ხელისუფლებამ ქვეყნის პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაშლილად გამოაცხადა და ჩემპიონატის ორგანიზება უშუალოდ ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვა

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ბერძნულ ფეხბურთში გამოვლენილ კორუფციასთან დაკავშირებით ზუსტად 80 ადამიანია გამოვლენილი, რომელთაგან ათი პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა, 70 კი ჯერჯერობით მხოლოდ დაკითხულია.

ამავე საქმეზე ივნისის პირველ რიცხვებში პოლიციამ უკვე დააკავა 7 ადამიანი, მათ შორის საბერძნეთის სუპერლიგის კლუბების პრეზიდენტები. მათ მიმართ წაყენებულია ბრალდება თაღლითობის, ქრთამის აღების, უკანონო საბუკმეიკერო საქმიანობისა და შავი ფულის გათეთრების მუხლებით. დაკავებულთაგან ორს აღმოუჩინეს არარეგისტრირებული “Hekler&kox Usp-ს” მოდელის 9/19 კალიბრის პისტოლეტები, მათი სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, ასევე სახელმწიფო საბუკმეიკერო კანტორის კუპონები, ნაღდი ფული და ასე შემდეგ. სამართალდამცავთა მტკიცებით, ბოროტმოქმედები გარიგებული მატჩებით მიღებული შემოსავლებით, როგორც მინიმუმ, 2008 წლიდან ცხოვრობდნენ.

ბერძნული ფეხბურთი ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეირყა სერიოზულად ასეთი სკანდალების გამო. მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, 2010 წლის ბოლოს აღძრულ საქმეში 13 კლუბი ფიგურირებს, მათ შორის 4 სუპერლიგის მონაწილე, 8 მეორე დივიზიონის, 1 კი მესამე ლიგის.

გარიგებული მატჩები, მასობრივი ძალადობა სტადიონებზე და კიდევ მრავალი მოუგვარებელი პრობლემის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაშლილად გამოაცხადა და ჩემპიონატის ორგანიზება უშუალოდ ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე