ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ასე ახლოს მიზანთან - ბათუმის "დინამოს" დასანანი ფრე თურქეთში [VIDEO]

ასე ახლოს მიზანთან - ბათუმის "დინამოს" დასანანი ფრე თურქეთში [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ძირითად დროში ბათუმის „დინამომ“ 1:0 სძლია გასვლაზე „სივასპორს“, მაგრამ დამატებით დროში გოლი გაუშვა და წაგების ტოლ ფრეს დასჯერდა, თუმცა გამარჯვებას იმსახურებდა.

სტუმრად მოგების შემდეგ თურქული გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა „დინამომ“ არაფერი დაუთმო, ბრძოლა გაუმართა, პირველ ტაიმში ერთი პერიოდი ბურთზე კონტროლიც დაამყარა, ხოლო მეორე ტაიმში საუცხოოდ გაისარჯა: 57-ე წუთზე კარში პირველად დაარტყეს ბურთი. მასპინძლებს ეს ანგარიში აწყობდათ, თამაშის გამწვავებას და გარისკვას ერიდებოდნენ. 64-ე წუთზე ბათუმელებმა დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც ფანცულაია ოთხ მცველს გასცდა და მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ფლამარიონიმ ვერ ივარგა. ქართული გუნდი უპირატესობას დაეუფლა და მალე ტეიდის პასით ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. შემდეგ ფლამარიონიმ ვერ უწია მიზანს და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა.

დამატებითი დროის დასაწყისში აქტიური ჩაბრაძის შეტევა გოლით არ დაგვირგვინდა. პირველი დამატებული ტაიმის დასასრულს კი ალავიძემ შეცვლაზე შესულ ფელიქსს არ დაანება გატანა. სამწუხაროდ, მან მაინც გაიტანა, 1:1 და „დინამო“ გათამაშებას გამოეთიშა.

ბათუმის „დინამომ“ დაამტკიცა, რომ უფრო მდიდარ კლუბებთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს ყველა ქართული გუნდისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

სივასი. „4 სექტემბერი“. 13 000 მაყურებელი

სივასპორი - დინამო (ბთ) 1:1 (ძირ. დრო 0:1)

გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (110)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, ჩიფტჩი, ალთინაი, ოგუზი (კოფიე 69), არსლანი (ერდალი 103), ილმაზი (გრადელი 59), ფაჯრი (ფელიქსი 81), ოკეჩუკვუ, კაიოდე, ჯეიმსი (იატაბარე 59)

დინამო (ბთ): ალავიძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, ჯიღაური (ნავალოვსკი 73), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 102), ფლამარიონი (ნიქაბაძე 85)

აშკარაა რომ გვაბოთავებენ!

• სოსო

ბიჭებმა ბრძოლას არაფერი დააკლეს და ენა არ მომიბრუნდება,საყვედური ვუთხრა.მაინც ფიზიკა არ გვეყო და ფლამარიონის საუკეთესო ფორმაში ყოფნა.გაშვებული გოლის მომენტში,ერთბაშად 4 თუ 5 თურქი ფეხბურთელი აღმოჩნდა მეკარის წინ და არც ერთი ქართველი.არა უშავს,მთავარია ცხვირი არ ჩამოუშვან და შემადგენლობა არ დაშალონ.თუ საქართველოს ჩემპიონატში ორი სამი გუნდი მაინც ათამაშდა დინამოსთან ახლომახლო დონეზე,სამომავლოდ,ამისთანა გუნდს,ბათუმი აუცილებლად ჩამოაშორებს.

• ქომაგი

აბა რას უზამდნენ, ოღონდ გუნდს თუ არ დაშლიდნენ ერთი სამი წლი და კარგ ფეხბურთელებს არ გაყიდიდდნენ.

• რომა

ფლამარიონმა ვერაფერი ქნა ვაბშე.. დასაკომპლექტებელია გუნდი ამაში ორო აზრი არაა. პირველ რიგში ორივე ცენტრალური მცველია ამოსაგდები კობახიძე თან კაპიტანი..კაი რა. ასევე ფლანგის ნახევარმცველები ორივე ახალია მოსაყვანი ბათუმში გოლის გამტანი მარტო დგომით გავს რონალდოს არაფერი ფეხბურთელი არაა.. ასევე მოსაყვანია ცენტრალური თავდამსხმელი გოლის გამტანი.. კოხრეიძე კირკიტაძე სადღაც 9მთის იქით რო გააქციეთ მაგათზე უკეთეს ლეგიონერს ნახავენ ესენი სადმე? ნორმალური ხელფასი მიეცათ და დაეტოვათ საქართველოში. ფლამარიონს ნაკრებში ვფიქრობდი მაგრამ.. ის ჩამშლელი გამურული კაი კაცი რო ავიყვანოთ ნაკრებში არაა ცუდი აზრი..მაინც ნაკლებობა გვაქვს კაი ჩამშლელის

• ზურა

ძირითადი ხომ მოიგო ბათუმმა და კაი კუშიც მოიგო. დანარჩენი იცოდნენ ორივე გუნდმა როგორც დამთავრდებოდა))))) ჩამოვა ეხლა და თელავთან ფრეს ითამაშებს ან წააგებს

• დიდი სტრატეგოსი

გეგუჩაძე დიდი სტრატეგოსია :))))) თავისი მონახაზები აქვს, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს :)))))

• Ნიკა

მართალია ბიჭებმა ყველაფერი დადეს და მათი ბრძოლისუნარიანობის გამო იმსახურებდნენ გამარჯვებას, მაგრამ მხოლოდ ბრძოლა ხომ არაა ფეხბურთი, ბათუმის ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები არ იყო მთლად საამაყო მდომარეობაში რაც ჩვენივე ეროვნული ლიგის "ძალიან მაღალი დონის" ბრალია. პლუს ამას ემატება იცის, რომ მათ დაკარგეს კონცენტრაცია და ჩვენს კარშ გოლის მომენტში ფაქტობრივად ყველა ბათუმელი ფეხბურთელი დგას. არაუშავს ყველაფერი გამოსწორდება და წარმატებები გველოდება მე ამის მჯერა!

• თბილისინიო

თბილისის დინამო ამ ჰასან შაშებს მიწასთან გაასწორებდა!

• 123>>>

ეხლა მთავარია (თბილისის დინამოს სენი არ შეეყეროს) გუნდი არ დაიშალოს და განვითარება და გაძლიერება გააგრძელონ. თუ ასე იქნება მომავალ წელს გაცილებით მეტი შანსები და წარმატებები ექნებათ. გულშემატკივრებმა კიდევ უფრო მეტად მხარი უნდა დაუჭიროთ, სტადიონზე სიარულით და ა.შ.

• ooo

და რა არის ჩვენი მიზანი? ევროპის ჭ ლიგის პლეი ოფში მოხვედრააა? თუ ასეა,მაშინ მართლა სწორი მიმართულებით მივდივართ და ასე 7-10 წელიწადში შეიძლება კომფ-ლიგის ჯგუფში მოვხდეთ.

• c

ალთუნაშვილი, აზაროვი და ჩაბრაძე დინამო ბათუმის ნათელი წერტილი! კობახიძე გაუშვით ძლივს დადის, შორტი არ ჩაძვრეს თამაშის დროს))) კაი შუა მცველები უნდა ბათუმს. ჯოვინოში თუ ვინმე გიხდით ფულს გაატანეთ

• სვანსკი

ბათუმმა და გეგუჩაძემ რაც შეეძლეს გააკეთეს, ისეთი ფეხბურთის დონით რაც საქართველოშია,მეტი რა უნდა მოვითხოვოთ,თურქები 30-ი საფეხურით წინ დგანან,მათ ჩემპიონატის დონეს გადახედეთ,თვალს ვერ მოწყვეტთ ნებისმიერი გუნდი,როგორ სწრაფ თამაშს თამაშობს,ურიგო არ იქნებოდა ბევრი ამხანაგური თამაშები გამართულიყო თურქებთან,მარტო ბათუმი კი არა მთელ ქართულ ფეხბურთს უნდა ვუშველოთ,უნდა აიწიოს ჩემპიონატის დონე,მკვდარია ყველაფერი,უნდა გამოირიცხოს ნეპოტიზმი და სუფთა ხელით დავიწყოთ შენება,ჩვენი ხალხის გახარება ქართული ფეხბურთის ჩემპიონატის ხარისხზე გადის

• გრიგოლი1408

ბათუმში რომ ითამაშეს,მაშინ დავწერე რომ იქ ფრეს ითამაშებდნენ. სუფთა ყომარია,ამიტომ ტყუილა იშლით ნერვებს,რასაც უნდა იმას დასვამენ

• ლადო

რა გახდა ერთი წესიერი კომენტატორი?! ამას ისევ ის სერეკილი ჯობს! ბატესთან საპასუხო თამაშზე დაუფარავი ემოციებით რო იყო! თურქებთან პირველ თამაშზე უკვე ცდილობდა მოზომილი ყოფილიყო და არ ვარგოდა!

• დათა

იცით რატო დავმარცხდით?! ბათუმში დაკარგული კონცეტრაციის გამო! მაგ გუნდისთვის სახლში მინიმუმ 2-0 უნდა მოგვეგო, ბოლომდე გუშინდელივით რომ კონცენტრაციის შენარჩუნება მოეხერხებინათ! აი გოლი რომ გავიტანეთ მივხვდით რომ არაფერი გუნდი არ იყო და მოვეშვით, ხოდა გაგვითანაბრეს! როდესაც მთავრდებოდა, შევეგუეთ 1-1 და უკვე საპასუხო თამაშზე ვფიქრობდით, ამ დროს თუქრებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წამზე კიდევ გაგიტანეს! 2-1 ! :( არ იყო ეს გუდნდი ჩვენს ბათუმზე უკეთესი! (აქვე მახსენდება გენო პეტრიაშვილის წაგებული ფინალი!) :( წარმატებები და დაშვებული შეცდომების გათვალისწინება მომავალში!

• შაკო

კლასში არც ჩამოვრჩენილვართ. ერთადერთი ფიზიკური გამძლეობა აღარ გვეყო დამატებითი დროის მეორე ტაიმში.

• anonimuri

ან გაგოჰიდზეს რა უჰდა გუნდჰი მიტხარიტ ერი

• ბეგო

არ დავმალავ ველოდი ბათუმი წააგებდა და თან დიდი ანგარიშით,თან ბატეს მერე მეორე გასვლასაც თუ მოიგებდა ნამდვილად არ მეგონა..მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ თავდადებისთვის და ბრძოლის ჟნისთვის...მაგრამ მომავალ წელს მათგან ჯგუფში მოხვედრას ველი და მოვითხოვ, იმიტომ რომ მათ ეს შეუძლიათ. ყოჩაღ ბიჭებო,მადლობა ყველაფრისთვის..ოღონდ მიღწეულზე არ დაკმაყოფილდეთ

• მერაბი

ტოლი ტოლზე ვათამაშეთ, შეიძლება კლასში არ გვეყო, თორემ მოგება შეიძლებოდა. Mტელი პრობლემა ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონეში მდგომარეობს, ბათუმს რომ ყავდეს მისნაირი სამი-ოთხი გუნდი-კონკურენტი, აუცილებლად დაეტყობოდა გუნდების პროგრესს. ბოლოს ვიღლებით, კანონზომიერია, თურქებმა გადამწყვეტი გოლები თამაშის მიწურულს რომ გაიტანეს. მადლობა "დინამოს"!

• Vasili

ბათუმელი არ ვარ და არ ვიცი ქალაქში რა ჭორ-მართალი დადის, იმის თაობაზე რომ გეგუჩაძე თავის ძმაკაცებს ათამაშებს. ძაან მეეჭვება ასე რომ იყოს , აბა მაშინ ბერიძეს ძინაავს? და ასეთი სულელია , ვიღაცას ფული იმაში მიცეს რომ მერე , იმან თავის ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთი ითამაშოოს?? ან ვინ არის ისეთი რო ღირდეს საქართველოს ჩემპიონატიდან რომ დაემატა? შეილება არის რამოდენიმე , მაგრამ ამ კონკრეტულ თამაშში რას იზამდნენ კაცმა არ იცის, ამ ლეგიონერებზე უკეთესი ვერ მოიყვანეს.// ჩემი აზრით იმიტომ წააგეს რომ დაიღალნენ, ვეღარ გაუძლეს! ჩვენ ჩემპიონატში ძალიან დაბალი ტემპია და ასეთი თამაშები არ უწევთ! ყველა ფეხბურთელი დროის გაყვანაზე ფიქრობს საქართველოში, მსაჯთან უაზრო კამათი, ჩხუბი&ძველბიჭობა მოედანზე, სიმულაცია, მეკარეს დროულად არ შეყავს ბურთი თამაშში, არც სირბილით და აქტიურიბით იკლავენ თავს და საბოლოოდ გამოდის რომ თამაშში საშუალოდ ფარავენ 6-7 კმ. შეილება არც კი, ამ დროს ევროპაში 12-15 კმ დარბიან. და გუშინ იყო ზუსტად ეგ, თორემ ფეხბურთის ხარისხის ნაკლებად არ გვითამაშია.

• მ.მ

ფლამარიონი არ მიხსენოთ

• Alexandre

დახვრეტა არ შეიძლება შევიწყალოთ.

• ზესტაფდონი

დღევანდელი ჩვენი ფეხბურთის დონიდან გამომდინარე ბათუმმა კარგად იაზპარეზა,ყოჩაღ ბიჭებს.პასის კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა სამწუხაროდ,3-4 პასზე მერტს ვერ აკეთებენ და ისიც წვალებით,თუნდაც ამ კომპონენტის დახვეწით სივასპორის დონის გუნდებს ჩვეულებრივად მოვუგებთ..ამისათვის შიდა ჩემპიონატში კონკურენციაა საჭირო რაც ფაქტობრივად არ არსებობს.კონკურენციის გასაზრდელად კი ფედერაცია მაგ:ზესტაფონს მე-4 ლიგაში ათამაშებს... :)

• ბექა

მადლობა ბიჭებს მაგრამ ეს ფიზიკური მომზადების პრობლემა თან გვდევს ყველგან აშკარად ვეღარ გაუძლო გუნდმა ფიზიკურად

• aleksandre

ღირსეულად ითამაშეს ბათუმელებმა სწორ გზას ადგიხართ და ეს აუცილებლად დადებით შედეგს მოიტანს

• 912

ბიჭებმა ყველაფერი ჩავდეთ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ... აეკთან...ბრიუგესთან...ტოტენჰემთან......სივასპორთან არ შეჩერდეთ გააგრძელეთ საქართველოს ისტორია..

• რეალობა

მთიანობაში რომ ვთქვათ , ბათუმს რესურსები არ ეყო. ჩემპიონატისთვის კი არის ორი შემადგენლობა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე გამოჩნდა რომ მხოლოდ 12-13 კაცზე იდგა გუნდი და როცა დამატებით დროში საჭირო გახდა ნახევარდაცვის ცენტრში გაძლიერება, უკვე კადრები არ ყავდათ.

• პეტროსი

შინდაგორიძე შეინარჩუნეთ როგორმე...

• ჭეშმარიტი გულშემატკივარი

სიმართლეს მაგ სიმართლით იარე მთელი ცხოვრება შენს ოჯახთან ერთად!!!

• კახა ქ.

ისე არარსებულ ჯარიმას მოყვა გოლი.გვერდითმა მისცა,თორე მთავარმა მსაჯმა თავიდან არ დააფიქსირა ჯარიმა.კობახიძე ძაან სუსტია სამწუხაროდ.აი ფანცულაია კი შეიძლება ნაკრებში გამოიძახონ.

• roma

ყოჩაღ ბიჭებს ბრავო

• დევკალიონი

გეგუჩაძემ წააგო თამაში,ფანცულაია ,ჩაბრაძე და აზაროვი არიან ძალიან მაგარი ფეხბურთელები,ულამაზესი მომენტები შექმნეს და თავი არ დაუზოგავთ ,მადლობა .

• აჩი**

ასე ქართულად უიღბლოდ როდემდე უნდა ვაგებდე, თუმცა კაირგია მაინც კლასის ხარჯზე წავაგეთ და არა თავდახრილი

• niko

არ ვიცი ვინ უყურა და რას მაგრამ ეს გუნდი არ არის და არც ფეხბურთი, განსაკუთრებით ევროპაში სათამშაო ჭ კლასსშიც. არც მწვრთნელი არი ფეოლა. სანამ არ მორჩება სააქართველოში ნეპოტიზმი ვერც ფეხბურთი გაქაჩავს და ვერც ქვეყანა. არის რამოდენიმე ფეხბურთელი მაგრამ იმათაც ბევრი ნაკლი აქვთ. დაცვის აზრზე არ არის გუნნდი. იქ გოლი არ უნდა გასულიყო. მსაჯმაც გამოიგონა ჯარიმა მაგრამ მსაჯს და ასეთ ნაგავ გუნდს ფეხბურთი არ უდა ათამაშო.საერთოდ დაცვაში თამაში სასწავლი აქვს ყველას, თავდამსხმელებიდან დაწყებკული. დრევანდელ ფეხბურთსი ისე ადვალად ვაღწებინებთ მათ ბურთს თითქოს ეზოში ცალკარას თამაშობნენ. უბურთო კაცს არავინ იყვანს და ბევრჯერ სულ ცარიელი იდგა მარჯვენა ფრთაზე და მარცხენაზეც მათი ფლანგზე მოთამაშე ორი საშუალო დონის ტექნიკის მქონე შავკანიანი. შეცველბი რა მიზნით გააკეთა გეგუჩაძემ ვინმემ თუ იცის ახსენოით ერთი. მოკლედ 30 წელი გავიდა საბჭოეთიდან გამოყოფის დროდან და რაც ფეხბურთი გვქონდა ისიც დაგვავიწყდა, ქართული ენა დააბინძურეთ და დაანგრიეთ, და ვერც თავისუფლება მოვიპოვეთ სრულიად. ასე რომ რა არის საქართველო და რა არის მისი მოსახლეობის ან ქართველი ხალხის მიზანი? ჩასკდომა ჭამა სმით, ცაში ყურება და პირჯვრის წერა იმის იმედით რომ მოდი რაც ბევრ პირჯვარს გადავიწერ თვალთმაქცურად ყველას დასანახავად იმდენად იესო გადმოგვხედავს და ყველაფერს გაგვიკეთებს. გამოფხიზლდით ხალხო 1991 წლიდან ბუქსაობს ქვეყანა და ბუქსაობს სპორტიც და ყველაფერი. გაანძრიეთ ხელი და მიეცით გზე ვისაც ეკუთვნის, შრომობს, ოფლს ღვრის და არ წუწუნებს.და არა იმათ ვინ ვისი მეგობარია ან ბიძაშვილი, თუ მაზლისშვილი... სიყვარულია ყველაფრისთვის საჭირო საკუთრი ენოს, ქვეყნის, საქმის... და დაუღალავი ჯაფა

• თემური

ბათუმის დინამო - გუნდი, რომელიც ქართული ფეხბურთის სირცხვილს სისტემატურად რეცხავს, ყოჩაღ....

• სიმართლე

ბიჭებს მადლობა მარა გეგუჩ ცხოვრებაში მართალი უნდა იყო შენი ძმაკაცები არ უნდა მოიყვანო გუნდში შენს გამო გავარდით დღეს ღმერთმა დაგვსაჯა მაგის გამო

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

ბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

გეგუჩაძე: მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ - იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"სივასპორის" მწვრთნელი: "საქართველო გვიყვარს - გამარჯვებული პირველ მატჩში ვერ გამოვლინდება"

"ქართული ფეხბურთი ამას ვერასდროს მიხვდება..." - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხს ეხმაურება

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

არჩილ ბერიძე: მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!

"სივასპორის" მწვრთნელი: ბათუმის "დინამოს" ახლა კარგად ვიცნობთ

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა