დღეს საქართველოს დედაქალაქში მორიგი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი დაიწყო. მოგეხსენებათ, გასულ თვეში თბილისმა 20 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების ნაკრებები ესტუმრნენ. ამჯერად სტუმრები ისეთი სახელიანნი არ არიან, როგორებით საფრანგეთი, სერბეთი და გერმანია იყვნენ, თუმცა გოგონათა ევროჩელენჯერის მასპინძლობა ჩვენი საკალათბურთო საზოგადოებისთვის მართლაც გამორჩეული ამბავია.

გოგონათა კალათბურთის ხელშეწყობა – ეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომაც ტარდება თბილისში ფიბას საერთაშორისო ტურნირი. მართალია, ჩვენი ნაკრები სადღეისოდ მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, თუმცა საერთაშორისო აქტივობა, ახალგაზრდებთან სწორი და თავდაუზოგავი მუშაობა მომავლის იმედს იძლევა.

თბილისურ ევროჩელენჯერში საქართველოსთან ერთად მალტა, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი და სომხეთი მონაწილეობენ. პირველ ტურში მაკედონიელები ისვენებდნენ, პირველ მატჩში კი ალბანეთმა სომხეთს შანსი არ დაუტოვა. ჩვენმა მეზობლებმა 37:61 წააგეს ალბანელებთან. რაც შეეხება ქართველებს, ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრა მალტასთან დათმო – 28:71.

ტურნირის მეორე დღეს, 10 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში კვლავ 2 მატჩი გაიმართება. 16:00 საათზე ჩრდილოეთი მაკედონია მალტას დაუპირისპირდება, ხოლო 19:00 საათზე საქართველო ალბანეთს შეხვდება.

GBF.GE

Zaza
მალტასთან რომ 28 ქულაზე მეტს არ ჩააგდებ რაღა უნდა ვთქვათ. ფაქტიურად ქალთა კალათბურთი ჩვენთან არ არის, დაბალ მოყვარულ დონეზეა რეალურად.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა