ერთდროულად რამდენიმე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უგუნდოდ მყოფი 34 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს და უკვე დეტალებსაც იუწყებიან.

მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.

ნეიმარის შეთავაზებულ 10-ნომრიან მაისურზე მესიმ უარი თქვა და ახალ გუნდში 19 ნომერს აიღებს. ამ ნომრით ის კარიერის დასაწყისში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა.

RMC Sport-ის ცნობით, ლეო პარიზულ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და ამის შესახებ ოფიციალურად ამ უქმეებზე გამოაცხადებენ.

პსჟ იმედოვნებს, რომ ფორვარდი კილიან მბაპე მესის ტრანსფერის შემდეგ წასვლას გადაიფიქრებს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება გუნდში.

დათო-ს
ფეხბურთის აზრზე რო არა ხარ ვხედავთ, მაგრამ მათემატიკაც არ გისწავლია სკოლაში? რაის ფეირ პლეი? კაცს იფორმებენ უფასოდ თავისუფალ აგენტად, სამაგიეროდ ყიდიან თავიანთ ფეხბურთელს მბაპეს, რეალში 150 მილიონად. მბაპეს მესიზე მეტი ხელფასი ქონდა და სახელფასო უწყისიც შემცირდა. ფეირ პლეი კი არა მინიმუმ 150 მილიონო მოგება აქვს და კიდევ რო ვინმე დაიმატოს არც ის გაგიკვირდეთ.
საფრანგეთში რა უნდოდა???
აბა ჩიხურაში უნდა გადმოსულიყო? ვინც დაპატიჟა იქ წავიდა კაცი პროფესიონალია, როგორიც მსოფლიოს არ უნახავს და შენ რეებს ბოდიალობ.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა-s
პსჟ-ს არ ეშლება ფულის ხარჯვა და რატომ გეტყვი. მბაპე წარსულია იმ უბრალო გაგებით რო დიდი ხანია რეალში აპირებს და ვერაფერს ვერ უხერხებენ პსჟ-ში. წელს თუ არ გაყიდეს რეალში გაისად უფასოდ წავა იმავე რეალში როგორც თავისუფალი აგენტი. ასე რომ ყველაფერი სწორად აქვს დათვლილი პსჟ-ს. მბაპეში რეალი მინიმუმ 150 მილიონს იხდის და მესი უფასოდ ერიცხებათ გუნდში. გამოდის რო მარტო ლეოს ხელფასი აქვთ გადასახდელი მაქსიმუმ 100 მილიონი, პლიუს ლეოს აქსესუარები და ათასი გასაყიდი საქონელი რაც ბევრად მეტს მოუტანს პსჟ-ს ვიდრე მბაპეს მაისურები. და მთავარი ლეო არაფრით ნაკლები არ არის მბაპეზე თუნდაც დღეს.ისე რომ პსჟ-ს ზარალი კი არა მოგება ელოდება. ლეოს მარტო მაისურების გაყიდვით და ბარსაში რეკლამებით 200 მილიონი მოქონდა გუნდისთვის და ტყუილად არ დარდობდნენ ნაიკი და რაკუტენი რომ ბარსასთან კონტრაქტები წამგებიანი გახდებოდნენ. მოკლედ აქ უამრავი წვრილმანია და მეტი უნდა იკითხო რომ ყველაფერს ჩაწვდე.
კომბლეს
ალვეში, ოლიმპიადაზე მაგრად დარბის, თანაც 38-წლის არის. ისე, რომ პროფესიანელებისთვის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ კომბლე, სანამ რამეს იტყვი მესიზე, დაფიქრდი.
პეტრე
ვხედავ სახელი სწორად შეგირჩევია ,,კომბლე", მაგრამ ფეხბურთი რა შუაშია?
გია
შენ მართლა კომბლე რა.....
იურა
კომბლე, ფეხბურთის გაგებაში არ ხარ! და საერთოდ იცი? მესი ვინ არის? აიღე ეგ შენი კომბალი და ჰაიდაააა მთაში.
ტვინიკოსას
აბა ჭკუის კოლოფო შენ რას იზავდი ხალიფას ადგილას? არ რჩება კაცი და ხოარ მოკლავს?
ლაშას
არავის არ ფარავს, კარგად დააკვირდი და დაინახავ, რომ სამნი არიან.
ბოსკამპის უკვდავ ფრაზას.
მბაპეს აღარ უნდა პსჟ-ში დარჩენა და ძალით ხომ არ დააბავენ? შენ თუ გგონია მესის ძალიანაც უნდოდა, რომელიმე სხვა გუნდში გადასვლა, მაგრად ცდებით. ბარსაში უნდოდა დარჩენა და აქ კარიერის დასრულება, ყველაფერზე თანახმა იყო, მაგრამ მოხდა ის რასაც, არავინ ველოდით. როგორ აიძულეს სუარესი, ისე გაუჯანჯლეს მესისაც. ათლეტიკომ სუარესი ეგრევე მიიღო და სუამაც, მადლობა ჩემპიონობით გადაუხადა. მესი ისეა გაბრზებული, რომ დარმუნებული ვარ ცხელ გულზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. რას ვიზავთ, თურმე ასე აფასებენ , ესპანეთშიც და კატალონიაშიც ლეგენდებს.
კ ო მ ბ ლ ე
ამ ხნის კაცს უკვე მობეზრებულიც აქვს სირბილი, მე ის მიკვირს, კიდევ კარიერაზე რომ ფიქრობს, დაჯე დაისვენე, რას დახტიხარ, არ მოგბეზრდა ეს მაიმუნობა?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
ეს პსჟ ნამეტანი არასერიოზული გუნდი ყოფილა. ამას სელექცია არ ჰქვია-ესაა ცირკი. მბაპე გაუშვან და 34 წლის ვარსკვლავები დაიმატონ+ის ბრაზილიელი ცირკის გასტროლიორი. რასაც მოიგებს, გაგახსენებთ 1 წლის თავზე.

საფრანგეთის ჩემპიონატში რა უნდოდა?:))) ეს მესი ვერაა მთლად მესი. უკვე პენსიისკენ წავიდა.
Master
ერთი დიდი ცირკია ეხლანდელი საკლუბო ფეხბურთი.პირადად ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა არანაირ ინერესს არ იწვევს.უკვე ცნობილია ნახევარფინალისტები აქ.
რომა
მესის მერე რონალდოც რო გაიფორმონ არც ეგ იქნება გასაკვირი... ამ დროს კი მაფიოზა უეფა ჩუმად არის... ზოგს თავში იმდენი ტილი არ ყავს რამდენი მილიარდიც ამ შეიხს აქვს და სემიჭკის ფულად ყიდულობს ყველას და ყველაფერს თავისი რა მიდის ჭიდან წლის მაგივრად ნავთობი ამოსდის.... პერესი მართალია უნდა შეიქმნას სუპერლიგა და არუნდა იყვნენ იქ პსჟ და სიტის ძალით აყვავებული გუნდები.
ავთო
მბაპეს არა კვატეს. ლეო სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ლეო მესია!!!!!! უდიდესი ფეხბურთელი!!!!!!!!
las
ცენტრალური თავდამსხმელი არ ყავთ. რონიც იყიდონ ბარემ და ეგაა :) ყველადროის სუპერ გუნდს შექმნიან :) რონის გარეშე აი ნახავთ ისევ ვერმოიგენებ ლიგას :)
დათო
ამ გუნდზე ფეირპლაი არ მოქმედებს ხო კარგა ხანია? მგონი 300 მილიონი უგროვდებათ სახელფასო ბიუჯეტი, სხვა გუნდს მაგის მესამედს არ შეარჩენენ
100%.
))) რომელიღაცა წერტილიდან, მასეც სჩანს. ) ფული აგვარებს ყველა საქმეს.
ვახო
არავის უყიდია თავისუფალია
lasha
მესის სახე ვის ფარავს?)
Caruzo9
მესი და რამოსი ერთად,საინტერესოა,ბარემ რონალდო და პიკეც დაიმატოს პსჟ-მ და ეგ არის;)))
აჩი***
ამ შეიხმა პეს 25 იყიდა უეჭველი და ბავშვს მისცა ითამაშეო ;)))
აჩი***
სირცხვილია მესის მერე მბაპე არ წავაო უბრალოდ მბაპე კი არა ეიფელის კოშკიც დახტუნავს მესის ჩასვლაზე სიხარულით
გოჩა
მბაპეს კი არა, გუნდს უყიდეს და სულ რომ არ ითამაშოს, ასჯერ მეტს ამოიღებენ. სპორტულ მხარეზე აღარაფერს ვამბობ.
ლშა
მბაპეს უყიდეს მესი :)))
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან