ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ალექს გარსია ტრანსფერს გვპირდება

ალექს გარსია ტრანსფერს გვპირდება

"მინდა 30 ივნისს, "მილსამისთან" "დინამოს" შეხვედრას, რაც შეიძლება ბევრი ქომაგი დაესწროს"
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა; ესპანელი მწვრთნელის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით გუნდმა სამი სპარინგ-მატჩი ჩაატარა: ლუგანსკის "ზარიასთან" ფრედ (0:0) ითამაშა, სლოვენიურ "კოპერთან" 1:2 დამარცხდა, შეკრების ბოლოს კი "დინამომ" სლოვენიიდან ავსტრიაში გადაინაცვლა და ამ ქვეყნის ჩემპიონს "შტურმს" დაუზავდა (0:0).

რაღა თქმა უნდა, წინასასეზონო მზადების პირობებში საკონტროლო მატჩებში ნაჩვენებ შედეგს (როგორი არასასურველიც არ უნდა იყოს) გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს; მით უფრო, როცა ახალ მწვრთნელს თავის ახალ შეგირდებთან "ახლოს გაცნობის" საკმარისი დრო ნამდვილად არ ჰქონია. ეგაც რომ არ იყოს, სლოვენიურ-ავსტრიულ შეკრებაზე უმთავრესი ხომ გუნდის ახალ ტაქტიკურ განლაგებაზე (4-3-3) გადაწყობა და საერთოდ, რგოლებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება უნდა ყოფილიყო.

"დინამო" საქართველოში დღეს გამთენიისას უნდა დაბრუნებულიყო, გუნდი ორ დღეს დაისვენებს და ახალ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაზე ნაკლები რჩება ალექს გარსიას სამწვრთნელო დებიუტამდე: 30 ივნისს, უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამომ" მოლდოვურ "მილსამის" უნდა უმასპინძლოს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შეხვედრამდე ქართულ მედიას საშუალება ექნება ესპანელი მწვრთნელისგან სლოვენიურ-ავსტრიული შთაბეჭდილებები მოისმინოს. მანამდე კი იმ მასალას დავჯერდეთ, "დინამოს" ვებ-გვერდზე რომ გამოქვეყნდა.

ალექს გარსიამ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი ორი კვირის წინ ჩაიბარა; თავისთავად, 14-15 დღე, როცა ახალ გუნდში ახალი იდეების დასამკვიდრებლად მიდიხარ, ძალიან ცოტაა. ის კი არა, შესაძლოა, გუნდის გასაცნობად, მეტადრე, შესაცნობადაც არ იყოს საკმარისი დრო. მაგრამ, განსაკუთრებით ფეხბურთში და განსაკუთრებით ჩვენში, შედეგი ყველას მალე გვინდა. ეს კი, ყველაზე ნათლად "დინამოს" ახალ მწვრთნელს მოეხსენება, - მან უკვე ისიც მშვენივრად იცის, რომ როგორც კატალონიაში, ასევე საქართველოშიც "დინამო" მხოლოდ საფეხბურთო გუნდი (ან მხოლოდ სპორტული საზოგადოება) არასდროს ყოფილა და, ალბათ, არც დღეს არის.

დინამოელთა საწვრთნელი შეკრება ალექს გარსიამ შეაჯამა და სლოვენიურ-ავსტრიულ შთაბეჭდილებებზეც გულახდილად ისაუბრა: "ძალიან კმაყოფილი ვარ; მთავარია, რომ შევძელით მყუდრო გარემოში მშვიდად გვემუშავა. რაც მთავარია, იმის საშუალება გვქონდა, დაგეგმილი რომ განგვეხორციელებინა; მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და რაც, შესაძლოა, ყველაზე მთავარიც იყოს, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ფეხბურთელებთან მუშაობა ჩემთვის მარტივი და ადვილი იყო. ისინი ჩვენი მოთხოვნებისთვის მზად იყვნენ, შესაძლოა იმიტომაც, რომ კატალონიელები და ქართველები ერთმანეთისაგან დიდად არ განვსხვავდებით.

შეკრებაზე 3 საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ და მხოლოდ 1 ბურთი გავიტანეთ, ისიც პენალტით, თუმცა საგოლე მომენტები მრავლად გვქონდა; აქედან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი საზრუნავი თავდასხმის ხაზის გაძლიერებაა - უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და ახალ ტრანსფერსაც ნურავინ გამორიცხავს.

ჩემთვის მნიშვენლოვანი იყო ის ფაქტი, რომ შეკრება ავსტრიის ჩემპიონთან ჩატარებული მატჩით დავასრულეთ - ამ შეხვედრაში "დინამოს" თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ; გამოჩნდა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა. საერთოდ, ამ შეკრების განმავლობაში ბევრი რამ დავინახეთ - "შტურმთან" მატჩში იმის კონტურებიც გამოჩნდა, რაც ჩვენ გვინდა. ანუ, "დინამოს" სათამაშო კონცეფციას ვგულისხმობ: ბურთის კონტროლს, თამაშის წაყვანას, ორგანიზებულ პრესინგსაც და, რაც მთავარია, შეტევაში აქტიურ თამაშს.

...30 ივნისს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება - ახალ სეზონში პირველ შეხვედრას ვატარებთ: "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემთვის პირველი ოფიციალური მატჩია და ძალიან მინდა, რომ ამ შეხვედრას რაც შეიძლება ბევრი ქომაგი დაესწროს. საერთოდაც, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ "დინამომ" ისე ითამაშოს, გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნოს!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა