუბუქ წონებში ვერ მოხდება - ორივეჯერ მუხლზე დაიჩოქა და ფეხის დაჭერას ცდილობდა და ... 6-6 წამში დგომიდან ილეთი გაუშვა 2 ჯერ!!! ეს ილეთიც კი არ იყო! ასე გულჩაწყვეტილი არ ვყოფილვარ სპორტის გამო. გავშრი და ხმას ვერ ვიღებდი. გენომ მთავარია გადალახოს ახლა ეს მალე და ახალი გამარჯვებები! იმედია ოლიმპიურსაც მოიგებს 3 წელში და ეს 13 წამი ლაქად არ დარჩება მის კარიერას.
ლუკა
საბრძოლო ინტელექტი აღარ გვივარგა, მწვრთნელები ხომ ცალკე საოცრებაა.
ლუკა
მოგებას ცოდნა უნდა, მარტო ჭიდაობის, და სხვა თამაშის ცოდნა საკმარისინარ არის.
გიგლია
რა გვჭირს ესეთი, სუ დროის გაყვანის იმედად როგორა ვართ, მერამდენედ უნდა წამოგვედინოს ცხვირიდან ძმრად ეს სულმოკლეობა?! ეს არის რაც ყველაზე მაგრადა მწყინს ქართულ სპორტში, თორე წაგებებს აიტან კაცი. სადაც გენოს დაემართა ეს, სხვაზე რაღა უნდა ილაპარაკო? ის რაგბის შეხვედრა გამხსენდა, ბოლო წუთებზე რო წავაგეთ ამერიკელებთან. და კიდევ რამდენი მაგალითის გახსენება შეიძლება. ვერა ვსწავლობთ ბოლომდე ბრძოლას. სირცხვილია რა ბოლო-ბოლო.
IMERELI
გულშემატკივრების უპატივცემულობის შესახებ სმენიათ რაიმე ქართველ სპორტსმენებს? ამათში ტალახაძის გარდა მხოლოდ ორი მებრძოლი იყო ბექაური და შავდათუაშვილი, ბექაურმა იჭიდავა გულიანად და ასახელა კიდეც სამშობლო, შავდათუაშვილმა კი ონო თავისივე ქვეყანაში მსაჯებიანად ვერ დაამარცხა, მაგრამ ვაჟკაცურად იბრძოლა მაინც აშკარა ფავორიტის წინააღმდეგ. დანარჩენ ოქროს პრეტენდენტებს კი არ გყვარებიათ სამშობლო. პ.ს გთხოვთ ნუ დაბლოკავთ.
hhh
იმედია ახლა მაინც დაუთმობს გზას პატარიძეს, თუმცა ამ ბოლოს აღარ ჩანს ნუთუ ისიც რეგრესის გზაზეა.
მიმინო
საჩემპიონო " ჟილკა" არ აღმოაჩნდა საკმარისი გენოს.მოინდომეს რომ გიყვირის მწვრთნელი-რაღაცას არ ინდომებ ეტყობა-არადა ოლიმპიადის ფინალია.რას იზავ ვერცხლი ერგებოდა და მიიღო.
სოსო
გენომ,13 წამში ორჯერ დათმო ორქულიანი.ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ,ქართველებს შეგვიძლია.მთელი ნაბრძოლის და ნაოფლის წყლისათვის გატანება.გასკდა გული და დამაწყდა ნერვები,მაგრამ გენო რომ ჩემზე გაცილებით ცუდ დღეში იქნება,დარწმუნებული ვარ.უბრალოდ ვუთანაგრძნობ,ცხოვრებამ ისეთი მწარე გაკვეთილი ჩაუტარა.ბრძოლა საფინალო სასტვენამდე გრძელდება და შენც უნდა იბრძოლო,სანამ სასტვენის ხმას არ გაიგებ.უკვე რამდენჯერ დავიწვით ხელი ამ წესზე,მაგრამ სხვის შეცდომებზე(ხშირად მეგობრის) ვერ ვსწავლობთ.
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ გენოს ვერცხლის მედალს, მაგრამ ეს ვერცხლი მისთვის მარცხის ტოლია. გარდა ამისა სატირალი ისაა, რომ ამ ამერიკელმა გენოს და ტახას ვარსკვლავი ჩაასვენა, გენოს და ტახას ევროპაღა დარჩათ დასაპყრობად, სამწუხაროდ მსოფლიოს და ოლიმპიადას უნდა დაემშვიდობნონ. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე.
ლევანი
ოქრო და კაი ცხოვრება სადაა!
es rogor daemarta
ამოდენა გამოცდილების პატრონი ასე როგორ უნდა დამარცხდეს და ცხვირწინ ააცალოს დამწყებმა მოჭიდავემ ოლიმპიური ჩემპიონობა.:( რა არაპროფესიონალიზმია. ელოდოს ახლა მომავალ ოლიმპიადას, ასეთი შანსი არც ექნება...ის ამერიკელი კიდევ უფრო მოუმატებს
sddd
ეხლა ეგ უქულო ხუობები ბავშვებს უნდა მოახვიოთ თავზე. მასეთი ქულები ბევრი აიღო ფეხში შესვლით , მაგრამ არ დაუწერეს.

სულ ბოლო წამებზე რატომ ვაგებთ, ფეხბურთშიც?! რისი ბრალია?! დაბალი პროფესიონალიზმის ხომ არა?! 13 წამით ადერე სამ ქულას რომ იგებ ამდენი წვალების შემდეგ და გაცილებით გამოცდილი რომ ხარ არ უნდა წააგო!!! ეხლა არ დაიწყოთ ვერცხლიც მაგარია ძალიანო!!!
დაT
6 ფინალისტი გვყავდა და აქედან 5 წააგო. ვარლამ ლიპარტელიანის სინდრომი.
fff
ეხ გენო ოლიმპიურ ოქროსთან ერთად მერობის შანსიც დაკარგე, ახლა რა რომელიმე სოფლის მაჟორიტარად წარგადგენენ.დ
ინკვიზიტორი
ნუ წრიპინებ!!!
alexandre
მივულოცავ გენოს ფინალში გასვლას! და მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გაახაროს - გახდეს ჩემპიონი! ეს პირველი ოლიმპიადის სტატიაა საიტზე. ამიტომ აქ ვწერ! ეხლა 11:10. იქ კარატისტი, მხატვრული გიმნასტი (მაგას ვუყურებთ) გამოდიან! ძაან მნიშვნელოვანია რუსი რას შვება ოდიკაძეს რომ მოუგო! არაფერს არ წერთ! თქვენთან კომენტარს მაინც დადებს გულშემატკივარი, პოპსპორტ.კომ-ზე ესეც შეუძლებელია. სირცხვილი თქვენ

ახალგაზრდა ამერიკელი მართალია კარგი მოჭიდავეა,მაგრამ შუშუა.ოლიმპიურ ჩემპიონს როგორ წაეუზრდელა...გენო მას გამოცდილებით მოუგებს.
რომა
კაი მოჭიდავეა ეგ ამერიკელი მაგრამ აგკული არ გავდა თავის თავს.. წესით უნდა აწყვიტაოს გენომ უბრალოდ არუნდა ელოდოს იმის შეტევას სულ გენომ უნდა იაქტიუროს
ვატო
კაი კაცო მართლა? ))
სტალინი
შენ გენაცვალე მაგ ქართულ ჯიგრიან გულში, მადლობა ჯიგაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
საქართველო
ხვალინდელი დღე ბატონ ნუგზარს უნდა მიეძღვნას,წარმატებები გენო!
გივი-გია
გენოს დამარცხება,მხოლოდ პეტრიაშვილს შეუძლია...როგორც ნახევარფინალის პირველ ნაწილში იყო...გავთავდი კიღამ. გონი და მარჯი.
Milani
Msajobas imedia eshveleba rame rodesme.
გულშემატკივარი
ვულოცავ გენოს ფინალში გასვლას! რაც შეეხება ამერიკელს, ქულა არ გაუშვია ჯერ. ძალიან სწრაფი და ძლიერია, სწრაფად შედის ილეთზე, თუმცა გენოს გრძელი კიდურების და გამოცდილების იმედი მაქვს
დევკალიონი
პეტრიაშვილი ჩემპიონია .
gogig
გენოს ვულოცავ. უკვე წარმატებაა. კლასი უფრო მაღალი აქვს, იმედია მოუგებს ამერიკელს. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციამ მედლების ახალი რეკორდი დაამყარა - უკვე 8 მედალი გვაქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
ღმერთო გვიშველე! მგონი მოგვანატროს ამ ამერიკელმა ფინალში ტახა აკგული.
tngh
არის კიდევ ერთი მედალი!!! ველოდები ხვალინდელ დღეს...
ლუკა
ფინალში მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ გენოს! მჯერა გენო უკეთესი მოჭიდავეა ვიდრე სტივსონი. მაგრამ გენომ ოქრო უნდა მოიგოს რომ დაამტკიცოს რომ იგი არის უკეთესი მოჭიდავე ვიდრე სტივსონი. გენოს ასეთი შანსი კიდევ 4 წელი, ან შეიძლება აღარასოდეს ქონდეს ოლიმპიადაზე. ეს არის მისი სპორტული კარიერის მწვერვალის ბრძოლა გენოსთვის. მჯერა რომ გამარჯვების ანგელოზი გენოს უმაგრებს ზურგს!
jordan beli
ძალიან დაიღალა გენო თუ მომეჩვენა.იმედია აღიდგენს ძალებს ხვალისთვის. თუშასაც რო მეორე დღისთვის ჰქონოდა ფინალი იქნებ მოეგო.ბაშაევთან იმდენად ჩადო ყველაფერი,რო გამოფიტული იყო კარპალეკთან.წარმატებები გენოს!
Master
არ მგონია გაუვიდეს ამერიკელს გვერდიდან შემოვლები.მაშინვე ფეხს დაუჭერს გენო.თუმცა რა თქმა სწრაფი და ძლიერია და საფრთხილოა..თუმცა სისწრაფე და ტექნიკა არც გენოს აკლია.პლუს უფრო მეტი გამოცდილება.
ჰაჰა
ის ამერიკელი მართლა მაგარი ყოფილა. ძალიან დეტალებში უნდა შეისწავლონ.
Dato
ძალიან ძლიერი ჩანს ამერიკელი, თან სწრაფია, ზურგიდან არ უნდა შემოავლებინოს, მასე მოუგო აკგულს.
Ttt
ისე დალაგდა ყველაფერი ოქროს გარდა სხვა რამ წარუმატებლოად ჩაითვლება. მიდი გენო.
Კაი კაცო?!
ის ირანელი ხელის მტევნებს, მოძრაობაში ავარჯიშებს?!... ფინალში ამერიკელი, ვოლტ დისნეის ანიმაციის პერსონა მორბენალი ხოხობი ელოდება(თუ მივა ფინალამდე)...
tngh
არის კიდევ ერთი მედლის შანსი!!! იმედია, წარმატებით იქნება...
tngh
არის კიდევ ერთი მედლის შანსი!!! იმედია, წარმატებით იქნება...

Akgulis ar vici da chempioni amerikeli gaxdeba, es ukve gadawyvetili ambavia totalizatorebshi.
მაგარჯვება შენია გენო!
თავიდანვე ვამბობდი რომ ლაშა ტალახაძე 100% ოქროს მფლობელი იყო და გენო 99%! ტახას გავარდნის შემდეგ გენოც 100% ოქროს მფლობელი გახდა!
ალექსანდრე
რატომ არ უსმენს მწვრთნელს?
ჟორა გაბრიჭიძე
მგონი ვიღუპებით, ანუ ტახა აკგული ფინალში, შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება