ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თბილისის "დინამომ" სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა

თბილისის "დინამომ" სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა

თბილისის "დინამომ" სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. განცხადება კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

"დინამო თბილისში" სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის მიზეზი კლუბის განვითარებისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და საკადრო პოლიტიკის შეცვლაა.

კლუბის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია მოხდეს "დინამო თბილისის" მენეჯმენტისა და საკვანძო პოზიციების ოპტიმიზაცია.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ "დინამო თბილისის" მართვას დირექტორთა საბჭო (ე.წ. ბორდი) განახორციელებს, სპორტის მიმართულებას კი ახალი სპორტული დირექტორი ჩაიბარებს, რომლის ფუნქცია-მოვალეობებში, მთავარი გუნდის დაკომპლექტებისა და შედეგების გაუმჯობესების გარდა, აკადემიაში განსახორციელებელი ცვლილებებისა და სტრუქტურის ფორმირება იქნება.

"დინამო თბილისის" სტრუქტურაში გაჩნდება ახალი - ბიზნესმიმართულება, რომლის მიზანი კლუბის ფინანსური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის მართვის, სპონსორებთან ურთიერთობის, მარკეტინგული პროექტების, შიდა და საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა იქნება.

"დინამო თბილისის" ბორდი კონკრეტულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი ადამიანებით დაკომპლექტდება. შესაბამისად, ბორდის წევრ მენეჯერებს კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანებზე დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.

"ვმუშაობთ სწორ მოდელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს "დინამო თბილისის" სტრუქტურა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე უფრო სწორი დროა მოხდეს კლუბის სტრუქტურული და ორგანიზაციული ფორმირება. ეს "დინამოს" საშუალებას მისცემს, თანამედროვე, ფინანსურად ძლიერ და შედეგზე ორიენტირებულ კლუბად ჩამოყალიბდეს“, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.

"დინამო თბილისის" პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კლუბის სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, რის საფუძველზეც მოხდება ახალი სტრუქტურის დამტკიცება.

საკადრო ცვლილებებისა და სტრუქტურული გადაადგილებების შესახებ რომან ფიფია პრესკონფერენციას სექტემბრის პირველ კვირაში გამართავს, სადაც მედიასა და გულშემატკივარს კლუბის ხელმძღვანელობას წარუდგენს."

• ლევანი

მიკვარს, ამათ კიდევ ვინმე გულშემატკივრობს!

• როკო

რა ბორდი, რის რეორგანიზაცია, რა მენეჯმენტი, რას აბოლებენ ხალხს ათეული წელია. წარუმატებლობების მიზეზი საკმაოდ მარტივია; ნორმალური გუნდი რომ შეიქმნას შემადგენლობის ბირთვი სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 3 წლის მანძილზე და ნორმალური მწვრთნელიც წლები უნდა მუშაობდეს გუნდში. დინამოს აკადემიაში კარგი ფეხბურთელები იზრდებიან, მაგრამ შანსი როგორც გაჩნდება ყიდიან და 6 თვეში ერთხელ ახალი გუნდი და მწვრთნელი გვყავს. ეს გულშემატკივრების აბუჩად აგდებაა. ისე ეს ზოგადად თითქმის ყველა ქართული გუნდის პრობლემაა, რომლის მოგვარების გარეშე ფეხბურთის აღორძინება და განვითარება საქართველოში შეუძლებელია

• თენსინგი

ქართულ ფეხბურთს ღირსების და ინტელექტის კრიტიკული დეფიციტი აქვს

• გურულო

თევზი თავიდან ყარს!!!

• გიორგი გორგაძე

ეს პინოქიო ესა

აღარ მაქვს ფიფიას იმედი, რამის შნო ან მონდომება რომ ჰქონდეს ფეხბურთში, აქამდე ოდნავ მაინც დაატყობდა გუნდს ხელს. შეეშვი ქართულ ფეხბურთს, იქნებ სხვამ უშველოს!

• დიდგორელი

ეს რეორგანიზაცია იმ ამბავს გავს .... ტიპი ქვევრში რომ გაიჭედა, ფეხები გამოუშვი იქნებ ეგე გამოხვიდეო... ვავა

• არდილეს

თბილისის "დინამოა -ა ,თუ "დინამო თბილისი" (რავ იურიდიულად ერთი და იგივე არაა) საშველი იმიტომ არ ჩანს,რომ არც ძველი ბიჭების და არც ვაჭრუკანების ხელში გუნდი არ უნდა ჩავარდეს!!!!

• gurulo

არსებულ ვითარებაში ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება,გარანტირებული წაგებაა,თუ ტოტალიზატორს არ შეეკრა!ვინ მოვა ფიფიაზე უკეთესივინ გარისკავს და ვინ გადაყრის წყალში ფულს?შეხედეთ ,,ტორპედოს,, ერთ დროს ძლიერი გურია მე 3 ლიგის ბოლო ადგილზეა.ჩემპიონატს რა ქვია? --,,კრისტალ ბეთ,, ეროვნული ლიგა:))

• gurulo

ამ დაქცეულ ქვეყანაში ფედერაციამ რა უნდა გააკეთოს?სანამ ქვეყანა ფეხზე არ დადგება,სპორტს არ ეშველება!მესის რომ ხელფასი აქვს, საქართველოს ბიუჯეტი არა აქვს ამდენი და თქვენ ფედერაციაზე ახურებთ...

• DT

ლოგოზე ვერ დაგეთანხმებით .. ლათინური წერითი ანბანი თუ გინახავთ, იგივეა .. და საერთოდაც კირილიცა რამით განსხვავებული გგონიათ? ბერძნულის და ლათინურის ნაზავია, ასე რომ .. P.S. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი რომ ქართული "დ" ეწეროთ დინამოელებს ფორმაზე.

ეს საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ადრე მხოლოდ გულშემატკივარზე ღადაობდა ეხლა საკუთარ თავსაც ეღადავება!!! რა რეორგანიზაცია, რის რეორგანიზაცია წადი რა თავი დაგვანებე წარმოდგენა არ გაქვს ფეხბურთზე, ვეღარ უნდა მიხვდე?!

რომან, ფეხბურთი მხოლოდ ბუღალტერია არ არის, პირველ რიგში სპორტული მიღწევებია!!! როდემდე უნდა იწვალოთ და იჯახიროთ და უწამლოთ ნერვები გულშემატკივარს?!

• tngh

წარმატებები თბილისის "დინამოს"...

• გოგა

კომუნისტებმა "გარდაქმნა" რომ დაიწყეს ეგონათ, რაც თავად მოკლეს, თავადვე გააცოცხლებდნენ, ალბათ, ასეა ფიფიას საქმეც... ისე, ზოგადად ვიტყვი, როგორც საკმაო გამოცდილების მქონე მენეჯერი - როდესაც ხელმძღვანელი, რომელიც წლების მანძილზე წარუმატებელ საქმიანობას ეწევა და ამას ვერ გრძნობს, ან გრძნობს და ვითარების შესაცვლელად ვერაფერს ახერხებს (კონკრეტულად მის შემთხვევაში მეცხვარე-მეთევზეებთან სამარცხვინო წაგება), როგორც მმართველი უვარგისია. სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ ძველ თანამშრომლებთან (ავტორიტეტი დაკარგა,) განშორების მცდელობაა და მეტი არაფერი.

• ქართველი

ვიცოდი დღეს რაღაც გამიხარდებოდა... მომეშვა გულზე...

• Vasili

ფიფიასთან პრობლემა არ მაქო? საქართველოს ჩემპიონი ხდება მაინც, კონკურენცია არ არისოო?? // მაგაშია საქმე ზუსტად, ჩემპიონი რო ხდება და იმ ჩემპიონ გუნდს რო შლის და წიწილებად ყიდის ფეხბურთელებს და სეზონის სტარტზე ახალი კადრებით რომ იწყებს თამაშს და რო ფარჩაკდება მაგიტოა გასაგდები გუნდიდან!! აი ამაშია პრობლემა

• ბალეშიკ

რათქმა უნდა ბიზნესის ჭრილში უნდა უყუროს მაგრამ არა ისე როგორც ფიფია აკეთებ და რას აკეთებს ფიფია წიწილებს ყიდის სანამ რაიმე წარმატებას მიაღწევენ კაპიკებად ყიდის ის კი არა გუნდი ევრსაერბიელზე ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდეს ფინანსურად გაძლიერდება მაგრამ სად აქვს მაგის ტვინი ფიფიას

• gurulo

მერამდენე რეორგანიზაციაა...

• ფირუზა

დაჰკა 10 წლიანი გეგმა ფიფია, შენი რა მიდის, ხალხი მაინც ყველაფერს ჭამს)))))))

• w

თქვენ იღადავეთ და რეალს და ბარსას რომ გაუგია ფიფია ცვლილებებს აპირებსო შიშისგან კანკალი დაუწყიათ დაგვერხა და ეგააო.

• დათო

როგორც მახსოვს 2010 წელს აჩუქეს დინამო! სტადიონი 40 წლიანი იჯარით გადასცეს! ათ წელზე მეტია ტიპი ვერ გაერკვა სად არის და რას აკეთებს!! უარესი კიდე თუ გარკვეულია! თითქმის მკვდარია დინამო აპარატზე შეერთებული!! წადი რომა ბიძიკო სახლში არ ხარ შენ ის ვინ შეძლებს მაგ მდგომარეობიდან დინამოს გამოყვანას!! სხვა ექიმია საჭირო თუ მართლა გული შეგტკივა პაციენტზე! ჰიპოკრატეზე მაინც წაიკითხე რამე! მე აღარ ვეწევი

• მერაბი

ფიფია ატარებს?! ძნელი დასაჯერებელია, თანაც აქამდე სად იყო?

• llcl

დევიჯერე

• ჰაჰა

როგორც იქნა. აწი მშვიდად ვიქნები.

• rezi

აუუუ..მოსცილდი დინამოს რა

• რა ხდება!

მარტო "დინამოში" კი არა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არის ძირეული რადიკალური რეფორმები გასატარებელი, სხვანაირად არასოდეს არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს მსოფლიო არენაზე!!!

• სვანსკი

მაგაშია საქმე ,რომ ფეხბურთს ბიზნესის ჭრილში უყურებთ და საკუთარი თავის გამდიდრების იქით,ვერას ხვდებით და ვერას აღიქვამთ,როდემდე უნდა ვიყოთ ჭაობში? ცხადაძეს თავი არ მუშაობს ფიფია საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობს,ყვარყვარესი არ იყოს ,,ოქროს სარაიას აგიშენებ ჩემსას რომ მოვრჩები მაშინო,, ამათ ძღომას არ დაადგა საშველი.

• ოტელო

უნამუსო

• ბოკინიო

მე არ მაქ აგრესია ამ კაცის მიმართ. იმ ჭ კლასის გუნდით რაც ახლა ყავს საქართველოს ჩემპიონი ხდება. ანუ კონკურენცია ნულია. ბოლო ორი წელია ბათუმი გამოჩნდა და იმედი გააჩინა რო ოდნავ აწევს ჩემპიონატის დონეს. ორი სამი გუნდი ეგეთი რო გამოჩნდეს უეფა ლიგის ჯგუფში მუდამ ვიქნებით.

ერთადერთი ვარიანტია, კაცმა დაიკიდო და ყური არ ათხოვო რომიკოს ზღაპრებს. თუ ძალით არ დაათმობინეს დინამო, იქამდე ასეთი კონცერტი იქნება

აღარ მჯერა ფიფიას იდეების, წადი თავი დაგვანებე

ტრაგიკომედიაა ნაღდი რა!!! სტრუქტურულ რეორგანიზაციას ვინ ატარებს ფიფია?! ეხლა მიხვდა რომ ყველაფერი წესრიგში არ არის?! ფიფიას ჩატარებული რეორგანიზაცია შედეგს მოიტანს?! ოოოოო დიადო ვეტერანებო დინამო იღუპება, ფაქტიურად ეროვნულ სირცხვილად არის გადაქცეული ოდესღაც ეროვნული სიამაყე და თქვენ ჩუმად ჩუმად ხმა არ ამოიღოთ ვინმეს რამე არ ეწყინოს!!!

• ბალეშიკ

კიდევ კარგი მაკაბისთან გამოვარდით ამისათვის დიდი მადლობა დინამოს ყველა ფეხბურთელს და ფიფიას თქვენი ამბავი რომ ვიცი ისევ ფარერებთან შეგვარცხვენდით

• ხომ ერა

ღმერთო ჩემო ! :) გვეკაიფება ეს კაცი. არაფერი შეიცვლება! საერთოდ არაფერი. გუნდის გაძლიერებაზე რომ მიდგება საქმე - მაქსიმუმ მერებაშვილი, გვილია ან 1-2 მსგავსი ჩავლილი მატარებელი მოიყვანოს. მიზანი იგივე რჩება - ფულის შოვნა. თუ კი ვინმე გამოჩნდება აკადემიიდან - მაშინვე გაყიდოს. ბატონო რომან , თუ გნებავთ, რომ ახალგაზრდებს ,, გზა გაუკვალოთ” , განვითარებაში შეუწყოთ ხელი - მაშინ ისეთ კლუბებში გაყიდეთ, რომლებიც უეფას ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან, ან ტოპ 5 ში. სხვა შემთხვევაში დინამოშიც მოუმატებენ. გუნდიც უფრო ძლიერი იქნება … და შემდეგ როდესაც ძლიერ გუნდში გაყიდით - თქვენც იხეირებთ და ფეხბურთელიც

• დაT

როგორც გაუნათლებელი 1 სექტემბრამდე განათლებული ვერ გახდება, ისე ვერ გახდება დინამო ფიფიას ხელში კარგი გუნდი. სტრუქტურულ რეორგანიზაციაში იქნებ ოკუპანტების ლოგოც მოახვედროთ და ქართული ასო მიახატოთ ლოგოზე და თუ ქართული დამწერლობის გრცხვენიათ, მაშინ ლათინური.

• დათო

აი ეხლა ვიწყებთ რეფორმებსო ჩვერნი მთავრობასავით არ გამოსდის ...

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს