ახალზელანდიელმა შერკინების ბურჯმა გრეგ სომერვილმა და ავსტრალიელმა შუამარბმა სტირლინგ მორთლოქმა კარიერა საბოლოოდ დაუკავშირეს ზეპური რაგბის ახალ გუნდს "მელბურნ რებლზს"...

ახალზელანდიელმა შერკინების ბურჯმა გრეგ სომერვილმა და ავსტრალიელმა შუამარბმა სტირლინგ მორთლოქმა კარიერა საბოლოოდ დაუკავშირეს ზეპური რაგბის ახალ გუნდს "მელბურნ რებლზს". შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან ზე 14-ის გუნდებს კიდევ ერთი ავსტრალიური გუნდი "მელბურნ რებლზი" დაემატება და ამიერიდან ამ გათამაშებას ზე 15 ეწოდება.

რაც შეეხება სომერვილსა და მორთლოქს, მათ "რებლზში" თამაში სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტეს. სომერვილს, რომელიც ბოლოს ინგლისურ "გლოსტერში" ასპარეზობდა, საკმაოდ სარფიანი წინადადებით "კრუსეიდერზის" თავკაცმა ტოდ ბლეკედერმა მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

"ცხადია, გული დამწყდა, რომ "კრუსეიდერზში" დაბრუნებაზე უარი ვთქვი. კარგად მესმოდა, რომ თანხმობის შემთხვევაში ახლი ზელანდიის ნაკრებში დაბრუნების შანსი მომეცემოდა. რამდენიმე ღამე თეთრად გავათენე ამაზე ფიქრში და დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

იმისთვის, რომ ნაკრებში ადგილი დაიკავო, კონკურენტუნარიანი უნდა იყო. მე სანაკრებო კარიერა ამაღლებულ ნოტზე დავასრულე და აღარ მინდა, დრო უკან დავატრიალო. მით უფრო, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ჩემი პოტენციური კონკურენტების ბენ და ოუენ ფრენქსების შესაძლებლობებს. ისინი ჩემ თვალწინ დაიზარდნენ, ძალიან ბევრს მუშაობდნენ და მიხარია, რომ გარჯა გაუმართლდათ." - თქვა გრეგ სომერვილმა.

სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვს ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით "ვოლაბების" ყოფილ კაპიტანს სტირლინგ მორთლოქს. 33 წლის შუამარბმა ეროვნულ ნაკრებში ადგილი სერიოზული ტრავმის გამო დაკარგა.

"ვფიქრობ, გუნდი, რომელიც მელბურნში შეიქმნა, საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. სადაც უნდა ვთამაშობდე, ბრძოლაში მთელ სულს და გულს ვდებ, ბოლომდე ვიხარჯები. ასე იქნება ახლაც. ჩემი ცხოვრბა ახლა "რებლზია". ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვიქნები კონცენტრირებული და, ალბათ, დაინახავენ, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - იმედოვნებს მორთლოქი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა