რამდენიმე საათში ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება ბათუმისკენ იქნება მიმართული. იქაური "დინამო" ეცდება, მოჯადოებული წრე გაარღვიოს და ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილოთ.

კონფერენს ლიგა ევროპის რანგით მესამე ტურნირია, მაგრამ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ერთხელ საკუთარ თავზე მაღლა ახტომა შევძლოთ და იქნებ ამ ბაზისზე ჩემპიონთა ლიგა უფრო იოლად დაეშენოს. თურქული ბარიერის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში წინ მხოლოდ ერთი წინაღობა დარჩება...

ბათუმის "დინამოში" თავი კარგმა კონტინგენტმა მოიყარა - გამოცდილება და ახალგაზრდული ჟინი პროდუქტიულად შეირწყა. გია გეგუჩაძის ევროპული გამოცდილება, როგორც ჩანს, გუნდზე თავის დადებით გავლენას ახდენს.

რაც ბათუმელებმა ბორისოვოში შეძლეს, იოლი არავისთვისაა - ასე დამაჯერებლად მოიგო შეხვედრა, რომელსაც ორი მატჩის ჯამში უკვე 0:2-ს აგებ...

თურქული კლუბი კიდევ უფრო მაღალი დონეა, თუმცა ეს ის თამასა არაა, რომელზეც ვერ უნდა გადავაბიჯოთ. "სივასპორს" უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი აქვს და ევროტურნირებზე გასვლას ახერხებს - გასულ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია.

კონფერენს ლიგის საწყის რაუნდში თურქებმა მოლდოვის "პეტროკუბს" მოკრძალებულად აჯობეს, მაგრამ დღევანდელ მეტოქეს საკმაოდ ბევრი გააქვს და უშვებს კიდეც - მაგალითად, სუპერლიგის გასულ სეზონში ისეთი ანგარიშებით გაიმარჯვა, როგორებიცაა 5:3 და 4:2.

თურქეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონში "სივასპორის" რიგებში კოტ დ'ივუარელი ლეგიონერი, 33 წლის მაქს გრადელი ბრწყინავდა, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და 13(!) საგოლე გადაცემა შეასრულა. მოლდოველებთან აიობა კაიოდემ გაიტანა, რომელიც ასევე გამორჩეულია; გუნდში ახალწვეულ მცველ დიმიტრიოს გაუდასის ეიმედებათ, რომელიც "ატრომიტოსის" რიგებში გამოდიოდა.

ბათუმელებს მეტოქეზე ნაკლები ფეხბურთელი არცერთ რგოლში არ ჰყავთ - ირაკლი აზაროვმა ბელარუსში მშვენიერი გოლი გაიტანა, ნახევარდაცვაში გამოცდილი "ჯვაროსანი" ჯაბა ჯიღაურია, წინა ხაზზე კი - საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონი...

"ბათუმი არენაზე" გასამართი შეხვედრა 21 საათზე აიღებს სტარტს.

100%
დასცხე ფახთაქორს )))
გენა
მიდი გორის დილა!! უნდა გავიდეთ. სამსუნსფორი არაა ჩვენი დონე. უნდა მოვუგოთ. გორი გავა აუცილებლად!!!
beqa
აუცილებლად უნდა გაყიდოს სატელევიზიო უფლება! 1)კარგი გუნდია ყოველ შემთხვევაში საქართველოში. 2)სტადიონი მაყურებელი გარემო იდიალური. 3) დროა საფეხბურთო ბიზნეს გარემოს შექმნა საქაღთველოში...
Burton
წესით, აჭარის ტელევიზიაზე უნდა იყოს.
ნიკა
აჭარის ტელევიზია აჩვენწბს , და დროა ბათუმმა მათი თამაშების მიყიდვა დაიწყოს ტელევიზიებზე ) იდეალური გუნდი , სტადიონი , სავსე ტრიბუნა + სანახაობა .. კაია არა უფასოდ პირველო არხო?))
Master
აჭარა ტვ აჩვენებს.აზაროვს დიდხანს არ გააჩერებენ ბათუმში ისევ მგონია რო სტუმრად უკეთ ითამაშებს ბათუმი ვიდრე სახლში.რატომღაც ასეა ეს გუნდი რაც ახალ სტადიონზე გადავიდნენ.
ზურა
რომელი ტელევიზია აჩვენებს?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა