12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს, ბათუმის "დინამო" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს - კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თურქულ "სივასპორს" ესტუმრება.

"დინამოს" დღევანდელი მეტოქე ჩვენი გუნდისთვის დაუმარცხებელთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება. უეფას ახალი წესის მიხედვით კი, მინიმუმ, ერთი გოლის გატანა ბრძოლაში ბოლომდე დაგვტოვებს.

ბათუმურ შეხვედრაში ისე დავმარცხდით, ყველაზე უარეს სცენარში რომ წარმოვიდგენდით - მეტოქემ კარში პირველივე დარტყმა გოლად აქცია, გამარჯვებას კი 95-ე წუთზე მიაღწია. დღეს ქართულ კლუბს უფრო მეტი კონცენტრაცია, ფიზიკური გამძლეობა და იღბალი დასჭირდება, ასე კი წარმატება უტოპია სულაც არაა.

გია გეგუჩაძე ფეხბურთელებთან ერთად კარგად განიხილავდა პირველ მატჩს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანდა. მას შემდეგ, რაც "სივასპორის" რიგებში შეცვლაზე ლიკ ჯეიმსი შემოვიდა, თურქულმა კლუბმა აქცენტი მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებებზე გააკეთა. ნიგერიელი ფორვარდიც ბათუმელთა კარის სიახლოვეს არ შორდებოდა და მიზანსაც მიაღწია. ცენტრალურ მცველთა წყვილს დღეს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა უნდა ჰქონდეს და წესით, ამაზე გეგუჩაძეს დიდი ყურადღება უნდა გაემახვილებინა.

პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მარჯვენა ფლანგი სათანადოდ აქტიური არ იყო - გრიგოლ ჩაბრაძისგან შეტევაში უფრო მეტს ველით და იმედია, თურქულ მატჩში ყველაფერი უკეთესად იქნება. სხვაგვარად, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

"დინამოს" სერიოზული დანაკლისი აქვს - მეკარე ლაზარე კუპატაძე შეხვედრას კოვიდის დადასტურების გამო ტოვებს, ფორვარდი ჯოვინო ფლამარიონი კი მატჩისთვის ბოლომდე მზად არაა. მიხეილ ალავიძე და გიორგი ფანცულაია ის მოთამაშეები არიან, რომლებიც ამ დანაკლისს მაქსიმალურად შეავსებენ, თუმცა ბრაზილიელი ფორვარდის მაინც გვეიმედება.

პირველი მატჩი ძალიან დაძაბული იყო, გაწევ-გამოწევის გარეშე არ ჩაუვლია და ეს გარკვეულ გავლენას დღესაც იქონიებს. "სივასპორი" უხეში გუნდია, თუმცა უეფამ მაღალი კვალიფიკაციის და პრინციპული არბიტრი, ესპანელი რიკარდო ბურგოსი დანიშნა. ჩვენი ფეხბურთელები მოსალოდნელ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.

გია გეგუჩაძემ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი 75-ე წუთის შემდეგ ძალიან დაიღალა და ამან სხვადასხვა სირთულე შექმნა. მსგავსი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ერთი კვირა საკმარისი ვერ იქნებოდა, თუმცა იმედია, ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ. მით უმეტეს, არც დამატებითი დროა გამორიცხული.

ბათუმის "დინამოს" სტუმრად გოლების გატანა შეუძლია და ეს ბელარუსის "ბატესთან" კარგად გამოჩნდა. შეუსრულებელი მისია არც დღეს გვაქვს - გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ახლად დაარსებული ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდეს!

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ქობულეთიდან
ყოჩაღ ბათუმის დინამოს.გუნდმა რაც შეეძლო იბრძოლა, ალბათ ცოტაც რომ გამართლებოდა მოიგებდა კიდეც.ეს გუნდი მომავალ წელს დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ალბათ ჰორიზონტზე ჯგუფური ეტაპიც გამოჩნდება.
alex
ინტერნეტით როგორ შეიძლება მატჩის ნახვა?
გიორგი გორგაძე
რომელი არხი აჩვენებს ხომ არ იცით?
ზურა
თავში არ აგივარდეთ ტოტალიზატორის მოგებული წინა თამაში. საქართველოს ჩემპიონატში უნდა ახევდეთ თავზე ბურთს ყველას მაშინ. ქოჩორას ტაქტიკა არ გაიშვა არსად)))))))
ooo
ოცნებას კაცი არ მოუკლავს.გააგრძელეთ ბაქიბუქი,თუ ეს ცხოვრებას გიადვილებთ.
555
თითქმის მოგებული მატჩი რას გიგქვიათ
ანდრო
ასეთი ცენტრალური დაცვით ძალიან გაუჭირდება გუნდს , არა მარტო დრევანდელ შეხვედრაში , არამედ სამომავლოთაც . კობახიძე კაპიტანია და ნამდვილად მეტი მოეთხოვება , არ არის სათანადო დონის ცენტრალური მცველი .
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა