"ჩელსის"ახალმა თავკაცმა კლუბის ვებ-გვერდთან თავის საფეხბურთო ფილოსოფიაზე ისაუბრა
მოსახდენი მოხდა! ანდრე ვილას-ბოასი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გახდა. "ლურჯების" ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც არ დაახანა და პორტუგალიელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან თავის საფეხბურთო ფილოსოფიაზე ისაუბრა.

- როდესაც აქ პირველად მოხვედით, წარმოგედგინათ, რომ ერთ დღეს ისეთი კლუბის გაწვრთნა თავად მოგიწევდათ, როგორიც "ჩელსია"?

- მე ძალიან წარმატებულ გუნდში ასისტენტად ვმუშაობდი და ყველაფერს პროფესიონალურად ვეკიდებოდი. მუდმივად ვცდილობდი, წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ ამასთან, ვყოფილიყავი კოლექტივისგან განუყოფელი. ჩვენ სამწვრთნელო დეტალებს ერთად განვიხილავდით და შესაბამისად, არასდროს ვყოფილვარ მხოლოდ საკუთარ კარიერასა და პირად წარმატებებზე ფიქრით დაკავებული.

პირველად მწვრთნელის რანგში მუშაობის შანსი ჯერ კიდევ "ინტერში" ყოფნის დროს მომეცა. უბრალოდ, საკუთარი თავის სხვა როლში გამოცდა მომინდა. ამიტომაც დავთანმხდი "აკადემიკაში" წასვლას და გამოვემშვიდობე კიდეც ჟოზეს.

მწვრთნელობა ჩემი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა და არც მოურინიო ყოფილა ჩემთვის საშუალება, ამ გზაზე წინსვლისთვის. ყველაფერი თავისით მოხდა.

- გაკვირვებული ხართ, რომ თქვენი კარიერა ასე სწრაფად აეწყო?

- ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ამაში არის რაღაც არანორმალური. ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მივაღწიეთ და ეს ორი ყველაზე ბედნიერი წელი იყო.

რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ფეხბურთი ერთი მსახიობის თეატრი არასდრის ყოფილა. ფეხბურთი - ეს გუნდია, სადაც კარგი მოთამაშეები და იდეებია გაერთიანებული.

- "პორტუში" საქმე აწყობილი გქონდათ, როდესაც "ჩელსიში" გადასვლის ვარიანტი გამოგიჩნდათ...

- ეს ჩემთვის უდიდესი პიროვნული გამოწვევა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. თუმცა, "პორტოში" ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე და კლუბის დატოვება არცთუ იოლი იყო. მიუხადავად ყველაფრისა, ახლა "ჩელსის" წარმატებაზე უნდა ვიფიქრო და ვიზრუნო.

- ის, რომ "ჩელსიში" თქვენ მოღვაწეობას მუდმივად შეადარებენ მოურინიოს ეპოქას, გარდაუვალია. მსგავსი პრობლემები "პორტუში" თუ გქონიათ და როგორ უმკლავდებოდით მას?

- ვფიქრობ, შედარებას ვერსად გავექცევი. ეს ისაა, რაც მასმედიას აინტერესებს. მე "პორტუში" იმიტომ არ მივსულვარ, რომ იქ გზა მოურინიომ გამიკვლია. ხელმძღვანელობამ მწვრთნელად ჩემი დანიშვნა, პირველ რიგში, ადამიანური თვისებების გამო გადაწყვიტა და სწორედ ასე მინდა ახალ კლუბში მოვიდე.

ისიც ვიცი - თუკი წარმატებული არ ვიქნები, არავინ დამინდობს, თუმცა ვგრძნობ, არამარტო ფეხბურთელების, კლუბის ყველა სტრუქტურის მოტივირებას შევძლებ. მჯერა, გულშემატკივართა, ადმინისტრაციისა და მფლობელის ამბიციებს თავს წარმატებით გავართმევ.

- თქვენი სათამაშო ფილოსოფიის შესახებ გვითხარით?

- სამწვრთნელო შტაბის ამოცანა მოთამაშეთა პოტენციალის სრულად წარმოჩენაა. თითოეულ ადამიანს ხომ უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს და ამიტომ, მუდმივად სრულყოფისკენ ისწრაფვის. ასეა ფეხბურთელების შემთხვევაშიც და ამიტომ, მწვრთნელები მათ მოტივირებას ვეშურებით, რათა შეძლონ ის, რასაც გუშინ ვერ აკეთებდნენ.

ამასთან, ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდება თავისუფლება, რადგან მოედანზე მას გასნსხვავებულ სიტუაციებთან მოუწევს დამოუკიდებლად გამკლავება.

- მომავალშიც იმ სქემით აპირებთ თამაშს, როგორც ამას "პორტუში" იყენებდით?

- სათამაშო სქემა მთავარი არაა. ფეხბურთი ძალიან ქაოტური და ფანატიკური თამაშია და ამიტომ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ზოგჯერ პირიქით - ყველაფერი ბრწყინვალედ წარიმართება მაშინ, როცა ამას სულ არ ველოდებით. მწვრთნელისთვის უმთავრესი - ამ პროცესის გულისცემისთვის ყურისგდება და თითოეული უმნიშვნელო ცვლილების ზედმიწევნით ზუსტად შეგრძნებაა.

ფეხბურთელები, ამბიციები და ახალა მოტივაციები - ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაც ერთი ადამიანი, რომელიც გუნდში რაღაცეების შესაცვლელად მოვიდა. მე არაფრის შეცვლა მსურს.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა